საგნობრივ კათედრაზე წარდგენილი თემები

Friday, February 6, 2015



       
 პრესკონფერენცია-გაკვეთილი



      2015 წლის  4 თებერვალს  აგარის საჯარო სკოლის მე-11 კლასში ჩატარდა პრესკონფერენცია -გაკვეთილი თემაზე: "ოთარაანთ  ქვრივის" პერსონაჯები. პრესკონფერენციის მიზანი იყო მოსწავლეებში კითხვის დასმის, საუბრის დაგეგმვის, წერილობითი თუ ზეპირსიტყვიერი თხრობის, გაანალიზებისა და ფაქტების სისტემატიზაციის უნარების განვითარება.
     
                                                           მსვლელობა:                

        მოსწავლეებმა ჟურნალისტის როლი მოირგეს და კითხვებს უსვამდნენ ფსიქოლოგს, სოციოლოგსა და ლიტ-ის კრიტიკოსს. გაკვეთილი წარიმართა კლასიკური მოდელის მიხედვით და მოსწავლეებმა მოახერხეს საკუთარი პოზიციის დაფიქსირებაც, საკითხის სხვადასხვა კუთხით წარმოჩენაც, არგუმენტირებული მსჯელობაც და სხვისი აზრის მოსმენაც.












                                            პრესკონფერენციის ანგარიში  



                  ჩატარების დრო: 4 თებერვალი
                  მონაწილეები: მე-11 კლასის მოსწავლეები


                                          პრესკონფერენციის მიზანი:

საკუთარი აზრის გამოთქმის, მსჯელობის, ანალიზის, შეფასების, ინფორმაციის დახარისხების უნარ ჩვევების განვითარება.


                                               შედეგები:


  •      მოსწავლე წარმოადგენს საჯარო მოხსენებას(ზეპირი გამოსვლა) კონკრეტული მიზნით კონკრეტული აუდიტორიის წინაშე:
  • მკაფიოდ, ცხადად აყალიბებს განსახილველი საკითხის არსს, პრობლემის განმსაზღვრელ ასპექტებს და საკუთარ მოსაზრებას:
  • საუბრობს კონკრეტულითემის სპეციფიკის შესაბამისიცნებებით, ტერმინებით, ფრაზებით, რომლებიც თავადაც კარგად აქვს გააზრებული და სხვებსაც აგებინებს  (აზუსტებს, განმარტავს,,პარალელს ავლებს და ა.შ.)
  • ამოიცნობს და იყენებს ზეპირი ენის რიტორიკულ საშუალებებს; ამა თუ იმ პიროვნების ან ფაქტის შთამბეჭდავად დახასიათება, დამაჯერებელი არგუმენტაციით მსმენელის დარწმუნება, კონკრეტული მოვლენის ან პიროვნების განსჯა(გამართლება/გამტყუნება, გამამართლებელი/გამამტყუნებელი არგუმენტის ან საბუთის მოძიება და წარმოდგენა...):
  • მსმენელის დაინტერესებისა და პროცესში ჩართვის მიზნით მიმართავს დიალოგურ  მეტყველებას(მიმართავს აუდიტორიას შეკითხვებით, მათ შორის რიტორიკულით, აუდიტორიას გამოიწვევს შეკითხვების დასასმელად და ა.შ.):
  • ამოიცნობს და მართებულად იყენებს აუდიტორიაზე ზემოქმედების სხვადასხვა ხერხს: გულწრფელობისა და პირდაპირობის ეფექტის შექმნა...
  • არ არის ზედმეტად კატეგორიული და საკუთარი მოსაზრებების გამოხატვისას იყენებს ისეთ ფრაზებს, რომლებიც მრავალმხრივი ინტერპრეტაციის შესაძლებლობაზე მიანიშნებს.

                                        

                                               პრესკონფერენციის პრინციპები:


     მასწავლებელი კლასს წინასწარ უცხადებს, რომ გაკვეთილი უჩვეულო და საინტერესო იქნება და მოსწავლეებს დავალებებს დაურიგებს. პრესკონფერენციაზე ყველა მოსწავლე თავის როლს ითამაშებს, მაგრამ როლების ამორჩევა კენჭისყრით მოხდება, მოსწავლეების გულდაწყვეტა  რომ არ გამოიწვიოს. როლები ასეთია: ჟურნალისტები, ფსიქოლოგი, სოციოლოგი, ლიტ-ის კრიტიკოსი და ფოტოგრაფი.


                                   პრესკონფერენციის შეფასების რუბრიკა


           
IIIდონე(8–10ქულა)IIდონე (5–7ქულა)Iდონე(1–4 ქულა)
მოსმენაყოველთვის უსმენს და თვალყურს ადევნებს ორატორსხშირად უსმენს და თვალყურს ადევნებს ორატორსიშვიათად  უსმენს და თვალყურს ადევნებს ორატორს
საუბარიმკაფიოდ მეტყველებს და უყურებს მსმენელსძირითადად მეტყველება გასაგებია და უყურებს მსმენელსმკაფიოდ მეტყველება არამკაფიოა და  მსმენელსებს უჭირთ გაგება
არავერბალური კომუნიკაციაშეუძლია ეფექტურად აღიქვას და გამოიყენოს არავერბალური კომუნიკაციის ფორმებიხშირად შეუძლია დაამყაროს არავერბალური კონტაქტიიშვიათად იყენებს არავერბალური კომუნიკაციის ფორმებს
მონაწილეობაუჩვენებს ინტერესს დისკუსიის თემისადმი საჭირო კომენტარებით და აზრების გამოთქმითძირითადად გამოხატავს ინტერესს. კომენტარები და აზრები ყოველთვის არაა თემის გარშემომცირე ინტერესი აქვს. არ გამოხატავს ან ვერ უკავშირებს თავის მოსაზრებებს სადისკუსიო თემას
კოოპერაციათანამშრომლობს თანაკლასელებთან,აცლის სხვებს აზრის გამოთქმას და იცავს დისკუსიის წესებსძირითადად თანამშრომლობს თანაკლასელებთან,ზოგჯერ ერთვება სხვის საუბარში. ძირითადად იცავს დისკუსიის წესებსიშვიათად თანამშრომლობს და იცავს დისკუსიის წესებს
მოსაზრების არგუმენტირებამოსაზრება ორიგინალურია და გამყარებულია ფაქტებით, ცნებებით. არის ლოგიკური კავშირი საკითხთანმოსაზრების გასამყარებლად გამოყენებულია სადავო ფაქტები და ცნებებიმოსაზრება მოკლებულია
ლოგიკური კავშირს საკითხთან და არ არის გამყარებული ფაქტებით
               



ხელმძღვანელი: ნინო ჩუტკერაშვილი






No comments:

Post a Comment

შეიძლება მოგეწონოთ შემდეგი პოსტები: