საგნობრივ კათედრაზე წარდგენილი თემები

Friday, February 20, 2015



                                               პრეზენტაცია



                 მოსწავლეები წარმოადგენენ ნაშრომს აკაკი წერეთლის ლექსის ირგვლივ.




   გაკვეთილის თემა:" რაც არ იწვის, არ ანათებს"



                                               გაკვეთილის   გეგმა


გაკვეთილის   თემა
აკაკი წერეთელი-"რაც არ იწვის, არ ანათებს"
საგანი/პედაგოგი
ქართ. ლიტ-რა/ნინო ჩუტკერაშვილი
სწავლების საფეხური/კლასი
მე-11 
მოსწავლეთა პროფილი

20 მოსწავლე/განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლე არ არის.
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
        ლექსის პრობლემატიკის ამოცნობა
           

              გაკვეთილის  მიზანი :






             

                        შედეგები:



                   

                

       1. საპრეზენტაციო უნარის განვითარება;
        
       2.მსჯელობის უნარის განვითარება;

       3.წერის უნარის განვითარება.






  .  მოსწავლე წარმოადგენს საჯარო მოხსენებას კონკრეტული მიზნით;
       .   წინასწარ განსაზღვრავს საჯარო გამოსვლის მიზანს;
       .   მკაფიოდ, ნათლად და გასაგებად აყალიბებს განსახილველი საკითხის არსს, პრობლემის განმსაზღვრელ ასპექტებს და საკუთარ მოსაზრებას;
      .     ამოიცნობს და მართებულად იყენებს აუდიტორიაზე ზემოქმედების სხვადასხვა ხერხს: გულწრფელობასა და პირდაპირობის ეფექტის შექმნა, ფაქტებითა და არგუმენტებით იერიში;
       .   მოსწავლე წერს მხატვრული ნაწარმოების ანალიზს;
       .   განსაზღვრავს ნაწარმოების თემას და იდეას;
       .   მოცემული თემის ირგვლივ მოიძიებს, აფასებს და შეარჩევს შესაბამის წყაროებს, ლიტ-ულ პარალელებს;
       .   განიხილავს ნაწარმოებში ასახულ პრობლემას.

შეფასების საგანი და პროცედურები
სწავლის პროცესი.წარმატების კრიტერიუმის განსაზღვრა.
გამოყენებული სასწავლო მასალა და რესურსები
სახელმძღვანელო. დაფა. ცარცი. რუკა.







           შეფასების     ფორმა
 



   მასწავლებლის დაკვირვება მოსწავლეთა აქტივობასა და ქცევაზე; მასწავლებლის დაკვირვება მუშაობის პროცესზე.          



                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                         



                          პრეზენტაციისთვის მზადება





                                     
                 



  



                          პრეზენტაცია
















             

       მოსწავლე ქმნის ჩანახატს აკაკი წერეთლის ლექსის მიხედვით    










                                      პრეზენტაციის შეფასების ჰოლისტური ცხრილი
                                                       კრიტერიუმები შეფასება
საკითხი ზუსტად და ამომწურავად არის გადმოცემული; ტერმინოლოგია დაცულია; რეფერენტი ზედმიწევნით კარგად ფლობს საპრეზენტაციო მასალას, რომელიც შეიცავს ორიგინალურ დაკვირვებასა და თვითმყოფად შეფასებებს;ფლობს აუდიტორიას,ყოველთვის ადეკვატურად რეაგირებს მის რეაქციებზე; ეფექტიანად იყენებს ვიზუალიზაციის ხერხების ფართო სპექტრს (სლაიდშოუ, ჰენდაუთი, პლაკატი, დაფა და ა.შ.)ძალიან კარგი
საკითხი ამომწურავად არის გადმოცემული;ტერმინოლოგიურად გამართულია;შეცდომები უმნიშვნელოა; რეფერენტი დამაკმაყოფილებლად ფლობს საპრეზენტაციო მასალას;კრიტიკულად აფასებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებულ მოსაზრებებს, გრძნობს აუდიტორიას და ძირითადად კონტაქტს ამყარებს მასთან;ადეკვატურად იყენებს ვიზუალიზაციის ხერხებს.კარგი
საკითხი არასრულად არის გადმოცემული; ტერმინოლოგია ნაკლოვანია; რეფერენტი ფლობს საპრეზენტაციო მასალას, მაგრამ აქვს მცირე შეცდომები; იშვიათად ამჟღავნებს კრიტიკული აზროვნების უნარს; ცდილობს აუდიტორიის ყუ­რად­ღების მიპყ­რო­ბას, მაგრამ ზოგჯერ უშედეგოდ; უმართებულოდ იყენებს ვიზუალიზაციის ხერხებს.დამაკმაყოფილებელი
საკითხი არასრულად არის გადმოცემული; ტერმინოლოგია არასწორია; მასალა გადმოცემულია ნაწილობრივ; არის რამდენიმე არსებითი შეცდომა,პასუხი მოიცავს წაკითხული ინფორმაციის გაუაზრებელ გამეორებას; რეფერენტი რიოდულად ცდილობს აუ­დი­ტორიის ყუ­რად­ღების მიპყ­რო­ბას, მაგრამ არ იცის, როგორ მოახერხოს ეს;ძალზე იშვიათად ან არაადეკვატურად იყენებს ვიზუალიზაციის ხერხებსარადამაკმაყოფილებელი
პრეზენტაცია არ შეესაბამება საკითხს, ტერმინოლოგია არ არის გამოყენებული, ან არ არის შესაბამისი; გადმოცემული საკითხები არსებითად მცდარია;პრეზენტაცია ძალზე ბუნდოვანი და არაინფორმაციულია; მსმენლებს უჭირთ აზრის გამოტანა;რეფერენტივერ ამყარებს კონტაქტს აუდიტორიასთან,ლაპარაკობს გაურკვევლად; არ იყენებს ვიზუალიზაციის საშუალებებს.სრულიად არადამაკმაყოფილებელი
           
  


მასწავლებელი: ნინო ჩუტკერაშვილი 


















                                     





No comments:

Post a Comment

შეიძლება მოგეწონოთ შემდეგი პოსტები: