საგნობრივ კათედრაზე წარდგენილი თემები

Saturday, February 14, 2015





                                    ურთიერთდახმარება         

                               (მუშაობა სუსტ მოსწავლეებთან)       









        
      ურთიერთდახმარების მეთოდის გამოყენებით მოსწავლეები უფრო კარგად იგებენ და ითვისებენ მასალას, მოსწონთ მასწავლებლის როლში ყოფნა, რაც ზრდის მოტივაციას და პასუხისმგებლობის გრძნობას. ეს არის საუკეთესო საშუალება მოსწავლეთა თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარებისა. 
   

 გაკვეთილის მიზანი: ზეპირმეტყველებისა და ტექსტზე დამოუკიდებლად მუშაობის უნარის განვითარება.

                                       

                                       გაკვეთილის მსვლელობა


  1.   მოსწავლეებს წარვუდგინე შესასწავლი თემა;
  2. მივუთიტე ტექსტი და ვთხოვე წაეკითხათ ინდივიდუალურად, ჩუმად;
  3. ტექსტის წაკითხვის შემდეგ დავაწყვილე სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე ბავშვები;
  4. ძლიერი მოსწავლე მეწყვილეს წაკითხულს მოუყვა, ხოლო ამ უკანასკნელს ევალებოდა მოესმინა და რაც შეიძლება ზუსტად გადმოეცა მონათხრობი;
  5. დაფაზე ჩამოწერილი იყო დამხმარე კითხვები ტექსტიდან;
  6. მოსწავლეებს ვთხოვე აღნიშნული კითხვების მიხედვით ემსჯელათ შესასწავლ თემაზე.

                                

                    გასათვალისწინებელი პირობები

  • შესაძლოა ხმაურის გამო გართულდეს პროცესის მართვა, მაგრამ მასწავლებელმა უნდა შეძლოს, შეაჩვიოს მოსწავლეები ხმადაბლა საუბარს;
  • ყოველთვის ერთი და იგივე მოსწავლე არ უნდა ასრულებდეს მასწავლებლის როლს.


                                                   
                           შედეგები

                      ამ მეთოდის გამოყენებით მოსწავლეები შეძლებენ:
          

  • საკუთარი აზრის პრეზენტაციას;
  • თანმიმდევრულ და გაბმულ თხრობას;
  • მოსმენისა და ყურადღების კონცენტრაციას;
  • ურთიერთანამშრომლობასა და დახმარებას;
  • ტექსტზე დამოუკიდებლად მუშაობას.

                     შეფასების კრიტერიუმები                       



                         კრიტერიუმები
შეფასება (1, 2, 3 )
1.
 მოსწავლეები იყვნენ ჩართულები საგაკვეთილო პროცესში;

 2.
გაკვეთილზე მოსწავლეები ყურადღებით უსმენდნენ ერთმანეთს;

3.
მივეცი საშუალება მოსწავლეებს გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრებები.

4.
სწორად გადავანაწილე დრო გაკვეთილის მსვლელობისას ;

5.
სწორად მქონდა შერჩეული აქტივობები და მეთოდები საგაკვეთილო პროცესში;

6.
წყვილებში  მოსწავლეების გაადნაწილება მოვახდინე დემოკრატიულად;

7.
პრეზენტაციის   დროს  შევძელი კლასის მართვა;

8.
როლები მიუკერძოებლად გავანაწილე;
9.
ვაცნობიერებ პასიხისმგებლობას  თითოეული მოსწავლის პიროვნულ და სოციალურ განვითარებაზე;

10.
ვაცნობიერებ კლასის სტრუქტურაში მოსწავლეთა  არაფორმალური
როლების მნიშვნელობას და ხელს უწყობ საკლასო ერთობის შექმნას;

11.
ვიცი დროის მართვის ეფექტიანი სტრატეგიები





                                ქულები123
1გაკვეთილის მიზანი გასაგები, კონკრეტული და რეალისტური იყო
2აქტივობები ემსახურებოდა მიზნის მიღწევას
3გაკვეთილის დაწყება იწვევდა მოსწავლეთა მოტივაციას
4მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა ხელს უწყობდა მიზნის მიღწევას
5გამოყენებული რესურსები იწვევდა მოსწავლეთა მოტივაციას და აქტიურ ჩართვას საგაკვეთილო პროცესში
6შეფასების შედეგად მიღებული შედეგები შეესაბამებოდა მიზანს
7გათვალისწინებული იყო მოსწავლეთა ინტერესები და შესაძლებობები
8ჩემი საუბარი არ აჭარბებდა მოსწავლეთა საუბარს
9ვიჩენდი ყველა მოსწავლისადმი თანაბარ ყურადღებას
10ვიყენებდი აქტიური მოსმენის ტექნიკას
11ვაძლევდი მოსწავლეებს განსაზღვრულ დროს კითხვებზე პასუხის გასაცემად




















სე
                       
                                               

              

No comments:

Post a Comment

შეიძლება მოგეწონოთ შემდეგი პოსტები: