საგნობრივ კათედრაზე წარდგენილი თემები

Monday, November 17, 2014

კვლევა: აუტიზმი დაავადებაა, თუ ამ სამყაროს მიმართ პროტესტი?


    კვლევის მიზანი: კვლევის მიზანს წარმოადგენს აუტისტ ბავშვებზე დაკვირვებით შევისწავლო მათი საკუთარ სამყაროში  ჩაკეტვის მიზეზები და ავხსნა, რომ აუტიზმი დაავადება კი არა, ამ სამყაროს მიმართ პროტესტია.
   


                                           შესავალი
           
           აუტიზმი ტვინის ფუნქციონირების განვითარების   დარღვევაა, რომელიც მნიშვნელოვნად ზემოქმედებს  ბავშვზე და უჭირს ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის დამყარება, ვერ ახერხებს სწორად აღიქვას ის, რაც ესმის, ხედავს და შეიგრძნობს. შესაბამისად მას უვითარდება წარმოსახვის პრობლემები და მკაცრად შეზღუდული მოქმედებები აქვს.                                                                                 აუტიზმის მქონე ბავშვები ხშირად არ რეაგირებენ სახელის დაძახებაზე, ან ერიდებიან და არ უყურებენ სხვა ადამიანებს, გაურბიან პირდაპირ მზერას, თითქოს      გამოთიშავენ მათ გარშემო არსებულ სამყაროს, უჭირთ ხმის დონის ან სახის გამომეტყველების განსაზღვრა და არ პასუხობენ სხვის ემოციებს. მათ თითქოს არ ესმით სხვისი მათდამი დამოკიდებულება და საკუთარი მოქმედების უარყოფითი  გავლენა სხვა ადამიანებზე. ამის შედეგია თანატოლებთან თამაშისა და მეგობრობის დამყარების უუნარობა.                                                                                                                                                                                                      კანადელმა პროგრამისტებმა შესაძლებლობა მოგვცეს, აუტისტის თვალით დაგვენახა სამყარო და გაგვეგო, თუ როგორ აღიქვამენ ისინი რეალობას. აღმოჩნდა, რომ  ამ სამყაროდან გაქცევის სურვილი აქვთ, რადგან ხმებს, რომლებსაც აღიქვამენ, მათ-თვის აუტანელია, ირგვლივ ყველაფერი კი საშიში და სახიფათო. სწორედ ეს არის მათი საკუთარ თავში ჩაკეტვის მიზეზი. გარემო მათთვის უსიამოვნო შეგრძნებებისა და უარყოფითი  ემოციების  მომგვრელია. განსაკუთრებით გამაღიზიანებელია ადამიანის სახე, სწორედ ამიტომ გაურბიან ისინი პირდაპირ მზერას.                                  
                                         
                                                                                                        
            კვლევებმა ცხადყო, რომ აუტიზმით დაავადებული ბავშვის დახმარება შესაძლებელია  სწორი მიდგომით. ასეთი ბავშვების დიდი რაოდენობა კომუნიკაბელური  გახდა, როცა მათ გარშემო არსებული სამყაროს სწორად  გაგება ისწავლეს.  მშობლები და მასწავლებლები უნდა ეცადონ, არ გამოხატონ აღელვება და გაღიზიანება. მიზანშეწონილია მშვიდი და აუღელვებელი დამოკიდებულება. ბავშვი   ხშირად ვერ აცნობიერებს, რომ ის მოწყენილია, ან დეპრესიაშია. ისევე როგორც არ ესმით სხვისი გრძნობები, ასევე ვერ აცნობიერებენ საკუთარ გრძნობებს. ამიტომ აუცილებელია  სოციალურ-ემოციური დახმარება სახლშიც და სკოლაშიც. მასწავლებელმა კარგად უნდა იცოდეს, რომ ასეთი ბავშვები ადვილად ღელავენ და უფრო მტკივნეულად რეაგირებენ მარცხზე, ვიდრე სხვა ბავშვები. მასწავლებელმა ის ისეთი უნდა მიიღოს, როგორიც არის, მის მიმართ სიყვარული უნდა გამოხატოს ყველაზე მძიმე წუთებშიც კი. შეიძლება აუტისტი მოჩვენებით გულგრილობას ამჯღავნებდეს გარე    სამყაროსა და გარშემო მყოფთა მიმართ, მაგრამ თუ მას სიმპათია გაუჩნდა  მასწავლებლის მიმართ, ძლიერი სიყვარულის ძაფებით დაუკავშირდება მას და თუ ვინმე    შეძლებს მის დახმარებას, ეს პირველ რიგში მისი საყვარელი  მასწავლებელი იქნება.  ასეთი ურთიერთობა შესაძლოა ბავშვისთვის ადამიანებთან კომუნიკაციის, საზოგა- დოებრივი ქცევის, სამყაროს აღქმის გაკვეთილად იქცეს. აუტიზმით დაავადებული ბავშვების გასართობები ხომ, როგორც წესი, იგივეა, რაც მათი თანატოლებისა. მათ უყვართ მუსიკა, ექსკურსიები, წიგნების თვალიერება, სეირნობა. უბრალოდ, მათ    ერთი და იმავეს კეთება უსაშველოდ შეუძლიათ.                                                    
                                
                                                                                                   
         
                რამდენიმე ხნის წინ წავიკითხე ერთი გოგონას წერილი, რომელიც თავის აუტისტ ძმაზე წერდა და ვიგრძენი, რომ საზოგადოების გულგრილობა და დაბალი განათლების დონე  დიდ პრობლემებს ქმნის ასეთი ბავშვების ამ სამყაროში დასამკვიდრებლად. "ჩემი ძმა აუტისტია. არ ლაპარაკობს, მაგრამ ხშირად წარმოთქვამს რამ- დენიმე ფრაზას. ფერადი ფანქრებით ხატავს ყვავილებს, მზეს, ფურცლის კუთხეში.  ჩემი ძმა საკლასო ოთახიდან გადს მაშინ, როცა უნდა და მასწავლებელი ყოველთვის ღიმილით აყოლებს თვალს.                                                                  ჩემი ძმა არასდროს ამბობს მადლობას, მაგრამ მის გაბრწყინებულ თვალებში ყველაზე დიდი მადლიერება ჩანს.                                                                        ჩემი ძმა ყალბი ადამიანების გვერდით არასდროს ჩერდება...                                    ჩემს ძმას საკუთარი სამყარო აქვს შექმნილი, სადაც ყველას ადგილი არ არის.              მე მიყვარს ჩემი ძმა და მაწუხებს საზოგადოების დამოკიდებულება მის მიმართ. მაწუხებს მონოტორული სიმშვიდით გაშვერილი ხელი მისი არაადეკვატური  საქციელისკენ და სურვილი მიჩნდება, სახეში გავულაწუნო ყველას, ვინც მშობლებს საყვედურობს ბავშვის შემაწუხებელი ქმედების გამო.                                                უდიდესი პრობლემაა საზოგადოების სტერეოტიპები... ისინი ისე გვიყურებენ, როგორც უცხოპლანეტელებს. ძალიან არაბუნებრივად იქცევიან, ზოგს ეშინია ახლოს დაჯდომის, ზოგი სიბრალულს გამოხატავს...                                                           არავის ვურჩევ გამოსცადოს ის ტკივილი, რასაც საყვარელი ადამიანის დამცირებით გვაყენებენ. აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ჩემი მშობლებით ვამაყობ. ვამაყობ მათი სიძლიერით და იმით, რომ  ბევრ პრიმიტიულად მოაზროვნეს  შეუცვალეს, ან საერთოდ შეუქმნეს წარმოდგენა აუტიზმზე. ვამაყობ იმით, რომ თვითონ ეამაყებათ ჩემი ძმა. სიყვარულით ყვებიან მასზე, დიდი სითბოსა  და სიყვარულს აგრძნობინებენ, დაჰყავთ ყველგან, მიუხედავად შემაწუხებელი და უხერ-ხული სიტუაციებისა.               მთელ მსოფლიოში სულ უფრო და უფრო მეტს საუბრობენ იმაზე, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მიმართ სტიგმა უნდა მოიხსნას   და მოხდეს მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში, თუმცა ხალხის დაბალი ცნობიერების გამო პრობლემა იქმნება. ადამიანებს არ  აქვთ უფლება "განსხვავებულების" მიმართ   გამოხატონ შეცოდება, სიბრალული ან თანაგრძნობა. ბავშვები შინაგანად გრძნობენ ამას და საკუთარ ნაჭუჭში იკეტებიან. პრობლემის მოგვარება მათთან მხოლოდ ჯანსაღი დამოკიდებულებით არის შესაძლებელი. სამწუხაროა, რომ არასოდეს გვიფიქრია, მათი სამყაროდან როგორები ვჩანვართ? მისაღებია მათთვის ჩვენი ქმედებები, მოძრაობები, საუბარი? მათი გადასახედიდან ჩვენც "განსხვავებულები" ვართ. თუ მიდგომას შევცვლით, გავუადვილებთ მათ ამ სამყაროში დამკვიდრებას.             
                   
                                         *      *       *                                                                  
              
     ერთხელ ერთმა ჯურნალმა აუტისტი ბავშვები სიმღერის გაკვეთილზე გადაიღო. სტატიისთვის რამდენიმე ფოტო შეარჩიეს და გამოქვეყნებამდე ცენტრის დირექტორს  დაურეკეს, ფოტოები გადაუგზავნეს და სთხოვეს გამოქვეყნების უფლება  მიეცა მათთვის. დირექტორმა ფოტოები მშობლებს აჩვენა, რომელთაც უარი განაცხადეს მათ გამოქვეყნებაზე ერთი მიზეზით: შეიძლება ნაცნობებმა ნახონ ჩვენი შვილების ფოტოები და ეს არ გვინდაო.                                                                       აუტიზმით დაავადებული ბავშვების მშობლების დიდი ნაწილი სტიგმის მსხვერპლია, რაც ამ საკითხისადმი საზოგადოების დამოკიდებულების ბრალია. მშობლები   ხშირად თავიანთი შვილების დამალვით საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებს კიდევ უფრო ამყარებენ. აუტისტთა რაოდენობა იზრდება, ხალხის ცნობიერება კი ერთ ადგილზე გაიყინა. თუმცა ფსიქიკური განვითარების დარღვევამ, გონებრივი  განვითარების შეფერხებამ, კომუნიკაციისა და სოციალური ურთიერთობის პრობემ- ებმა ვერ შეუშალეს ხელი 8 წლის აუტისტ გოგონას, ეთქვა შემდეგი: აზრი- სიყვარულის შემდეგ დედამიწაზე ყველაზე ძლიერი ძალაა და მეცნიერება- ცოდნის    სისტემა, სადაც ადგილი არ აქვს რწმენას." არც ეტლზე მიჯაჭვულ გოგონას შეუშალა ხელი ამ ყველაფერმა, ეთქვა გამაოგნებელი სიტყვები:"დიახ, ჩემს ეტლს ისე ვუყურებ, როგორც ნებისმიერი გოგო თავის კაბას ან სხვა რაიმე სამოსელს უცქერს. სხვას შეიძლება გაეცინოს, მაგრამ ეტლი ჩემთვის ჯვარს, ტვირთს კი არ წარმოადგენს, არამედ ის ჩემი სამოსელია, სპეციალური კოსტიუმი, რომლის გარეშეც მე ვერ ვიცეკვებ  და ამ დიდ სცენაზე იმ როლს ვეღარ შევასრულებ, რომელიც მე რეჯისორმა მარგუნა."           რას გულისხმობს გოგონა დიდ სცენაში ან ვინ არის რეჯისორი, არ დაუკონკრეტებია, მაგრამ  ჩვენ, ცხადია, მათი სამყაროდან უსუსურები ვჩანვართ, წელში გამართულები კი დავდივართ, მაგრამ ცხოვრებას ტვირთად და მძიმე ჯვრად    მივიჩნევთ.                                                                                                      
   იბადება კითხვა: აუტიზმი დაავადებაა, თუ პროტესტი ამქვეყნიური რეალობის მიმართ?                                                                                                             რატომ უჭირთ აუტისტებს ვერბალური კომუნიკაცია, რატომ ვერ გვპასუხობენ?  იმიტომ რომ არ ესმით ჩვენი, გაუგებარია ამ სამყაროს ენა მათთვის. რისთვის მოვიდნენ ამქვეყნად? იქნებ ამ სამყაროს შესაცვლელად?                                               
     აუტიზმი ეს არის ბარიერების გადალახვა  ყოველდღიურად;                                    ხელუხლებელი უნარები, პოტენციალი, ტალანტი;                                                უფრო მეტი, ვიდრე დასტინ ჰოფმანი "წვიმის კაცში";                                            აუტიზმი იდუმალია და ამოუხსნელი;                                                                 აუტიზმს შეუძლია თვალი აგვიხილოს და სამყარო სხვაგვარად დაგვანახოს.                აუტისტი არ ჰგავს სხვა ბავშვებს, ის თავისუფალია მსგავსებებისგან და შეიძლება აღვიქვათ, როგორც როგორც ღვთისაგან ბოძებული საჩუქარი. რა თქმა უნდა, მან  შეიძლება ვერ მიაღწიოს იმას, რასაც ტიპიური ბავშვები აღწევენ, მაგრამ ის ხომ არ არის ჩვეულებრივი ბავშვი? ან ვინ თქვა, რომ ამქვეყნად წარმატებების მიღწევა ბედნიერების გასაღებია? ბედნიერების გასაღები ასეთ ბავშვებში იმალება. ეს სამყაროს შეცვლის უნარია, ეს უნარი კი ლამაზი სულია. გამოდის, რომ აუტისტი საყვარელი, ჭკვიანი, სამყაროს შეცვლის უნარის მქონე საინტერესო ადამიანია.                                 არ გვაქვს უფლება, ჩავიქნიოთ ხელი ბავშვზე, რომელიც არ გველაპარაკება, არ   გვეკონტაქტება, არ გვიყურებს, არ ესმის სახელი, რომლითაც მივმართავთ. სინამდვილეში ასეთმა ბავშვმა უფრო მეტი იცის, ვიდრე ამბობს, უფრო მეტს ფიქრობს, ვიდრე ლაპარაკობს.                                                                                                         
                           
                                    
                          
                                 დ ა კ ვ ი რ ვ ე ბ ე ბ ი                                                             
   
     დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდი აუტიზმის მქონე მოსწავლეს, რომელსაც ემოციური წონასწორობის დარღვევის სუსტი ფორმა ჰქონდა და უჭირდა   კლასელებთან ურთიერთობა. ყურადღებას იქცევდა აკვიატებული, განმეორებადი ქცევებით. სამწუხაროდ, კლასი აღიქვამდა მას, როგორც "უნარშეზღუდულს", გონებრივად ჩამორჩენილს. კლასის ხელმძღვანელმა კი ნიკა ასე დაახასიათა: აქვს  ფსიქოემოციური აშლილობა, მოსწონს განმარტოება, გაურბის ბავშვებთან ურთიერთობას, დროდადრო გამოხატავს აგრესიას ამოჩემებული ორი მოსწავლის მიმართ. ერთი მის გვერდით ზის, რომელსაც რამდენჯერმე წიგნი ჩაარტყა, მეორე, გოგონა, მის წინ ზის, რომელსაც ხშირად თმებს წიწკნის.                                              საინტერესო შემთხვევა იყო, რადგან ნიკამ ამოიჩემა ორი მოსწავლე, დანარჩენების მიმართ კი სრულ იგნორირებას გამოხატავდა. პრობლემა იმაში იყო, რომ გიორგი შინ-აგან პროტესტს გამოხატავდა, რადგან მის გვერდით "უნარშეზღუდული" იჯდა და აწუხებდა ფეხების ბაკუნით, ხმაურზე რეაგირებით და ხშირად წიგნს ან ხელს ურტყამდა. ხოლო გოგონა, რომელსაც თმებს წიწკნიდა, შინაგან ზიზღს განიცდიდა მის მიმართ.                                                                                                               როგორც ჩანს, აუტისტი კლასელების ფიქრებს გრძნობდა და ამის გამო პროტესტს  გამოხატავდა. აზრი ხომ  შინაგანი სიტყვაა, რომელიც ისმის ეთერულ პლანზე. ადამიანებს რატომღაც ჰგონიათ, რომ აზრები დამალულია. სინამდვილეში საქმე სხვაგვარადაა. როდესაც შინაგანად ვესაუბრებით რომელიმე ადამიანს და საკუთარ აზრებში ვაქებთ მას, ან  განვიკითხავთ, ეს ჩვეულებრივი ურთიერთობაა ეთერულ პლანზე, ანუ იმ ადამიანს ესმის ჩვენი. აზროვნება მუდმივი შინაგანი დიალოგია სხვა  ადამიანებთან, საგნებთან, ბუნებასთან, მომხდარ თუ მოსახდენ მოვლენებთან.  ანუ  სახეზეა მუდმივი ურთიერთობა. აზრი სინათლეზე უფრო სწრაფია, ამიტომ აზრობრივი საუბრები მყისიერად განსაზღვრავენ სიტუაციას ფიზიკურ სამყაროში. ერთი შეხედვით, თითქოს პრობლემა არ არსებობს კლასში და მასწავლებელი იფარგლება მხოლოდ საყვედურით და ნიკას უკრძალავს აგრესიულ საქციელს. სინამდვილეში აუტისტი გამოხატავს იმ ქმედებას, რაც მისი კლასელების აზრებმა განაპირობეს.                            
                         
                             
                სიტუაციის ახსნა ზიგმუნდ ფროიდის თეორიის მიხედვით
                                                                      
                    
     ზიგმუნდ ფროიდის ფსიქოანალიტიკურ კონცეფციას თუ გავიხსენებთ, ფსიქიკურ პრობლემებს აქვთ საზრისი. ისინი არ ხდება შემთხვევით, მექანიკურად. ჩვენი ფსიქიკური ცხოვრების უდიდესი ნაწილი მიმდინარეობს არაცნობიერად. ძალიან ხშირად  არ ვიცით, რა გვამოძრავებს, რატომ განვიცდით ამა თუ იმ ემოციას, რატომ ვმოქმედებთ ასე და არა სხვაგვარად. ჩვენს ფსიქიკურ ცხოვრებაში განმსაზღვრელ როლს ასრულებს არაცნობიერი. როგორც ფროიდი აჯამებს: "ჩვენ არა ვართ ბატონ-პატრონები საკუთარ სახლში."                                                                                   ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება ყოველ ფეხის ნაბიჯზე  ავლენს არაცნობიერის კვალს. ფროიდმა ივარაუდა, რომ ადამიანის სულიერი ცხოვრება უწყვეტობით ხასიათდება და ნებისმიერ აზრსა და ნებისმიერ ქცევას თავისი მნიშვნელობა აქვს. თითოეულ აზრს, გრძნობას, მოგონებას ან მოქმედებას თავისი მიზეზი გააჩნია. ყოველ მოვლენას იწვევს ცნობიერი და არაცნობიერი განზრახვები და განისაზღვრება მისი წინმსწრები მოვლენებით.                                                                                    გიორგის და მის კლასელ გოგონას ვასწავლე, როგორ შეეცვალათ განწყობა ნიკას მიმართ. ვურჩიე, როგორ მიეღოთ შინაგანად მათგან განსხვავებული ბავშვი. საქმე ისაა, რომ აზრები, აღქმა და გრძნობები შედის ცნობიერების სფეროში და რასაც განიცდის ადამიანი ცნობიერ დონეზე, გარეგანი სიგნალებით რეგულირდება. ნიკასადმი მიმართულმა დადებითმა განწყობამ შედეგი გამოიღო: გიორგის გაუღიმა და კლასელ გოგონას კალამი აჩუქა. ნიკა თუ აქამდე იყენებდა თავდაცვით მექანიზმს და მიმართავდა ნეგატიური იმპულსების წინააღმდეგ, ამჯერად თავდაცვა აღარ სჭირდე- ბოდა, რადგან იგრძნო დადებითი ენერგია.                                                                 ასე რომ, რასაც არ უნდა ფიქრობდეს და რაზეც არ უნდა ფიქრობდეს ადამიანი- ის ესაუბრება სამყაროს!  სამყარო კი იცვლება მის მიმართ ამ ფიქრების შინაარსიდან გამომდინარე. აუტიზმის მქონე ადამიანები რეაგირებენ არა იმაზე, თუ რას ვეუბნებით გარედან სიტყვებით, არამედ იმაზე, თუ რას ვესაუბრებით შინაგანად.                             მიუხედავად იმისა, რომ ეს ბავშვები სიყვარულსა და სითბოს ძუნწად გამოხა- ტავენ, დიდი სიყვარული შეუძლიათ. თუ მათ სამყაროს სითბოთი და სიყვარულით შევეხებით, ვიგრძნობთ მათ მზერას, ღიმილს, რაც ძალზე იშვიათად ხდება, მაგრამ თუ მოხდა, ეს ნიშნავს, რომ დაინტერესდნენ შენით და დიდი ნაბიჯი გადადგეს წინ.                                              
                           
                             
                                      *       *       *                                                                     
     სახელმწიფოს განვითარების დონის ერთ-ერთი მაჩვენებელი ისაა, თუ განვითარების და სოციუმთან თანაცხოვრების რამდენად მოქნილი პირობები აქვთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს. რას აკეთებს სახელმწიფო მათი ჯანმრთელობის  მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რას აკეთებს სკოლა ასეთი ბავშვების სოციუმში დასამკვიდრებლად. შეუძლია თუ არა მასწავლებელს დიდი სიყვარული გამოხატოს "განსაკუთრებული საჭიროების" მოსწავლის მიმართ. თუ ეს ასეა , მაშინ რატომ წერს ორი აუტისტი  შვილის დედა გულისამაჩუყებელ წერილს და ყველა ბავშვის სახელით მოგვმართავს  მასწავლებლებს.                                                                    
             
     "ძვირფასო მასწავლებლებო,                                                                          მე უბრალოდ მინდა იცოდეთ, რომ ვარ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვი. მე თქვენ გიყურებთ, როგორც ადამიანს, რომელიც დამეხმარება თქვენი სამყაროს შეცნობაში. ასევე მსურს, რომ თქვენ სცადოთ ჩემი სამყაროს დანახვა...                            მე ვცდილობ, მივსდიო თქვენს წესებს და შევინარჩუნო სიმშვიდე, თუმცა ეს ზოგჯერ ჩემს ძალებს აღემატება და ვშიშობ ამ შეგრძნებებს ვერ დავიტევ ჩემში...              ღამე, როდესაც დასაძინებლად ვწვები, ჩემს გონებაში მეორდება ხმები განვლილი დღიდან: "რატომ არ შეგიძლია ჩუმად ყოფნა? გააჩერე ხელები! დაანებე ამას თავი! რა გჭირს ასეთი?!" და შემდეგ მეც ვეკითხები ჩემს თავს- მართლაც რა მჭირს ასეთი? რატომ არ შეუძლია ჩემს მასწავლებელს ისევე ვუყვარდე, როგორც სხვა ბავშვები? რატომ არ შემიძლია ვიყო "ნორმალური"? ნუთუ ეს იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩემი შეყვარება, თუ სხვებისნაირი ვიქნები?                                                     მინდა დაგანახოთ, თუ რაოდენ ძნელი და მძიმეა ჩემთვის ისეთად ყოფნა, როგორიც  თქვენ გინდათ რომ ვიყო. ერთხელ მაინც თუ მოვახერხებ ამას, მე ვიქნებოდი უბედნიერესი ბავშვი მსოფლიოში, თქვენც თუ ჩემთან ერთად იზეიმებდით ჩემს წარმატებას. იცით, სიმართლე გითხრათ, ძალიან მინდა ვიყო ისეთი ბავშვი, როგორიც თქვენ გინდათ, რომელსაც თქვენ გაუღიმებთ კარებში გამოჩენისას. ეს იმდენად მძიმეა და ძნელი, ზოგჯერ ვფიქრობ, რომ დავნებდე და ფარ-ხმალი დავყარო.  გსურთ, იყოთ ჩემთვის პოზიტიური ადამიანი, რომელიც წარმატებისკენ განმაწყობს?  თუ გინდათ იყოთ ის, ვისი გახსენებაც კი მუდმივად სევდას მოგვრის ჩემს თვალებს? თქვენს ხელშია ის ძალა, რომლითაც შგიძლიათ ან დაწყევლოთ ჩემი სამყარო, ან დალოცოთ. თქვენ მეუბნებით ხოლმე, რომ გავაკეთო სწორი არჩევანი. ახლა თქვენი ჯერია! შეძლებთ კი ბრძნული არჩევანის გაკეთებას?                                            
         პატივისცემით, თქვენი                                                                               ყოველი "განსაკუთრებული  საჭიროების მქონე ბავშვი, ვისაც ოდესმე ასწავლიდით და ასწავლით."                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                          

       



No comments:

Post a Comment

შეიძლება მოგეწონოთ შემდეგი პოსტები: