საგნობრივ კათედრაზე წარდგენილი თემები

Sunday, January 11, 2015


ინტეგრირებული გაკვეთილი საზღვარგარეთის ლიტერატურასა და ინგლისურში



თემა: სელინჯერის "თამაში ჭვავის ყანაში"-განხილვა








1



 დაბა აგარის საჯარო სკოლა





           ლიტ-ის მასწავლებელი- ნინო ჩუტკერაშვილი

ინგლისურის მასწავლებელი-თამილა ჭრიკიშვილი



შენიშვნა
2



         კლასი
         
              
      მე-11

3

      
გაკვეთილის თემა

ლიტ-რა: სელინჯერის "თამაში ჭვავის ყანაში"-განხილვა

ინგლისური- სელინჯერის რომანის ქართული თარგმანები


4

მოსწავლეთა ორგანიზება
მთელ კლასთან
  
და   ჯგუფებში

5





გაკვეთილის მიზნები






                და




     შედეგები
  • კონკრეტული ტექსტის ლიტერატურულ კონტექსტში გააზრების უნარ-ჩვევის განვითარება;
  • კრიტიკული აზროვნების და მსჯელობის უნარის განვითარება;
  • საკუთარი აზრის წერილობითი გამოთქმის უნარის განვითარება;
  • კვლევა-ძიებისა და ჯგუფური მუშაობის უნარის განვითარება;
  •  ანალიტიკური აზროვნების, ლოგიკური დასკვნების გამოტანის უნარის განვითარება.
  • მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ავტორის/პერსონაჯის დამოკიდებულება კონკრეტული ეპოქის ფასეულობების მიმართ;
  • საუბრობს იმაზე, თუ როგორ მოქმედებს კულტურული და სოციალური ფასეულობები პრობლემის არსის გაგებასა და მისი გადაჭრის გზებზე;
  • მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს სხვადასხვა სახის დარგობრივ-შემეცნებითი ტექსტი;
  • მოსწავლე იყენებს და ფლობს წერის ეფექტურ სტრატეგიებს წერის პროცესის ყველა ეტაპზე;
  •  მოსწავლე ამოიცნობს მოვლენათა თანმიმდევრობას ; ამოიცნობს მთხრობელს,პერსონაჯებს; ამოიცნობს კონკრეტულ ინფორმაციას;  ახასიათებს პერსონაჟებს, როგორც ექსპლიციტურად, მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ისე შინაარსის გააზრების საფუძველზე;
  • მიზანი მიღწეულია თუ : მოსწავლე ტექსტის წერის პროცესში მუდმივად აკვირდება ნაწერს, განსჯის, რამდენად ახერხებს სათქმელის გასაგებად და თანმიმდევრულად გადმოცემას, საჭირო შემთხვევებში შეაქვს ცვლილებები,ამატებს ან აკლებს რაიმეს.

6

მეთოდები/სტრატეგიები




ისეთი დავალებების შერჩევა, რომლებიც მოსწავლეებს დაეხმარება პრეზენტაციის, კრიტიკული აზროვნების, ლოგიკური დასკვნების გამოტანის, წერის უნარების განვითარებაში.

7

                   შეფასება
მოსწავლეები შეფასდებიან პრეზენტაციითა და კითხვებზე პასუხის გაცემით.


8


 სასწავლო რესურსები
  • ცარცი, დაფა, მარკერები,სახელმძღვანელოები,ილუსტრაციები, სქემები.




ინტეგრირებული გაკვეთილის ამსახველი ფოტო მასალა













































ინდივიდუალური შეფასების სქემა




                                    
გვარი სახელი
დიქცია 2
რეგლამენტი 2
საინტერესო არგუმენტები3
დამაჯერებელი თხრობა 3
ქულა







ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა


9-10
მოსწავლე მზად არის მაქსიმალურად შეიტანოს საკუთარი წვლილი ჯგუფის მუშაობაში და მიაწოდოს მას რაც შეიძლება მეტი გამოსადეგი იდეა.მას ყოველთვის შეუძლია ჯგუფის სხვა წევრების წინადადებებს მოუსმინოს, გაითვალისწინოს და განავითაროს.
7-8
მოსწავლე მზად არის შეიტანოს საკუთარი წვლილი ჯგუფის მუშაობაში. მას უმეტესწილად შეუძლია ჯგუფის სხვა წევრების წინადადებებს მოუსმინოს, გაითვალისწინოს და განავითაროს.
5-6
მოსწავლე ნაწილობრივ არის მზად შეიტანოს საკუთარი წვლილი ჯგუფის მუშაობაში.იგი ხშირად უსმენს სხვა წევრების წინადადებებს,ითვალისწინებს და ცდილობს მათ განვითარებას.
3-4
მოსწავლეს იშვიათად შეაქვს საკუთარი წვლილი ჯგუფის მუშაობაში.იგი იშვიათად უსმენს ჯგუფის სხვა წევრების წინადადებებს, ნაკლებად ითვალისწინებს და თითქმის არ ცდილობს მათ განვითარებას.
1-2
მოსწავლეს თითქმის არ შეაქვს წვლილი ჯგუფის მუშაობაში. იგი არ უსმენს, არ ითვალისწინებს და არ ცდილობს ჯგუფის სხვა წევრების წინადადებების  განვითარებას.





ინტეგრირებული გაკვეთილის ანგარიში:


გაკვეთილის ჩატარების დღე: 15 დეკემბერი

სკოლა: აგარის საჯარო სკოლა

კლასი: მე-11

საგნები:საზღვარგარეთის ლიტერატურა და ინგლისური ენა

თემა: ლინჯერის "თამაში ჭვავის ყანაში"-განხილვა
მისაღწევი შედეგები:


  • შეძლონ გარკვეული ეპოქის მხატვრული ტექსტის გაანალიზებისა და მასში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის გააზრება;
  • კრიტიკული აზროვნებისა და მსჯელობის უნარის განვითარება;
  • საკუთარი აზრის წერილობითი გამოთქმის უნარის განვითარება.

საკვანძო მეთოდები/სტრატეგიები:
  • ტექსტის მიმოხილვა;
  • პერსონაჯთა ფსიქოლოგიური პორტრეტის შექმნა;
  • ნაწარმოებში კონფლიქტის არსის განსაზღვრა;
  • პერსონაჯთა კონფლიქტთან დამოკიდებულების გაანალიზება;
  • წერილობით გადმოცემა ავტორის დამოკიდებულებისა ნაწარმოებში ასახულ ფასეულობებსა და შეხედულებებთან დაკავშირებით;
  • მსჯელობა იმის შესახებ, თუ რა დამოკიდებულება აქვს ავტორს კონკრეტული ეპოქის კულტურული ფასეულობების მიმართ.
ძირითადი სასწავლო რესურსები:

ცარცი, დაფა, მარკერები,წიგნი-"თამაში ჭვავის ყანაში", რომანის თარგმანები,ილუსტრაციები,სქემები, ფორმატის ფურცლები.


რამდენად მივაღწიეთ გაკვეთილის შედეგს:

მოსწავლეებმა მიაღწიეს შედეგს, შეძლეს ტექსტში ასახული ფასეულობებისა და შეხედულებების ერთმანეთთან შედარება, გააანალიზეს კულტურული და სოციალური ფასეულობების გავლენა  ტექსტსა და მის ინტერპრეტაციაზე.

გაკვეთილის მსვლელობისას სამოქმედო გეგმა თითქმის არ შეცვლილა.

რას შევცვლიდი ამ გაკვეთილის ხელახლა ჩატარების შეთხვევაში?

ამ გაკვეთილის ხელახლა ჩატარების შემთხვევაში  მოსწავლეებს პარალელებს გავავლებინებდი ეგზიუპერის "პატარა უფლისწულსა" და პლენცდორფის "ახალგაზრდა ვერტერის ახალ ვნებანთან". ყურადღებას გავამახვილებინებდი იმ ფაქტორზე, რომ გერმანელი მწერლის პერსონაჯიც ჰოლდენივით ლაპარაკობს:"ახლაც მაჟრიალებს ტანში ,რომ წარმოვიდგენ, რა მეშველებოდა, სელინჯერის წიგნი ხელში რომ არ ჩამვარდნოდა. სელინჯერი მაგარი ვინმეა,დაეხეტება იმ გალუმპულ ნიუ-იორკში და შინ მისვლა ვერ გაუბედია, იმიტომ რომ სკოლიდან აითესა, საიდანაც  ისედაც უპირებდნენ გამოპანღურებას. ამას რომ ვკითხულობ, სულ ჯიგარში მხვდება. მისამართი რომ მცოდნოდა, მივწერდი, ჩვენთან ჩამოსულიყო. მიტენბერგი ნიუ-იორკთან შედარებით სოროა, მაგრამ აქ დიდებულად დაისვენებდა..." მოსწავლეებს აუცილებლად ვათქმევინებდი, რატომ, რა მიზნით ალაპარაკებენ მწერლები ამგვარი ენით თავიანთ პერსონაჯებს.




No comments:

Post a Comment

შეიძლება მოგეწონოთ შემდეგი პოსტები: