საგნობრივ კათედრაზე წარდგენილი თემები

Monday, December 8, 2014


 ვიქტორინა-მე-11 კლასი



   მე-11 კლასში ჩავატარე ვიქტორინა: "კაცია ადამიანის?!" შეჯამება. კლასი გავყავი ორ ჯგუფად, რომლებიც ერთმანეთს წინასწარ მომზადებულ კითხვებს უსვამდნენ. თითოეულ გუნდს ჰყავდა თავისი ხელმძღვანელი. ჯგუფებმა დავალებას წარმატებით გაართვეს თავი. გამოვლინდა გამარჯვებული ჯგუფი.













    ვიქტორინის კითხვები:

  1. რომელი ანდაზა უძღვის  "კაცია ადამიანს?!"  ეპიგრაფად?
  2. როგორ ხსნის ამ ეპიგრაფის საჭიროებას მწერალი?
  3. რატომ იწყებს ილია ნაწარმოებს შესავლით?
  4. მწერლის აზრით, რას ნიშნავს ნამდვილი მოყვრობა?
  5. როგორ ახასიათებს მწერალი "ხალხის გენიას"?
  6. რასთან არის შედარებული თათქარიძის ეზო?
  7. რასთან დაკავშირებით არის მოხმობილი ანდაზა:"ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსა"?
  8. ფანჯარაზე აკრულ გაქონილ ქაღალდზე რა იყო ხოლმე წაწერილი?
  9. ქართველი კაცი ბედსა და უბედობას  ერთმანეთისგან როგორ არჩევს?
  10. ლუარსაბის აზრით, ბატონი როგორ უნდა მოეპყროს გლეხკაცს?
  11. ლუარსაბის აზრით, მათი გვარი როდინდელია?
  12. რას საუბრობენ ლუარსაბი და დარეჯანი "ბოროტისა და კეთილის" ხეზე?
  13. რა ჭორი მოიტანა ელისაბედმა თავადებისთვის ყმების ჩამორთმევის თაობაზე?
  14. როგორ უხსნის ლუარსაბი დათოს დიდ-პატარაობის არსს?
  15. როგორ აღუწერა სუტ-კნეინამ ლუარსაბს გძელაძის ქალი დარეჯანი?
  16. მომავალი საცოლისა განსაკუთრებით რა ხიბლავს ლუარსაბს?
  17. აღწერეთ, როგორ გაემგზავრნენ თელეთის ხატის მოსალოცად ლუარსაბი და დარეჯანი?
  18. როგორ გარდაიცვალა ცოლ-ქმარი?
  19. როგორ მიმართავს ფინალში ილია მკითხველს?






      ვიქტორინის ჩატარების ანგარიში:



ვიქტორინის ჩატარების დღე: 20 ნოემბერი                     კლასი: მე-11

აგარის საჯარო სკოლა                                                         საგანი: ქართული ლიტ-რა



მიზანი:საკომუნიკაციო უნარ-ჩვევებისა და  სტრატეგიების განვითარება, რომლებიც უზრუნველყოფს  სოციალურ გარემოში პიროვნების ადეკვატურ თვითგამოხატვას; საუბრის, დისკუსიის, დებატების, სხვადასხვა თემაზე საუბრის წარმართვას.



მისაღწევი შედეგები: 

  • მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ არგუმენტირებული მსჯელობის უნარი;
  • შეძლებენ ლიტ-ულ ნაწარმოებზე  სუბიექტური მოსაზრების ჩამოყალიბებას;
  • გამოუმუშავდებათ საკუთარი პოზიციისა და ღირებულებითი დამოკიდებულებების წარმოჩენა;
  • განიმტკიცებენ აზრის ცხადად, ლაკონურად და მკაფიოდ გამოხატვის უნარს;
  • შეძლებენ ფაქტების ანალიზს,შედარებას, განზოგადებას.


საკვანძო მეთოდები:

მოსწავლეები წინასწარ შედგენილი და მასწავლებლის მიერ შემოწმებული კითხვებით გამართავენ დისკუსიას.


მიაღწიეს თუ არა მოსწავლეებმა შედეგს:


მოსწავლეებმა გამოავლინეს  მსჯელობის, ტექსტის ანალიზის, საკითხებთან შემოქმედებითი დამოკიდებულების უნარი.


მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობა:

ვიქტორინაში ყველა მოსწავლე იყო ჩართული


რის ათვისება შეძლეს მოსწავლეებმა:

მოსწავლეებმა  განიმტკიცეს მსჯელობის უნარი;
შეძლეს ლიტ-ულ ნაწარმოებში ასახული  ფასეულობების აღქმა-გააზრება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.


რა დასკვნის გაკეთება შეიძლება:

მე ვფიქრობ, რომ ვიქტორინები ამაღლებს მოსწავლეთა მოტივაციას, რის შედეგადაც შესაძლებელი ხდება კლასის 100%-იანი ჩართულობის მიღწევა საგაკვეთილო პროცესში.




No comments:

Post a Comment

შეიძლება მოგეწონოთ შემდეგი პოსტები: