საგნობრივ კათედრაზე წარდგენილი თემები

Saturday, December 13, 2014


ინტეგრირებული გაკვეთილი ლიტერატურასა და ისტორიაში



1

 დაბა აგარის საჯარო სკოლა



           ლიტ-ის მასწავლებელი- ნინო ჩუტკერაშვილი

ისტორიის მასწავლებელი-ლია ყაულაშვილი



შენიშვნა
2



                    კლასი
              
      მე-12

3

           გაკვეთილის თემა

ლიტ-რა: "ჯაყო" გმინვაა ჩემი სულის

ისტორია: საქართველოს ანექსია ბოლშევიკური რუსეთის მიერ


4

მოსწავლეთა ორგანიზება
მთელ კლასთან
  
და   ჯგუფებში

5





გაკვეთილის მიზნები






                და




     შედეგები
  • კონკრეტული ტექსტის საერთო ლიტერატურულ და ისტორიულ კონტექსტში გააზრების უნარ-ჩვევის განვითარება;
  • კრიტიკული აზროვნების და მსჯელობის უნარის განვითარება;
  • საკუთარი აზრის წერილობითი გამოთქმის უნარის განვითარება;
  • კვლევა-ძიებისა და ჯგუფური მუშაობის უნარის განვითარება;
  • წყაროებზე მუშაობის, ანალიტიკური აზროვნების, ლოგიკური დასკვნების გამოტანის უნარის განვითარება.
  • მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ავტორის/პერსონაჯის დამიკიდებულება კონკრეტული ისტორიული ეპოქის ფასეულობების მიმართ;
  • საუბრობს იმაზე, თუ როგორ მოქმედებს კულტურული, სოციალური და ისტორიული ფასეულობები პრობლემის არსის გაგებასა და მისი გადაჭრის გზებზე;
  • იკვლევს საქართველოში არსებულ სოციალურ ურთიერთობებს უძველესი დროიდან დღემდე;
  • აანალიზებს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენას ქართული სახელმწიფოს განვითარებაზე.

6

მეთოდები/სტრატეგიები




ისეთი დავალებების შერჩევა, რომლებიც მოსწავლეებს დაანახვებს ლიტერატურისა და ისტორიის კავშირს, მაგ.:როგორ აისახა "ჯაყოს ხიზნებში" ბოლშევიზმის ეპოქა, რა გავლენა მოახდინა ქართველ ინტელიგენციაზე საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამ, რომ არა ბოლშევიკური რეჯიმი, ეკონომიკური განვითარების როგორ გზას აირჩევდა საქართველოს ეროვნული მთავრობა და რა შედეგის მომტანი იქნებოდა ის ქვეყნისათვის.

7

                   შეფასება
მოსწავლეები შეფასდებიან პრეზენტაციითა და კითხვებზე პასუხის გაცემით.


8


 სასწავლო რესურსები
  • ცარცი, დაფა , მარკერები, მე-12 კლასის ისტორიისა და ლიტ-ის სახელმძღვანელოები,ილუსტრაციები, სქემები.





ინტეგრირებული გაკვეთილის ამსახველი ფოტო მასალა 




































       
ინდივიდუალური შეფასების სქემა
                              

გვარი სახელი
დიქცია 2
რეგლამენტი 2
საინტერესო არგუმენტები3
დამაჯერებელი თხრობა 3
ქულა









ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა



9-10
მოსწავლე მზად არის მაქსიმალურად შეიტანოს საკუთარი წვლილი ჯგუფის მუშაობაში და მიაწოდოს მას რაც შეიძლება მეტი გამოსადეგი იდეა.მას ყოველთვის შეუძლია ჯგუფის სხვა წევრების წინადადებებს მოუსმინოს, გაითვალისწინოს და განავითაროს.
7-8
მოსწავლე მზად არის შეიტანოს საკუთარი წვლილი ჯგუფის მუშაობაში. მას უმეტესწილად შეუძლია ჯგუფის სხვა წევრების წინადადებებს მოუსმინოს, გაითვალისწინოს და განავითაროს.
5-6
მოსწავლე ნაწილობრივ არის მზად შეიტანოს საკუთარი წვლილი ჯგუფის მუშაობაში.იგი ხშირად უსმენს სხვა წევრების წინადადებებს,ითვალისწინებს და ცდილობს მათ განვითარებას.
3-4
მოსწავლეს იშვიათად შეაქვს საკუთარი წვლილი ჯგუფის მუშაობაში.იგი იშვიათად უსმენს ჯგუფის სხვა წევრების წინადადებებს, ნაკლებად ითვალისწინებს და თითქმის არ ცდილობს მათ განვითარებას.
1-2
მოსწავლეს თითქმის არ შეაქვს წვლილი ჯგუფის მუშაობაში. იგი არ უსმენს, არ ითვალისწინებს და არ ცდილობს ჯგუფის სხვა წევრების წინადადებების  განვითარებას.





      ინტეგრირებული გაკვეთილის ანგარიში:


გაკვეთილის ჩატარების დღე: 10 დეკემბერი

სკოლა: აგარის საჯარო სკოლა

კლასი: მე-12

საგნები: ლიტერატურა და ისტორია

თემა: "ჯაყო" გმინვაა ჩემი სულის

მისაღწევი შედეგები:

  • შეძლონ გარკვეული ეპოქის მხატვრული ტექსტის გაანალიზებისა და მასში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის გააზრება;
  • კრიტიკული აზროვნებისა და მსჯელობის უნარის განვითარება;
  • საკუთარი აზრის წერილობითი გამოთქმის უნარის განვითარება.

საკვანძო მეთოდები/სტრატეგიები:
  • ტექსტის მიმოხილვა;
  • პერსონაჯთა ფსიქოლოგიური პორტრეტის შექმნა;
  • ნაწარმოებში კონფლიქტის არსის განსაზღვრა;
  • პერსონაჯთა კონფლიქტთან დამოკიდებულების გაანალიზება;
  • წერილობით გადმოცემა ავტორის დამოკიდებულებისა ნაწარმოებში ასახულ ფასეულობებსა და შეხედულებებთან დაკავშირებით;
  • მსჯელობა იმის შესახებ, თუ რა დამოკიდებულება აქვს ავტორს კონკრეტული ისტორიული ეპოქის კულტურული ფასეულობების მიმარტ.
ძირითადი სასწავლო რესურსები:

ცარცი, დაფა, მარკერები, მე-12 კლასის ისტორიისა და ლიტ-რის სახელმძღვანელოები, ილუსტრაციები,სქემები, ფორმატის ფურცლები.


რამდენად მივაღწიეთ გაკვეთილის შედეგს:

მოსწავლეებმა მიაღწიეს შედეგს, შეძლეს ტექსტში ასახული ფასეულობებისა და შეხედულებების ერთმანეთთან შედარება, გააანალიზეს კულტურული, ისტორიული და სოციალური ფასეულობების გავლენა  ტექსტსა და მის ინტერპრეტაციაზე, შეძლეს და ამოიცნეს ტექსტში იმ უნივერსალური სიმბოლოების მნიშვნელობა, რომლებიც დამახასიათებელია კონკრეტული ისტორიული ეპოქისათვის, შეძლეს გამოეკვლიათ საქართველოში არსებული სოციალური ურთიერთობები უძველესი დროიდან დღემდე და გააანალიზესსაგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენა ქართული სახელმწიფოს განვითარებაზე.


გაკვეთილის მსვლელობისას სამოქმედო გეგმა თითქმის არ შეცვლილა.

რას შევცვლიდი ამ გაკვეთილის ხელახლა ჩატარების შეთხვევაში?

ამ გაკვეთილის ხელახლა ჩატარების შემთხვევაში გავაუმჯობესებდი მოსწავლეებში თეორიული ცოდნის გამოყენების ხარისხს ნაწარმოების ინტერპრეტაციის დროს და გამოვკვეთდი ისტორიულ თემაზე შექმნილი ნაწარმოების ინტერპრეტაციას თანამედროვე კონტექსტის გათვალისწინებით.



No comments:

Post a Comment

შეიძლება მოგეწონოთ შემდეგი პოსტები: