საგნობრივ კათედრაზე წარდგენილი თემები

Saturday, December 6, 2014

კვლევა



კვლევის მიზანი: კვლევის მიზანს წარმოადგენს ახსნა მოვლენისა:  აქვს თუ არა აუტიზმთან კავშირი დედის ნეგატიურ ფიქრებს და ქმედებებს ფეხმძიმობის დროს.




  აუტიზმი ფსიქიკის მდგომარეობაა, რომელიც ხასიათდება ჩაკეტილი შინაგანი ცხოვრებითა და გარე სამყაროსგან აქტიური განყენებით. ეს მდგომარეობა პროფესორმა კანერმა დააფიქსირა მეორე მსოფლიო ომის დროს. დღეს ეს პრობლემა აქტუალურ საკითხად განიხილება და ცხოველ ინტერესს იწვევს,თუ  რატომ იბადებიან აუტისტები. აუტისტური სპექტრის აშლილობის გამომწვევი ერთი კონკრეტული მიზეზი არ არის ცნობილი, არსებობს სხვადასხვა მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით. მეცნიერთა უმეტესობა ფიქრობს, რომ ეს არის გენეტიკური წინასწარ განწყობისა და გარემო ფაქტორების თანხვედრის შედეგი, თუმცა აუტისტ ბავშვთა დედებთან საუბრებმა და დაკვირვებებმა ფრიად საინტერესო დასკვნა გამოკვეთა: ფეხმძიმობის დროს დედის ნეგატიურ ფიქრებსა და ქმედებებს კავშირი აქვს აუტიზმთან.

      ქალი, რომელიც ხშირად ივიწყებს თავის დედობრივ ფუნქციებს, დიდ დროს უთმობს სწავლას, სამსახურს, მისი დედობრივი ინსტიქტი დათრგუნულია, რაც გარკვეულ პრობლემას აჩენს მასა და მუცლად მყოფ შვილს შორის. ფროიდის ფსიქოანალიზში დედა არის სამყაროს მოდელი. როგორი კავშირიც არსებობს დედასა და შვილს შორის, ისეთი კავშირი იქმნება შვილსა და სამყაროს შორის. თუ დედასა და შვილს შორის არ არის მიმღებლობა, ჩნდება სამყაროს მიუღებლობაც და ყალიბდება აუტიზმი.
   ძლიერი ფსიქოლოგიური კავშირი არსებობს დედასა და მუცლად მყოფ შვილს შორის, რასაც გავლენის მოხდენა შეუძლია მომავალი ბავშვის ფსიქიკაზე. მშობლისა და შვილის  სიყვარული ფეხმძიმობის პერიოდიდანვე აუცილებელია. ბავშვს ჯერ კიდევ მუცელში ყოფნის დროს სჭირდება დედის სითბო, ალერსიანი და კეთილი მოპყრობა. ძალიან ხშირია შემთხვევები, როცა მუცლად მყოფი ბავშვისადმი დედას ცივი, ან უარყოფითი დამოკიდებულება აქვს და ბავშვიც ფსიქიკური პრობლემებით იბადება. ასეთივე შვილებს აჩენენ ნევროზული დედებიც.
     
      აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვთა დედებთან საუბრებისას დავრწმუნდი, რომ ადამიანის ჰარმონიული და ანომალიური განვითარების სათავე დედის მუცელშია. ბავშვი თავისი ფსიქიკისათვის მუცლად ყოფნის დროს იღებს დედისგან ყველა გრძნობას, განცდას, შთაბეჭდილებას და ა.შ.  მნიშვნელოვანია, ამერიკელი მკვლევრის თომას ვერნის მონოგრაფია: "ბავშვის ფარული ცხოვრება დაბადებამდე". მეცნიერმა მიზნად დაისახა, გაეანალიზებინა მონაცემები იმის შესახებ, რა გავლენას ახდენს  მომავალი ბავშვის ემოციურ და შემოქმედებით ნიჭზე დედის სულიერი მდგომარეობა ორსულობის დროს. აი, რა დასკვნამდე მივიდა მეცნიერი:"შვილის მოყვარული და, ამასთანავე, კარგი ემოციური  კონტაქტის მქონე დედები აჩენენ უფრო თავდაჯერებულ და თავდაცვისუნარიან ბავშვებს. უხალისო ან შვილისადმი თავის სიყვარულში დაურწმუნებელი დედები აჩენენ ბავშვებს, რომლებიც მიდრეკილნი არიან ნევროზისადმი, რადგან მათი პიროვნება შიშისა და მღელვარების ვითარებაში ყალიბდებოდა და არ არის გასაკვირი, რომ თუ არ დავეხმარეთ, ეს ბავშვები ემოციურად არასტაბილურნი  გახდებიან."
                                   



                                            ს   ა  უ  ბ  რ  ე  ბ   ი 



      შევისწავლე  აუტიზმით დაავადებული რამდენიმე ბავშვის დედის ემოციური მდგომარეობა. მათთან საუბრების დროს ყველაზე მნიშვნელოვანი იყო საკითხი: გაეხსენებინათ, რას გრძნობდნენ და ფიქრობდნენ ფეხმძიმობის დროს- რაზეც ამომწურავი პასუხი უნდა გაეცათ.



სვეტა (60 წლის)- ჰყავს 31 წლის აუტისტი შვილი. 

სვეტა ალკოჰოლიკია, საერთოდ ვერ გაიხსენა, რას გრძნობდა ფეხმძიმობის დროს, რადგან არც უფიქრია შვილზე, რომელსაც მუცლით ატარებდა. დაბადებულიც ძლივს აღიქვა და ვერც დედობის სიხარული იგრძნო. ძალიან გვიან გააცნობიერა, რომ ბავშვს რაღაც სჭირდა და ექიმთან მიიყვანა.

თამარი(30 წლის) - ჰყავს 5 წლის აუტისტი გოგონა.

გდატვირთული გრაფიკით მუშაობს. ზოგჯერ არც ახსოვდა, რომ ფეხმძიმედ იყო და როცა დრო ჰქონდა, ამაზე დაფიქრებულიყო, ძალიან განიცდიდა, როგორ გაეზარდა. სამსახურის დაკარგვა არ უნდოდა, თან არც შესაძლებლობა ჰქონდა, ძიძისთვის მიებარებინა.


მაკა (25 წლის)- ჰყავს 6 წლის აუტისტი ბიჭი.
 

ფეხმძიმობის დროსაც განიცდიდა ფიზიკურ ძალადობას ქმრისაგან და ხშირად სიკვდილს ნატრობდა, ჯერარდაბადებულ შვილს კი ტვირთად მიიჩნევდა, არ უნდოდა, მასავით ბავშვიც მსხვერპლი ყოფილიყო და ფიქრობდა, როგორ დაეცვა მომავალში.



მარეხი(31 წლის)- ჰყავს 4 წლის აუტისტი შვილი.

ყოველდღიური დაძაბული შრომა ლუკმა-პურის მოსაპოვებლად აიძულებდა, ეფიქრა მხოლოდ ფიზიკურ გადარჩენაზე და არ შეეძლო  სიყვარულისა და სითბოს გამეტება მუცლად მყოფი შვილისთვის."ხშირად ვფიქრობდი, რომ საშინელი დამნაშავე ვიყავი, ბავშვს რომ ვაჩენდი. არ მინდოდა, ჩემსავით დატანჯულიყო."


ქეთი(40 წლის)- ჰყავს 10 წლის აუტისტი გოგონა.


"მრავალრიცხოვან ოჯახში ვცხოვრობ და თეა ჩემთვის ერთადერთი შვილია. ოჯახი თბილი და მოსიყვარულეა. ფეხმძიმობის დროს ძალიან ვნერვიულობდი, რომ საკუთარი ჭერი არ მქონდა და მომიწევდა ამდენ ხალხში შვილის გაზრდა. ამის გამო ხშირად ვჩხუბობდი ქმართან ,ერთხელ წავედი კიდეც ოჯახიდან."


ანა(35 წლის)- ჰყავს 9 წლის აუტისტი გოგონა.


"დედამთილ-მამამთილთან ვცხოვრობ, ჯოჯოხეთად მიქციეს ცხოვრება. პროტესტის გამოხატვაც კი არ შემიძლია , ყველაფერს გულში ვიკლავ და როცა ჩემს თავთან მარტო ვრჩები, ვნერვიულობ, ჩემს ბედს ვწყევლი. ფეხმძიმობა ამ ყოფაში გავატარე."



მარტოხელა დედა( 37 წლის)- ჰყავს 2 შვილი, უმცროსი 4 წლის, აუტისტი.
   
მისი ცხოვრება გაუთავებელი შრომა და ტანჯვა-წამებაა. "როცა გავიგე, რომ მეორე შვილზე ფეხმძიმედ ვიყავი, მისი მოშორება გადავწვიტე, რადგან ქმარს ახალი გაშორებული ვიყავი... დღემდე  ვწყევლი იმ დღეს, როცა გავთხოვდი და ამ ტანჯვაში ჩავიგდე თავი. ხშირად ჩემს შვილებს საჭმელი არ აქვთ და გიორგისაც მკურნალობა სჭირდება. არ ვიცი, რა ვქნა".


  ქალს, რომელსაც სამსახურის, ოჯახური პრობლემების, გაუსაძლისი სოციალური პირობების გამო დრო არა აქვს, იფიქროს და იზრუნოს მუცლად მყოფ შვილზე, აღარ უნდა გაუკვირდეს, რომ შეიძლება შეეძინოს ბავშვი, რომელიც გარე სამყაროს მიმართ პროტესტს გამოხატავს და ჩაკეტილი შინაგანი ცხოვრებით ცხოვრობს. დედა მისთვის არც არსებობს, ვერ აღიქვამს მას: ხელში აყვანილს ცივად უჭირავს თავი, დედას არ ეხუტება. ამ დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დედის პოზიციას- მან საკუთარი თავის შეცვლა უნდა დაიწყოს, შვილის სამყაროში რომ შეაბიჯოს. ეს ძალიან რთული პრობლემაა, რადგან აუტისტური სპექტრის  მქონე ბავშვი მარტო გრძნობს თავს ამქვეყნად.  სამაგიეროდ, ასეთ ბავშვებს მშვენიერი, ამოუწურავი სამყარო აქვთ.


    ეს  ბავშვები  განსაკუთრებული მისიით მოვიდნენ ამქვეყნად- სიყვარული უნდა გვასწავლონ! რადგან მათ სწამთ: როდესაც დედის გამორჩეულად საყვარელი შვილი ხარ, მაშინ მთელი სიცოცხლის განმავლობაში ინარჩუნებ წარმატების იმ რწმენას, რომელსაც არც თუ იშვიათად მართლა მოაქვს წარმატება.



No comments:

Post a Comment

შეიძლება მოგეწონოთ შემდეგი პოსტები: