საგნობრივ კათედრაზე წარდგენილი თემები

Sunday, February 1, 2015



                                            დებატები  

            16 იანვარს აგარის საჯარო სკოლაში გაიმართა დებატები თემაზე:"სიკვდილით დასჯის გაუქმება ამცირებს თუ არა კრიმინალური დანაშაულის სტატისტიკას?" დებატების მიზანი იყო  მოსწავლეებისათვის კრიტიკული და დამოუკიდებელი აზროვნების, კომუნიკაციის, საკუთარი აზრის გამოთქმის, ინფორმაციის დახარისხების, მსჯელობის, ანალიზის, შეფასების უნარების განვითარება.
            დებატები გაიმართა პარალელურ კლასებს(მე11 კლ.) შორის. მოსწავლეებმა სპიკერების მეშვეობით წამოაყენეს პოზიციები და დაიცვეს სხვადასხვა არგუმენტებით. დებატებს უძღვებოდა ორი მოდერატორი და დამკვირვებელი თვით მოსწავლეების მიერ არჩეულნი.
           მოსწავლეებმა დებატებისთვის მზადება სამი კვირით ადრე დაიწყეს, მოიძიეს საჭირო ინფორმაცია, გადაინაწილეს როლები, მოიწვიეს სტუმრები.
          დებატები 90  წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა, რასაც მოჰყვა საბოლო
                               











                               დებატების ანგარიში

               
           ჩატარების დრო:16 იანვარი
           მონაწილეები: მე-11 კლასის მოსწავლეები


           დებატების მიზანი:

  • დემოკრატიის ხელშეწყობა სკოლაში:
  • თვითმმართველობის გაძლიერება:
  • კრიტიკული და დამოუკიდებელი აზროვნების განვითარება.

          დებატების შედეგები:
  • დებატების საკითხის უკეთესად გაცნობა და გაგება:
  • მოსწავლეების სკოლის ცხოვრებაში მონაწილეობის ზრდა:
  • მოსწავლეების თვითმმართველობის გაძლიერება:
  • კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტა.

            დებატების ფორმა:
    

          "მომხრე და წინააღმდეგი"


           დებატების პრინციპები:
  • ერთი ადამიანი ლაპარაკობს, დანარჩენები უსმენენ, არ აწყვეტინებენ:
  • ვლაპარაკობთ მხოლოდ ჩვენი სახელით, არ მივიწერთ სხვების აზრს:
  • ვაკრიტიკებს პასუხებს და არა ადამიანს:
  • არ ვლაპარაკობთ პირად საკითხებზე:
  • არ ვიღებთ კრიტიკას ჩვენს თავზე:
  • ერთმანეთს პატივს ვცემთ:
  • ვლაპარაკობთ მოკლედ და თემასთან დაკავშირებით.

    დავალებების განაწილება:
  •   სტუმრების დაპატიჯება:
  • დებატების შესახებ განცხადების მომზადება:
  • დარბაზის ან კლასის მომზადება:
  • სადებატო მასალის მომზადება.

     დებატების მსვლელობა

  • დებატების პირველ ნაწილში მომზადდა პრეზენტაცია და წამყვანებმა თემა გააცნეს მონაწილეებს.
  • დებატების მეორე ნაწილი დაეთმო დისკუსიას.


    რესურსები:
  • ქაღალდის ფურცლები:
  • საწერი კალმები:
  • დიქტოფონი:
  • ციფრული აპარატი.



  ხელმძღვანელი: ნინო ჩუტკერაშვილი



   


                                   





No comments:

Post a Comment

შეიძლება მოგეწონოთ შემდეგი პოსტები: