საგნობრივ კათედრაზე წარდგენილი თემები

Saturday, February 21, 2015



   ინტეგრირებული-სამოდელო გაკვეთილი

     
                           ქართულ ლიტერატურაში, გეოგრაფიასა და ისტორიაში




                                   
                     გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის თემა
ილია ჭავჭავაძის "მგზავრის წერილები"-თერგდალეულთა სამოქმედო პროგრამა
სწავლების საფეხური
მე-11 კლასი
ინტეგრირებული საგნები, მასწავლებლების სახელი, გვარი
ქართული ლიტერატურა–ნინო ჩუტკერაშვილი
გეოგრაფია- ნინელი ხაპირაშვილი
ისტორია– ლია ყაულაშვილი
მოსწავლეთა რაოდენობა
20
განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი


0









გაკვეთილის მიზნები

(საგნების მიხედვით)

              ქართული ლიტერატურა
                                 
                            გაკვეთილის  მიზანი  
  • მიღებული ცოდნის გამოყენების უნარის შემოწმება;
  • ტექსტის წვდომა- გააზრების უნარის შემოწმება;
  • ტექსტის ინტერპრეტაციის უნარის განვითარება;
  • მსჯელობის უნარის განვითარება;
  • წერის უნარის განვითარება.                                  


                                     ისტორია

                                   გაკვეთილის მიზანი
  • მოსწავლეებისთვის რუსეთის კოლონიური პოლიტიკის მიზნების გაცნობიერების უნარის განვითარება;
  • რუსეთის მიერ ეროვნული ღირებულებების მოსპობის მცდელობის შედეგების შეფასების უნარის ჩამოყალიბება.

                           გეოგრაფია

                          გაკვეთილის მიზანი
  • მოსწავლე შეძლებს გლობალური პრობლემების ნუსხიდან გამოარჩიოს საქართველოსათვის ყველაზე აქტიური კულტურული პრობლემები, განსაზღვრავს მათ ტრანსფორმაციას სივრცესა და დროში.
   














ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი
ინდიკატორები


        ქართული ლიტერატურა

                                     შედეგები:
  • მოსწავლე მსჯელობს იმაზე, თუ როგორ განსაზღვრავს კონკრეტული ეპოქა  ლიტ-ულ თემებს, იდეებს, პრობლემატიკას და ინფორმაციის სპეციფიკურობას;
  • აანალიზებს კონკრეტული ეპოქის დამახასიათებელ ნისნებს და მათს გავლენას ლიტ-ულ ნაწარმოებში ასახული პრობლემის გადაჭრის გზაზე;
  • აფასებს ეპოქისათვის დამახასიათებელ თემებს, იდეებსა და პრობლემებს ამ ეპოქისავე  კულტურული კონტექსტის მიხედვით;
  • განიხილავს ეპოქის შესახებ მისთვის ნაცნობ ინფორმაციას ამავე ეპოქის ნაწარმოებთან მიმართებით და ჩამოწერს საკითხებს რომელთა დაზუსტებას, უკეთ გაცნობას ისურვებდა მომავალში;
  • მსჯელობს ავტორის პოზიციისა და იმის შესახებ, როგორ გამოიხატება ეს პოზიცია ნაწარმოებში;
  • აკავშირებს მხატვრულ ნაწარმოებს ისტორიულ კონტექსტთან;
  • წარმოადგენს ნაწარმოებში ასახულ პრობლემას და აყალიბებს პრობლემის გადაჭრის ავტორისეულ  ვარიანტზე საკუთარ შეხედულებებს;
  • განარჩევს და შესაბამისი ენობრივ-გრამატიკული საშუალებების გამოყენებით წერილობით ტექსტში წარმოადგენს სხვადასხვა ხასიათის მასალას:ინფორმაცია,კომენტარი,პროგნოზი,ვარაუდი,ეჭვი და ა.შ.



                                           ისტორია

                                                   შედეგები:
  • მოსწავლეები იღებენ ცოდნას საქართველოს  საშინაო მდგომარეობასა და  საგარეო პოლიტიკური სირთულეების შესახებ;
  • მოსწავლეებს შეუძლიათ იმსჯელონ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გამოვლენის სხვადასხვა ასპექტებზე.

                                  გეოგრაფია
                                         შედეგები:
  • მოსწავლეს შეუძლია სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის გლობალური პრობლემების ანალიზი;
  • ამყარებს ლოგიკურ კავშირებს სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის გლობალურ პრობლემებს შორის და მსჯელობს მათ მასშტაბებზე;
  • მოსწავლეს შეუძლია გლობალიზაციის პროცესის სოციალურ კულტურულ ასპექტებზე მსჯელობა;
  •  მსჯელობს კულტურის დიფუზიასა და ასპექტებზე-ენა, განათლება და უკავშირებს ადგილობრივ კულტურას;
  • მსჯელობს მიგრაციის დადებით და უარყოფით შედეგებზე. 










თანმიმდევრობა

(აქტივობა და დრო)

·         გაკვეთილის მსვლელობა:
·         საორგანიზაციო მომენტი– 2წთ
  გაკვეთილი ტარდება საკლასო ოთახში, სადაც წინასწარ მომზადებულია  ჯგუფური მუშაობისთვის მაგიდები.
·       გაკვეთილი იწყება სლაიდების ჩვენებით. ლიტერარურის მასწავლებელი ამის შემდეგ აყალიბებს გაკვეთილის თემას, მიზანს და მოსწავლეებს უსვამს კითხვებს: 1) ილიამ მიზნად დაისახა გზადაბნეული ერის ვულკანურ მთასთან მიყვანა,საიდანაც ქართული რასის წინაშე უნდა გადაშლილიყო ახალი ცხოვრების სანახები. ასე რომ,ილიას სასიცოცხლო მნიშვნელობის საქმე აქვს გასაკეთებელი-ერის გათავისუფლება! როგორ შეძლებს ამ ამოცანის შესრულებას მაშინ, როცა ლელთ ღუნიას სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენს ქვეყანაში ჩამოვარდნილა მეძავ-მრუშობა,ხარბობა,ანგარება,მტრობა?

     2.)ავტორი აცხადებს თავისი სამოქმედო პროგრამის ერთ მთავარ პრინციპს:მოქმედების დასაწყებად საჭიროა ქვეყნისთვის მზადმყოფი მამულიშვილების მოძიება და შემოკრება." ადამიანს,რომელსაც არ ძინავს  ქვეყნის უბედურებით გულაღტკინებულს,მე მოვნახავ და, თუ ვიპოვე, ვეთაყვანები".როგორ ფიქრობთ, არსებობდნენ საქართველოში ასეთი ადამიანები?
  3.)თერგდალეულობა მოვლენა იყო ქართველთა ცხოვრებაში,თუმცა მათ შორის რამდენიმე კატეგორიას გამოყოფდნენ:ისეთებს,რომელთაც მიღებული ცოდნა მამულს მოახმარეს,ისეთებს, რომელთაც ეს ცოდნა პირადი ინტერესებისათვის გამოიყენეს და ისეთებსაც,რომლებიც არც ქვეყანას გამოადგნენ და არც თავის თავს.რომელ კატეგორიას მიაკუთვნებთ ილიას და რატომ?

 4) ტერმინ თერგდალეულების ანალოგიით გაჩნდა "რაინდალეულები" და "მისისიპდალეულები"-ევროპასა და ამერიკაში ნასწავლი ადამიანების აღსანიშნავად. ისინი ჩვენი თანამედროვეები არიან და საინტერესოა, რა განსხვავებას ან მსგავსებას დაინახავთ, თერგდალეულებს თუ შევადარებთ?(10 წთ.)

გაკვეთილს განაგრძობს ისტორიის მასწავლებელი და საუბრობს თემაზე:"საქართველო მე-19 საუკუნის შუა ხანებში-თერგდალეულები". თემას კითხვა-პასუხით ამოწურავს.(10წთ.)


ჯგუფში მუშაობა-10წთ  
კლასი გაყოფილია 4 ჯფუფად, ორ ჯგუფს ლიტ-ის მასწავლებელი აძლევს დავალებას. მათ უნდა მიმოიხილონ შემდეგი საკითხები:1)თერგდალეულთა მრწამსი "მგზავრის წერილების მიხედვით და 2)როგორია ქართველთა დამოკიდებულება თერგდალეულების მიმართ?














თანმიმდევრობა
(აქტივობა და დრო)











შეფასება
















საგანმანათლებლო        რესურსები
         ორ ჯგუფს  კი ისტორიის მასწავლებელი აძლევს დავალებას შესასრულებლად.
                      1)როგორ ესახება ილია ჭავჭავაძეს ეროვნული დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის გზები.
                      2)რა როლს ანიჭებს ილია გლეხობას ეროვნული მოძრაობის გზაზე?

·         ორივე პედაგოგი აკვირდება და ეხმარება მოსწავლეებს ჯგუფში მუშაობისას.

·         პრეზენტაცია – 10 წთ.

თითოეული ჯგუფი პრეზენტაციის დროს წარმოადგენს წერილობით შესრულებულ  დავალებას.

შემდეგ გეოგრაფიის მასწავლებელი საუბრობს  თემაზე:"გარემო და სოციალური სისტემები". კითხვა-პასუხით ამოწურავს საკითხს.









·         მოსწავლეები გაკვეთილის ბოლოს ფასდებიან ჩართულობის , დავალების შესრულების ხარისხით , პრეზენტაციის უნარის მიხედვით.  ( 3წთ)
  














კომპიუტერი,პროექტორი,დაფა,ცარცი,რუკა,სახელმძღვანელო.    





                                             ფოტომასალა
























                                                ვიდეომასალა


 



 გაკვეთილის ანგარიში
 

გაკვეთილის ჩატარების დღე:10 თებერვალი

სკოლა: აგარის საჯარო სკოლა

კლასი: მე-11

საგნები: ქართული ლიტერატურა-გეოგრაფია-ისტორია

თემა: "მგზავრის წერილები"-თერგდალეულების სამოქმედო პროგრამა


               მისაღწევი შედეგები:

  • მოსწავლეებს განუმტკიცდებათ ცოდნა საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკური სირთულეების შესახებ;
  • მოსწავლეები შეძლებენ, იმსჯელონ გლობალიზაციის პროცესის ლოციალურ-კულტურულ ასპექტებზე;  
  • მოსწავლე შეძლებს,  დააკავშიროს მხატვრული ნაწარმოები ისტორიულ კონტექსტთან;
  • მოსწავლეები დაინახავენ ქართული ლიტერატურის მჭიდრო კავშირს გეოგრაფიასა და ისტორიასთან.

    საკვანძო მეთოდები/სტრატეგიები:
  • ისეთი დავალებების შერჩევა, რომლებიც მოსწავლეებს დაანახვებს კავშირს ისტორიასა და გეოგრაფიასთან.მაგ.: მოსწავლემ  ამ დავალებებით უნდა შეძლოს გააანალიზოს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენა ქართული სახელმწიფოს განვითარებაზე, ასევე, შეძლოს ლოგიკური კავშირების დანახვა სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის პრობლემებს შორის და მათი დაკავშირება მხატვრულ ტექსტთან.
              ძირითადი სასწავლო რესურსები:

             კომპიუტერი,პროექტორი,დაფა,ცარცი,რუკა,სახელმძღვანელო.



რამდენად მიაღწიეს მოსწავლეებმა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებს:

მოსწავლეებმა შეძლეს ლიტერატურაში მიღებული ცოდნის გამოყენება ისტორიული და გეოგრაფიული პრობლემების გასაანალიზებლად.


               უფრო მეტად რომელი შედეგებით დავრჩით კმაყოფილი:


  • ტექსტის ინტერპრეტაციის უნარის განვითარებით;
  • სხვა საგნებთან ლიტერატურის დაკავშირებით.
             რა გავლენა იქონია გაკვეთილზე გამოყენებულმა სტრატეგიებმა:
  • ამ სტრატეგიებმა განაპირობა მოსწავლეთა დაინტერესება განსახილველი თემით;
  • მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი  საგაკვეთილო პროცესში.

                        რის ათვისება შეძლეს მოსწავლეებმა გაკვეთილზე:

  • მოსწავლეებმა განიმტკიცეს ცოდნა მე-19 საუკუნის საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ;
  • შეძლეს პრაქტიკულად ამ ცოდნის გამოყენება ლიტერატურული და გეოგრაფიული საკითხების განსახილველად გამოიყენეს მხატვრული ტექსტი.                                                                                                                                                                              
                                                          რუბრიკები

                      ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა

9-10
მოსწავლე მზად არის მაქსიმალურად შეიტანოს საკუთარი წვლილი ჯგუფის მუშაობაში და მიაწოდოს მას რაც შეიძლება მეტი გამოსადეგი იდეა.მას ყოველთვის შეუძლია ჯგუფის სხვა წევრების წინადადებებს მოუსმინოს, გაითვალისწინოს და განავითაროს.
7-8
მოსწავლე მზად არის შეიტანოს საკუთარი წვლილი ჯგუფის მუშაობაში. მას უმეტესწილად შეუძლია ჯგუფის სხვა წევრების წინადადებებს მოუსმინოს, გაითვალისწინოს და განავითაროს.
5-6
მოსწავლე ნაწილობრივ არის მზად შეიტანოს საკუთარი წვლილი ჯგუფის მუშაობაში.იგი ხშირად უსმენს სხვა წევრების წინადადებებს,ითვალისწინებს და ცდილობს მათ განვითარებას.
3-4
მოსწავლეს იშვიათად შეაქვს საკუთარი წვლილი ჯგუფის მუშაობაში.იგი იშვიათად უსმენს ჯგუფის სხვა წევრების წინადადებებს, ნაკლებად ითვალისწინებს და თითქმის არ ცდილობს მათ განვითარებას.
1-2
მოსწავლეს თითქმის არ შეაქვს წვლილი ჯგუფის მუშაობაში. იგი არ უსმენს, არ ითვალისწინებს და არ ცდილობს ჯგუფის სხვა წევრების წინადადებების  განვითარებას.



          
                           ინდივიდუალური შეფასების სქემა
                                    

გვარი სახელი
დიქცია 2
რეგლამენტი 2
საინტერესო არგუმენტები3
დამაჯერებელი თხრობა 3
ქულა














                საგაკვეთილო პროცესის შეფასების სქემა


1
2
3
მოქნილობა /კრეატიულობა
მასწავლებელს არ აქვს ლავირების უნარი _ იგი მოჰყვება დაგეგმილ აქტივობებს, მიუხედავად იმისა, გადის თუ არა შედეგზე
მასწავლებელს ნაკლებად აქვს ან არაეფექტურად ამჟღავნებს ლავირების უნარს
მასწავლებელს აქვს ლავირების უნარი - მას შეუძლია დაგეგმილი აქტივობების შეცვლა შექმნილი რეალიების შესაბამისად
აქტივობები და სწავლების მეთოდები
აქტივობები და მეთოდები ერთფეროვანია და მოუქნელი. ვერ უზრუნველყოფს მოსწავლეთა ჩართულობასა და მათში მოტივაციის ამაღლებას, ვერ უზრუნველყოფს სასწავლო შედეგის მიღწევას.
გამოყენებულია რამდენიმე სხვადასხვა ტიპის აქტივობა და მეთოდი, რომლებიც უზრუნველყოფს მოსწავლეთა ძირითადი ბირთვის ჩართულობასა და მოტივაციის ამაღლებას, ნაწილობრივ უზრუნველყოფს სასწავლო შედეგის მიღწევას.
მოქნილად არის გამოყენებული მრავალფეროვანი, ერთმანეთთან ლოგიკურად დაკავშირებული აქტივობები და მეთოდები, რომლებიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს ყველა მოსწავლის ჩართულობასა და მათში მოტივაციის ამაღლებას, სასწავლო შედეგის მიღწევას.
რესურსები
არ იყენებს/ არაეფექტურად იყენებს სკოლაში არსებულ რესურსებს.
იყენებს სკოლაში არსებულ რესურსებს, თუმცა თავად იშვიათად მოიძიებს და ქმნის მას.
მაქსიმალურად ეფექტურად იყენებს სკოლაში არსებულ, მის მიერ მოძიებულ და შექმნილ რესურსებს.
შეფასება
მის მიერ გამოყენებული შეფასების ტიპები არაადეკვატურია, ხოლო გამოყენებული შეფასების მეთოდები ვერ აფასებს მიღწეულია თუ არა შედეგი.
ნაკლებად ეფექტურად იყენებს განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებებს. გამოყენებული შეფასების მეთოდები ნაწილობრივ აფასებს, მიღწეული არის თუ არა შედეგი.
ეფექტურად იყენებს განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებებს. გამოყენებული შეფასების მეთოდები ზუსტად აფასებს, მიღწეული არის თუ არა შედეგი.
კლასის მართვა
კლასი ქაოტურია. მასწავლებელს არ აქვს შემუშავებული გაკვეთილზე ქცევის წესები. მასწავლებელი მოსწავლის მიმართ არაეთიკურია
კლასი ნაწილობრივ არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში, მოსწავლეთა ნაწილის ქცევა დესტრუქციულია. მასწავლებელი ცდილობს სიტუაციის დარეგულირებას, თუმცა მის მიერ გამოყენებული წესები რიგ შემთხვევებში არაეფექტურია.
მოსწავლეები სრულად არიან ჩართული საგაკვეთილო პროცესში, დისციპლინა თვითრეგულირებადია. მცირე დარღვევის შემთხვევაში მასწავლებელი ადვილად ახერხებს წესრიგის აღდგენას.




მასწავლებელი: ნინო ჩუტკერაშვილი



















































No comments:

Post a Comment

შეიძლება მოგეწონოთ შემდეგი პოსტები: