საგნობრივ კათედრაზე წარდგენილი თემები

Saturday, December 13, 2014






კვლევა მე-2


კვლევის მიზანი: მოსწონთ თუ არა მოსწავლეებს ინტერაქტიური გაკვეთილები?
   
  (თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება გაკვეთილებზე?)


პრობლემა: სწავლის დაბალი ხარისხი

კვლევის საგანი: გაკვეთილები

სამიზნე ჯგუფი: მე-6, მე-11, მე-12 კლასის 100 მოსწავლე

გამოყენებული მეთოდები: დისკუსია, გამოკითხვა, თავისუფალი წერა

ჩატარების ადგილი:აგარის საჯარო სკოლა

ჩატარების დრო:2014 წლის ნოემბერი


     თანამედროვე ჰუმანიზმის პრინციპებზე დამყარებული საგანმანათლებლო სისტემა ითვალისწინებს მასწავლებლისა და მოსწავლის როლების შეცვლას, რაც გულისხმობს ავტორიტარული, მასწავლებელზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის შეცვლას მოსწავლეზე ორიენტირებულით. ინტერაქტიური სწავლება საჭიროებს  გაკვეთილის პროცესში სწავლების ახალი სტრატეგიებისა და შეფასების ახალი ხერხების დანერგვას. შესაბამისად, სწავლების მიზანიც იცვლება. იგი ორიენტირებულია არამარტო ცოდნაზე, არამედ უნარ-ჩვევების გამომუშავებაზეც. 
    ინტერაქტიური სწავლის მომხრეები საჭიროდ თვლიან ისეთი პირობების შექმნას, როცა მოსწავლეს სურს ცოდნის მიღება და აქვს შესაბამისი აქტივობის საშუალება. ტრადიციულ გაკვეთილზე მას აკისრია პასიური მსმენელის როლი. სწავლის მთელი სიმძიმე მოსწავლეს გადააქვს სახელმძღვანელოზე, როცა იგი ემზადება პასუხისთვის. ამ პირობებში გაკვეთილი უფუნქციო პროცედურაა. ინტერაქტიური სწავლების დროს გაკვეთილი მასწავლებელმა იმ სიახლით უნდა დაიწყოს, რაც მოსწავლისთვის გაუგებარია. მოსწავლის პირისპირ დაყენების გზით იმ ფაქტებთან, მონაცემებთან, მოსაზრებებთან, თეორიებთან, რომლებიც არ შეესაბამება მის ცოდნას, მასწავლებელი იწვევს კონფლიქტს მოსწავლის ცოდნაში. სწორედ ეს კონფლიქტია ახლის გაგების კარგი მოტივაცია, მაგრამ აღნიშნული კონფლიქტი ხშირად პრობლემას წარმოშობს მოსწავლეში და კრიტიკულად განაწყობს ასეთი სწავლებისადმი. აღნიშნულმა პრობლემამ და სწავლის დაბალმა ხარისხმა გადამაწყვეტინა კვლევის ჩატარება. მოსწავლეებს ჩავუტარე დისკუსია, თავისუფალი წერა, გამოკითხვა, რის შედეგადაც ასეთი სურათი მივიღე:

      მე-6 კლასელების აზრით:

        
         ყველაფერი ძველი არის მოსაწყენი. როდესაც მასწავლებელი გაკვეთილზე იყენებს თანამედროვე მეთოდებს, ძალიან სასიამოვნო პროცესია, რადგან მოსწავლე დიდ დროს უთმობს ახალი მასალის ათვისებას, თან ყველა ბავშვს აქვს საშუალება, მონაწილეობა მიიღოს გაკვეთილის მსვლელობაში ძალიან გვიყვარს საკუთარი აზრის თამამად გამოთქმა, გაკვეთილის შეჯამება თანაკლასელებთან ერთად.


  მე-11, მე-12 კლასელების აზრით:


        თანამედროვე მეთოდების გამოყენება გაკვეთილზე  ძალიან მოგვწონს, რადგან გაკვეთილზე მეტი ხალისი და ენერგიაა. ამ დროს მოსწავლეები სწავლობენ ჯგუფურად მუშაობას, ურთიერთთანამშრომლობას...
       პროექტის, ინტეგრირებული გაკვეთილების, დებატების ან ვიქტორინის დროს სუსტი ბავშვებიც ჩართულები არიან საგაკვეთილო პროცესში. თანამედროვე მეთოდები ხელს უწყობს ბავშვის განვითარებას: უყალიბდება მსჯელობის, სხვისი აზრის მოსმენის, კითხვების დასმის უნარი. ტრადიციული მეთოდებით გაკვეთილის ჩატარების  პროცესში კი მხოლოდ ძლიერი ბავშვები  მუშაობენ. ინტერაქტიური სწავლების დროს მასწავლებელი აქცენტს აკეთებს მოსწავლეთა წარმატებებზე და არა მარცხზე-წახალისებაზე და არა დასჯაზე-შექებაზე და არა გაკიცხვაზე. ხშირად მასწავლებელი თვითონ ჯგუფს აფასებინებს ერთმანეთის ცოდნას, რაც ზრდის შეფასების მნიშვნელობას ცალკეული მოსწავლისათვის.



      
ინტერაქტიური მეთოდები მოსწონს/არ მოსწონს                
                          მოსწავლე
მოსწავლეთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ინტერაქტიური სწავლება თანამედროვე სწავლების ფორმაა, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლის ინიციატივის განვითარებას. ამ დროს მასწავლებელი აღმოჩენის პირობებს ქმნის, მოსწავლე კი თვითონ აკეთებს აღმოჩენას.




მოსწავლეთა მცირე ნაწილი თვლის, რომ მოსწონს ტრადიციული მიდგომა სწავლებისადმი, რადგან ამ დროს ცოდნის მიღება უფრო ადვილია. პროექტები, ვიქტორინები და დისკუსიები ხმაურს იწვევს დე ხელს უშლის ბავშვს აზროვნებაში.


               
                      99%










                    1%



















      ამრიგად, სასურველია, გაკვეთილზე გამოვიყენოთ ინტერაქტიური მეთოდები, რითაც ბავშვებს გაეზრდებათ მოტივაცია, ისწავლიან ერთმანეთთან თანამშრომლობას. რა თქმა უნდა, ყველა გაკვეთილზე ამ პროცედურის ჩატარების შესაძლებლობა არ არის, მაგრამამ მეთოდების გამოყენების სიხშირე უნდა ქმნიდეს ზოგად შემოქმედებით ატმოსფეროს კლასში. იმ გაკვეთილებზე, სადაც ასახსნელი მასალა იმდენად რთულია, რომ ბავშვები დამოუკიდებლად ვერ იპოვიან პასუხს დასმულ პრობლემაზე, მასწავლებელმა სასურველია, აჩვენოს არა მზა პასუხი, არამედ მისი მიღების გზა, პასუხის მიღების მოდელი. ასევე, სასურველია სასწავლო პროცესის გამდიდრება ტექნიკური საშუალებებით, ილუსტრაციებით, გუნდური მუშაობით. ყველა ამ პროცესში მასწავლებლის ამოცანა არის არამარტო ახალი ინფორმაციის მიწოდება მოსწავლეებისთვის, არამედ ამ ინფორმაციის დაკავშირება მოსწავლის პრაქტიკულ საქმიანობასთან, ილუსტრაციულ მასალასთან: პირობების შექმნა მოსწავლეთა დამოუკიდებელი ინტელექტუალური აქტივობისათვის, კითხვებისა და პრობლემების დასმისთვის, ჯგუფური მუშაობისთვის, დისკუსიისთვის, საგნის მიმართ შემეცნებითი ინტერესისა და მოტივაციის გაღვივებისთვის.

No comments:

Post a Comment

შეიძლება მოგეწონოთ შემდეგი პოსტები: