საგნობრივ კათედრაზე წარდგენილი თემები

Monday, November 11, 2013

                                   

                             პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა

                                                       
                                               



                                     
               
                კათედრაზე წარდგენილი თემის რეფლექსია                            


                    კათედრაზე წარდგენილი თემის სათაური:  როგორ უნდა ვიმუშაოთ                        შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ მოსწავლესთან?

        აღნიშნული თემის წარდგენის დროს ვითვალისწინებდი სასწავლო პროცესის მართვისა და პროფესიული განვითარების საკითხებს:
        "სასწავლო პროცესის მართვა გულისხმობს უსაფრთხო და კეტილგანწყობილი გარემოს შექმნას, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვას, სწავლების მრავალფეროვანი მეთოდებისა და მრავალმხრივი შეფასების სისტემის გამოყენებას."
         "პროფესიული განვითარება გულისხმობს მასწავლებლის დაინტერესებას საკუთარი პროფესიული განვითარებით, კოლეგებთან თანამშრომლობას მოსწავლეთა სასწავლო და აღმზრდელობითი პრობლემების დაძლევის, პროფესიული საჭიროებების დადგენისა და პროფესიული განვითარებისათვის.("მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი", თავი პირველი, მუხლი.2)
         აღნიშნული საკითხის კოლეგებისათვის გაზიარება გადამაწყვეტინა ერთმა მნიშვნელოვანმა პრობლემამ:თითქმის ყველა სკოლაში სწავლობენ შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ბავშვები.მაგრამ ისინი, სამწუხაროდ, ყურადღების მიღმა არიან დარჩენილები.
          კარგი იქნება, თუ სკოლა შეიმუშავებს მეთოდებს, რომელთა საშუალებითაც განსაკუთრებული უნარების ბავშვები იქნებიან გაკონტროლებულები. ნიჭიერი ბავშვის თვითშეფასების დაწევა შეიძლება გამოიწვიოს პედაგოგის არასწორმა მიდგომამ.სკოლამ უნდა განსაზღვროს და ჩამოაყალიბოს თავისი ყველაზე ნიჭიერი ბავშვის სწავლების წესები, რაც მისაწვდომი და თვალსაჩინო იქნება ყვალასთვის. სკოლაში შემუშავებულმა სტრატეგიებმა აუცილებლად უნდა იმუშაოს, რომლებიც დაეფუძნება მოსწავლეზე ორიენტირებულ სასწავლო პროცესს თავისი მრავალფეროვანი მეთოდებითა და მრავალმხრივი შეფასების სისტემის გამოყენებით. ეს სტრატეგიები,ასევე, უნდა მოიცავდეს, თუ როგორ ხდება ბავშვის უნარების აღმოჩენა, გაზომვა, სტრატეგიების მორგება და როგორ ვითარდება თითოეული საფეხურის/კლასის ბოლოს.მე მყავდა განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლე,რომელიც ეწეოდა შემოქმედებით და ჯურნალისტურ საქმიანობას და, რა თქმა უნდა, სტანდარტული გაკვეთილები  მისი უნარების ზრდას ვერ შეუწყობდა ხელს. გაკვეთილი რომ მისი ინტერესების გათვალისწინებით დამეგეგმა, ეს დანარჩენი მოსწავლეებისთვის რთული იქნებოდა, ამიტომ პრაქტიკაში ვიყენებდი  მრავალფეროვანი სწავლების მეთოდებს, ვგეგმავდი სწავლისა და სწავლების ხარისხის ასამაღლებელ ღონისძიებებს:ხშირად ვატარებდი ინტეგრირებულ გაკვეთილებს, ვმუშაობდი საგანმანათლებლო პროექტებზე, ნიჭიერ ბავშვს ვუფართოებდი ცოდნის არეალს კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურით. საქმე იმაშია, რომ ამ შრომამ თავისი ნაყოფი გამოიღო: საოცრად წარმატებული ადამიანი გახდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დააარსა "ჯურნალისტური ლიგა", რომელსაც დღემდე ხელმძღვანელობს; მოღვაწეობს ჯურნალ "რეზონანსში"(http://www.resonancedaily.com/index.php?id_rub=5&id_artc=25936),ასევე, სტატიებს აქვეყნებს ჯურნალ "ოთხ მოტივში"(http://4motivi.com),(https://www.facebook.com/4motiv).  ჩემი თემის კოლეგებისთვის გაცნობა ერთ კონკრეტულ ამოცანას ემსახურებოდა:გაეზიარებინათ ჩემი გამოცდილება, როცა აღმოაჩენდნენ განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულ ბავშვს.
       
საკითხის შესწავლისას ვეყრდნობოდი ცნობილი ბავშვთა ფსიქოლოგის ბრუნო ბეტელჰაიმის ნაშრომს. როცა სკოლაში შევხვდი გამორჩეული ნიჭის მქონე ბავშვს, თავდაპირველად დავიბენი და ვიფიქრე, რომ ნიჭიერი და ჩვეულებრივი ბავშვები ცალ-ცალკე უნდა სწავლობდნენ, რადგან ნიჭიერი ბავსვის ტემპიტ კლასი ვერ ივლის და ვერც კლასის განვითარების შესაფერისი გაკვეთილები დააინტერესებს ნიჭიერს, მაგრამ ბეტელჰაიმის ნაშრომის წაკითხვის შემდეგ ბევრ რამეზე დავფიქრდი.ფსიქოლოგს მოჰყავს ერთი საინტერესო შედარება, იგი ინტელექტუალური უნარებით დაჯილდოებულ ბავშვებს მთამსვლელებს ადარებს:"თუკი ყველა კარგ მთამსვლელს ერთ მხარეს დააყენებენ, ყველა დამწყებს და სუსტს-კი მეორე მხარეს, მეორე ჯგუფი საშინელ მარცხს განიცდის, ან შეიძლება ერთიანად დაიღუპოს კიდეც." ცხადია, ამგვარმა დაჯგუფებამ,შესაძლოა,უარყოფითი გავლენა მოახდინოს ბავშვის ფსიქოლოგიურ განწყობაზე.როდესაც რომელიმე ბავშვს აღმოუჩენენ განსაკუთრებულ უნარს და გააგზავნიან ნიჭიერთა ჯგუფში, დანარჩენი მოსწავლეები რჩებიან იმედგაცრუებულნი და ეკარგებათ სწავლის სტიმული, რადგან თავს უუნაროდ და დაჩაგრულად თვლიან.
       აქედან გამომდინარე, მივედი დასკვნამდე, რომ ნიჭიერი და ჩვეულებრივი ბავსვები ერთად უნდა სწავლობდნენ. ამიტომ საჭიროა კარგად დაგეგმილი გაკვეთილი, ფრთხილი ექსპერიმენტებისა და კვლევების ჩატარება , რათა  მივიღოთ სასურველი შედეგი ისე, რომ არც სუსტ მოსწავლეს გავუჩინოთ არასრულფასოვნების განცდა და არც ნიჭიერი მოსწავლე დავჩაგროთ.
         კოლეგებისადმი ჩემ მიერ მიწოდებული ცოდნა პირად გამოცდილებას ეყრდნობოდა ნიჭიერ ბავშვთან მუშაობის მიმართულებით და შემიძლია ვთქვა, რომ ინოვაციური იყო ის რეკომენდაციები, რომლებიც შევთავაზე კოლეგებს:


  • ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით შეადგინონ სასწავლო გეგმა;
  • მეტი დრო და ყურადღება დაუთმონ იმ საკითხების, ან საგნების შესწავლას, რომლებიც ბავშვს აინტერესებს;
  • მივცეთ ნიჭიერ მოსწავლეს იმის საშუალება, რომ დამოუკიდებლად შეისწავლოს ის, რაც ძალიან აინტერესებს;
  • კონკრეტულ საგნებში, ან მთლიანად სასწავლო გეგმაში ისეთი ცვლილებები შევიტანოთ, რომლებიც ბავშვს თავისი უნარების პროგრესული განვითარების საშუალებას მისცემს;
  • ასეთი ბავშვისთვის ხელმისაწვდომი უნდა გავხადოთ დამათებითი სასწავლო პროგრამები.
       
          ჩემს კოლეგებს პრეზენტაციის საშუალებით გავუზიარე გამოცდილება.




ასევე მოვასმენინე ჩემი მოსწავლის გამოსვლა "ბიბისის შოუ "სპიკერში" და წავუკითხე თეონა ცხომელიძესთან ჩაწერილი ინტერვიუ.

     
ეს არის ჩემი მოსწავლის თემურ იკოშვილის გამოსვლა "ბიბისის" შოუ "სპიკერში







თეონა ცხომელიძესთან ჩაწერილი ინტერვიუ

ამქვეყნად უამრავი პროფესია არსებობს. თითოეულ მათგანს კი თავისებური ხიბლი და სირთულის დონე გააჩნია, თუმცა მათ შორის შესაძლოა ყველაზე ძნელი და ამავდროულად საინტერესო საქმეები გამოვარჩიოთ. იყო ტელე-ჟურნალისტი - ერთი შეხედვით მარტივია. არხზე მუშაობ და მაყურებელს სიტყვებით ხიბლავ, თუმცა ჟურნალისტის მიერ წარმოთქმული თითოეული ფრაზის უკან დიდი ძალისხმევა და შრომისმოყვარეობაა ჩადებული. საინფორმაციო გამოშვების პირადაპირი ჩართვები ჩვენთვის უბრალო, ინფორმაციის მიღების საშუალებაა, თუმცა იმას არ ვიაზრებთ რა ხდება რეალურად მათი დამზადების დროს... ბევრი სტრესი და თან იმგავარად გამოსვლა, რომ ეკრანზე არაფერი შეიმჩნიო - ეს ძალიან რთულია.


პირდაპირი ჩართვები კურიერისთვის

როგორია ჟურნალისტობა? რა ძალისხმევა დევს თითოეული ჟურნალისტის შრომაში?- ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხის გასაცემად გადავწყვიტე სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2" - ის ჟურნალისტ - თეონა ცხომელიძესთან ჩაწერილი ინტერვიუ შემომეთავზებინა თქვენთვის. თეონა წლებია "კურიერში" მუშაობს და ამასთანავე ყველაზე კარგად აქვს გათვიცნობიერებული, რაოდენ რთულია გახდე ჟურნალისტი, თუმცა ინტერვიუში ამბობს, რომ ბედნიერია ამ პროფესიით და არც არასდროს შეიცვლიდა მას.
- თეონა, თქვენ ჟურნალისტი ხართ. აქედან გამოიმდინარე, ერთ-ერთი ურთულესი პროფესიის მატარებელი. შეგიძლიათ მითხრათ, რატომ აირჩიეთ ეს პროფესია? რამ განაპირობა თქვენი ტელე-ჟურნალისტობა?

- განათლებით ჟურნალისტი არ ვარ და აბიტურიენტობის დროს სულ სხვა – რეჟისორის პროფესია ავირჩიე. შემდეგ მოვხვდი ერთ–ერთი ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურში პრაქტიკაზე და მაშინ შევიცვალე გადაწყვეტილება. მიზეზი მარტივია – ეს არის ყველაზე საინტერესო, მრავალფეროვანი და დინამიური სამსახური.

- ახლა, რომ არჩევანის ზღვარზე იდგეთ, მაინც ჟურნალისტი გახდებოდით?

- ახლა რომ არჩევანს თავიდან ვაკეთებდე, აუცილებლად ჟურნალისტი გავხდებოდი.

- რამდენად რთულია თქვენი პროფესიის განრიგში ჩადგომა? (ვგულისხმობ "თეთრ ღამეებს", ინტერვიუების მოძიებასა და პირადი ცხოვრების გვერდზე გადადებას).

- ბუნებრივია რთულია. 24 საათის განმავლობაში მინიმუმ თორმეტ - საათიანი სამუშაო გრაფიკი გვაქვს, უამრავ სხვადასხვა შეხედულებისა და ხასიათის ადამიანთან გვიწევს ურთიერთობა. ამასთანავე, მუდმივად ვფიქრობთ უზარმაზარ პასუხისმგებლობაზე. შესაძლოა ერთი არასწორი სიტყვის გაჟღერებითაც დიდი შეცდომა დავუშვათ. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ვერ ვიტყოდი რომ მთლიანად გვერდზე გადადება მიწევს. ძალიან ძნელია, მაგრამ შესაძლებელია ყველაფრის ერთმანეთთან შეთავსება.

- რამდენი ხანია, რაც სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2" - ში მუშაობთ და რას იტყვით, დიდი როლი ითამაშა მან თქვენს პროფესიულ წინსვლაში?

- „რუსთვი 2“-ში 2006 წელს მოვედი. მანამდე 2 წელზე მეტ ხანს ვმუშაობდი სხვა ტელეკომპანიაში. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს პროფესიულ წინსვლასა და გაზრდაში „კურიერმა“ მთავარი, შეუცვლელი როლი შეასრულა და ეს დღემდე გრძელდება. ყოველი დღე ახლის აღმოჩენით, რაღაცის სწავლით სრულდება.

- ყველაზე დამამხსოვრებელ ეპიზოდს ხომ ვერ გაიხსენებდით, რომელიც უკავშირდება თქვენს ჟურნალისტურ საქმიანობს?

- სვეტიცხოვლის რეაბილიტაციის შესახებ რეპორტაჟი იყო ძალიან საინტერესო. მაშინ მთელი ნაგებობა ხარაჩოებით იყო გარშემორტყმული, საიდანაც გუმბათის წვერზე, იქ ავედით, სადაც ჯვარია. ამის შესაძლებლობა ძალიან იშვიათდ, ცოტა ადამიანს თუ ჰქონია. ტაძარში სარემონტო სამუშაოები ხშირად არ ტარდება, ალბათ, მაქსიმუმ საუკუნეში ერთხელ. ეს იყო უნიკალური შესაძლებლობა ახლოდან დამეთვალიერებინა კონსტანიტინე არსაკიძის ფრესკა, რომლის დანახვა ქვემოდან შეიარაღებული თვალითაც ძალიან რთულია. თვითონ გუმბათიდანაც საოცარი ხედი იშლება. იმ ადგილებში ადამიანის ფეხი ალბათ დიდი ხნის განმავლობაში აღარ დაიდგმება.

- და ბოლოს, თქვენი აზრით, რამდენად გათვიცნობიერებული აქვთ დღევანდელ თინეიჯერებს საკუთარი მიზნები და რას ურჩევდით მათ?

- მე მგონია, რომ დღევანდელი თინეიჯერები განსაკუთებულები არიან, უფრო განვითარებული და მიზანდასახული ვიდრე თუნდაც ჩემი თაობა იყო. მათ აქვთ დიდი შესაძლებლობები და საშუალება, რომ აკეთონ ის რაც სურთ. მთვარი სწორედ ესაა და ჩემი რჩევაც ამაში მდგომარეობს – კარგად დაფიქრდნენ რისი კეთება მოსწონთ და მთელი ძალიასხმევა, ენერგია, მონდომება იმ საქმისკენ მიმართონ და აუცილებლად მიაღწევენ წარმატებას.
ავტორი თემურ იკოშვილი, წყარო:www.temlog.com


   ამრიგად,  კოლეგებმა გამოხატეს დაინტერესება წარდგენილი თემისადმი, მაგრამ, თავის მხრივ, მირჩიეს, სკოლაში ერთიანი ძალებით დაგვეარსებინა " ნორჩ ჯურნალისტთა კლუბი."
   რა თქმა უნდა, გავითვალისწინე ეს რჩევა და გადავწყვიტე ამ კლუბის დაარსება, რადგან ეს დამეხმარება იმ მოსწავლეების წინსვლაში, რომლებიც გამოირჩევიან შემოქმედებითი ნიჭითა და უნარით. ამასთან ერთად, კოლეგებისგან მივიღე შემოთავაზება, ვაწარმოო ვიქტორინის რა? სად? როდის? გვერდი.ამჯამად ვმუშაობ ფსიქოლოგთა კლუბის დაარსებაზე, რომლის მასალებიც აიტვირთება მისთვის განკუთვნილ ბლოგში.





























No comments:

Post a Comment

შეიძლება მოგეწონოთ შემდეგი პოსტები: