საგნობრივ კათედრაზე წარდგენილი თემები

Thursday, December 4, 2014

პროექტი: " მგზავრის წერილებში" ავტორი-"იამშჩიკი"-"ფრანსიელი" ქმნის საინტერესო პარადიგმას:საქართველო-რუსეთი-ევროპა.                                                                                           

პროექტის მიზანი: მოსწავლეებმა მოიძიონ და შეისწავლონ მასალა მე-19 საუკუნის საქართველოზე, ევროპასა და რუსეთზე.                                                                            მოსწავლეთა ორგანიზება: ჯგუფური(მოსწავლეები გაიყოფიან 3 ჯგუფად)                          

სასწავლო მიზნები და შედეგები:


  • მოსწავლეები შეისწავლიან მე-19 საუკუნის სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებას.
  • განიმტკიცებენ ურთიერთთანამშრომლობის უნარ-ჩვევებს.
  • შეძლებენ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.
  • განიმტკიცებენ პრეზენტაციის უნარ-ჩვევებს.                                                                                  
სტრატეგიები:                           


  • მოსწავლეები ჯერ მოიძიებენ მასალას და ამ საკითხებთან დაკავშირებით იმუშავებენ  ჯგუფებში.
  • მიზნობრივად გადაამუშავებენ მოპოვებულ ინფორმაციას.
  • მასწავლებლის დახმარებით მოამზადებენ ფოტო და ვიდეო მასალას.
  • ბოლოს  მოახდენენ პრეზენტაციას კლასის წინაშე.


შეფასება:
  •  მოსწავლეები შეფასდებიან პრეზენტაციის უნარით;
  • ინფორმაციის, თემების, იდეების პრაქტიკაში გამოყენების უნარით;
  • ჯგუფში მუშაობის უნარით;
  • ტერმინოლოგიის გამოყენების უნარით;
  • ენობრივ-გრამატიკული საშუალებების გამოყენების უნარით;
  • ნაწერის ეფექტური ორგანიზების უნარით;
  • აუდიტორიის გათვალისწინების უნარით.

სასწავლო რესურსები:

  • ციფრული ფოტოაპარატი;
  • ციფრული ვიდეოკამერა;
  • კომპიუტერი;
  • სახელმძღვანელო;
  • ფორმატის ქაღალდები და მარკერები;
  • საწერი კალმები და რვეულები.


ფოტო   და ვიდეო მასალა



















                                          
პროექტის ანგარიში:


პროექტის ჩატარების დღე:  3  დეკემბერი
სკოლა: აგარის საჯარო სკოლა                კლასი: მე-11
მასწავლებელი:ნინო ჩუტკერაშვილი     საგანი: ქართული ენა და ლიტ-რა



თემა:საქართველო-ევროპა-რუსეთი "მგზავრის წერილების" მიხედვით


მისაღწევი შედეგები:
  • მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ ინფორმაციის მოძიების, გადამუშავების და   მისი პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
  • მოსწავლეებისთვის ხელშესახები გახდება ნაწარმოებში წარმოდგენილი ეპოქა;
  • მოსწავლეები შეძლებენ, დაინახონ, რა განსხვავებაა მე-19 საუკუნის საქართველოს, ევროპასა და რუსეთს შორის;
  • განუვითარდებათ ურთიერთთანამშრომლობის უნარი;
  • ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების გამოყენების უნარი.                                                                                                                                 


რამდენად მიაღწიეს მოსწავლეებმა გეგმით გათვალისწინებულ შედეგებს?

ზემოთ ჩამოთვლილ ყველა შედეგს მიაღწიეს.



უფრო მეტად რომელი შედეგით ხართ კმაყოფილი?


ლიტერატურის შესწავლის მოტივაციის ამაღლებით;
წერისა და ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების დახვეწით.



რა გავლენა იქონია გამოყენებულმა სტრატეგიებმა მოსწავლეთა ჩართულობასა და სწავლის ინტერესის გამძაფრებაზე?


ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული საგაკვეთილო პროცესში და ყველამ შეძლო დაკისრებული ამოცანის შესრულება.



რა აითვისეს მოსწავლეებმა?


შეისწავლეს მე-19 საუკუნის საქართველოს, ევროპისა და რუსეთის სოციალურ- პოლიტიკური ვითარება;
შეძლეს უზარმაზარი ინფორმაციის გადამუშავება და თემის წარმოდგენა კონკრეტული მიზნით;
წინასწარ მოფიქრებული გეგმის მიხედვით გადმოსცეს სათქმელი.


რომელი უნარები განუვითარდათ უფრო მეტად?


პრეზენტაციის უნარი;
გუნდური მუშაობის უნარი;
მოპოვებული ინფორმაციის პრაქტიკულად გამოყენების უნარი.

No comments:

Post a Comment

შეიძლება მოგეწონოთ შემდეგი პოსტები: