საგნობრივ კათედრაზე წარდგენილი თემები

Thursday, December 11, 2014




  პროექტის სახელწოდება:"ჯაყოს ხიზნების" პერსონაჯები- იდეა-ხასიათები
       
             (ნაწარმოების წარმოდგენა სიმბოლურ განზომილებაში)



პროექტის  მთავარი იდეა: ტექსტში მოცემული უნივერსალური სიმბოლოების მნიშვნელობის ამოცნობა, რომლებიც დამახასიათებელია კონკრეტული ეპოქისათვის.

პროექტის აქტუალობა: პროექტი აქტუალურია მოსწავლეებისთვის იმ თვალსაზრისით, რომ მათ კარგად არ აქვთ გაცნობიერებული, თუ რას ნიშნავს ნაწარმოების სიმბოლური გამომსახველობა.


პროექტის მიზნები:


  • პროექტის მკაფიოდ ჩამოყალიბებული სტრუქტურით წარმოდგენა;
  • მჯელობა იმის შესახებ, თუ რამდენად აქტუალურია სასწავლო პროექტში წარმოდგენილი პრობლემა;
  • პროექტის საპრეზენტაციოდ სხვადასხვა ვიზუალური მასალის გამოყენება;
  • მსჯელობა იმის შესახებ, თუ რამდენად შეუწყო ხელი კვლევამ პროექტის ამ სახით ჩამოყალიბებაში;
  • პრეზენტაციის წარმოდგენა ისტ-ის საშუალებით;
  • ჯგუფური მუშაობის უნარის განვითარება და მოტივაციის ამაღლება.


მოსწავლეთა ასაკი: 17-18 წლის(მე12 კლასი)
პროექტის ხანგრძლივობა: 3 კვირა


პროექტისათვის გამოყენებული რესურსები:

  • კომპიუტერი;
  • მე-12 კლასის სახელმძღვანელო;
  • თაბახის ფურცლები, მარკერები...
  • ინტერნეტი.

ძირითადი აქტივობები:

აქტივობა1. მიხეილ ჯავახიშვილის ნაწარმოების შეჯამება და საუბარი იმის შესახებ, თუ რა ეტაპები უნდა გაიარონ მოსწავლეებმა, რომ შეძლონ "ჯაყოს ხიზნების" პერსონაჯების იდეა-ხასიათების დამუშავება;
აქტივობა2.კლასს ვყოფ 3 ჯგუფად და ვურიგებ საკითხებს: 1.ჯაყო-დამპყრობელი, 2.მარგო-საქართველო,სიწმინდე, სათნოება;3.თეიმურაზ ხევისთავი- ქართველი ინტელიგენცია;
აქტივობა3.მოსწავლეები იძიებენ მასალას და მუშაობენ თემის წარმოსადგენად;
აქტივობა4.მოსწავლეები არჩევენ პროექტის საპრეზენტაციოდ სხვადასხვა ვიზუალურ მასალას;
აქტივობა5.მოსწავლეები წინასწარ აყალიბებენ პროექტის ძირითად მიმართულებებს და განსაზღვრავენ ფორმატს;
აქტივობა6.პრეზენტაციამდე შეაქვს ცვლილებები აუდიტორიის ცოდნის დონისა და ინტერესების გათვალისწინებით;
აქტივობა7.პრეზენტაციის შინაარსის შესაბამისად ახდენენ ხმის მოდულაციას;
აქტივობა8. ჯგუფები პრეზენტაციით წარდგებიან მოსწავლეებისა და მასწავლებლის წინაშე.




















პროექტის ანგარიში:


პრეზენტაციის დღე: 9 დეკემბერი                             საგანი: ქართული ლიტ-რა


მასწავლებელი: ნინო ჩუტკერაშვილი                      კლასი: მე-12




თემის სახელწოდება: "ჯაყოს ხიზნების" პერსონაჯები-იდეა-ხასიათები

მისაღწევი შედეგები:

  • მოსწავლეები შეძლებენ სასწავლო პროექტის წარმოდგენას აუდიტორიის წინაშე;
  • გამოუმუშავდებათ თანაკლასელთა მიერ წარმოდგენილი პროექტების კრიტიკულად გაანალიზებისა და შეფასების უნარი;
  • განუვითარდებათ სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენების უნარ-ჩვევები პროექტის პრეზენტაციისთვის;
  • შეძლებენ ტექსტში მოცემული კონკრეტული ეპოქის გაანალიზებას იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით;
  • შეძლებენ, გააანალიზონ კულტურული, სოციალური და ისტორიული ფასეულობების გავლენა ტექსტსა და მის ინტერპრეტაციაზე;
  • მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ უნარი შექმნან პერსონაჯთა ფსიქოლოგიური პორტრეტიკონკრეტული კონტექსტის მიხედვით.


მიაღწიეს  თუ არა მოსწავლეებმა შედეგებს?


ჩემი აზრით, მოსწავლეებმა მიაღწიეს ყველა შედეგს.

ყველაზე  მეტად რომელი შედეგით ხართ კმაყოფილი?

მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი ნაწარმოების ქვეტექსტს და "ჯაყოს ხიზნები" წარმოადგინეს სიმბოლურ განზომილებაში.


იქონია თუ არა გავლენა გამოყენებულმა სტრატეგიებმა მოსწავლეთა ჩართულობაზე საგაკვეთილო პროცესში?

მივაღწიეთ მოსწავლეთა 100%-იან ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში.

რის ათვისება შეძლეს მოსწავლეებმა?

მოსწავლეებმა განიმტკიცეს ეფექტური სტრატეგიების გამოყენების უნარი;
ტექსტში ასახული ფასეულობებისა და შეხედულებების  ერთმანეთთან შედარების უნარი;
ტექსტში წარმოდგენილი სიმბოლოების ინტერპრეტაციის უნარი.


უფრო მეტად გამოიკვეთა:

ერთმანეთთან თანამშრომლობის უნარი;
აუდიტორიის ფლობის უნარი;
მხატვრული ნაწარმოების ანალიზის უნარი.



პროექტის ხელმძღვანელი: ნინო ჩუტკერაშვილი




        

No comments:

Post a Comment

შეიძლება მოგეწონოთ შემდეგი პოსტები: