საგნობრივ კათედრაზე წარდგენილი თემები

Saturday, November 9, 2013

ყველაფერი პირველი ნაბიჯით იწყება!

  • ადამიანის ცხოვრებაში  რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპი გამოიყოფა: დაბადება, ბავშვობა, ახალგაზრდობა და  სიბერე. ყველა ამ საფეხურს კი თავისებური ხიბლი აქვს. თითოეულ ჩვენგანს მოზრდილობისას სათვალე გვიკეთია და არაფერ მნიშვნელოვანზე არ ვფიქრობთ, გარდა ჭამის, გართობისა და ძილისა. პრობლემები უფროსების ჩარევით გვარდება და მომავალიც ისეთი წარმოგვიდგენია, როგორიც ადრეული წლები, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ ხდება. ოდესმე ვიხსნით სათვალეს და ჩვენს პრობლემებს პირისპირ ვეჯახებით. არ უნდა შეგეშინდეთ შეცდომის დაშვებისა და რისკის გაწევის. გახსოვდეთ, რომ ყველაფერი პირველი ნაბიჯით იწყება! 
    წარმატების მოპოვებისთვის აუცილებლია ნებისმიერ დროს ცხოვრების თავიდან დაწყება, რადგან ერთი დაცემით არაფერი მთავრდება. პარადოქსია, მაგრამ გამოკითხვებმა აჩვენა, რომ უმეტეს შემთხვევაში ყველაზე წარმატებულ კარიერას ის პიროვნებები იქმნიან, რომლებიც ყველაზე ხშირად განიცდიდნენ მარცხის სიმწარეს.

    “თუ მარცხის შიში დაგეუფლათ, მაშინ იცოდეთ, რომ წარმატებას ვერ მიაღწევთ, რადგან მარცხის შიში წარმატებას ხელიდან გაცლით და არ გაძლევთ საშუალებას იაროთ მიზნისაკენ. აუცილებლად უნდა გჯეროდეთ, რომ თქვენ მიაღწევთ დასახულ მიზანს. არ უყუროთ სხვების მარცხს ! თქვენ გაქვთ თქვენი შესაძლებლობები, სხვებს კი თავიანთი შესაძლებლობები. თუ სხვებმა ვერ შეძლეს წარმატების მოპოვება, მაშინ ეს მათი ბრალია. რადგანაც სხვებმა ვერ მიაღწიეს მიზანს, ეს იმას არ ნიშნავს ,რომ თქვენც ვერ შეძლებთ ამას. იქ, სადაც სხვები მარცხს განიცდიან, თქვენ შეიძლება გამარჯვება მოიპოვოთ.”
    მიუხედავად იმისა, თუ როგორ გრძნობთ თავს, ეცადეთ, ღირსეულად გამოიყურებოდეთ და მოიქცეთ ისე, როგორც იღბლიანი ადამიანი მოიქცეოდა. არასდროს მიატოვოთ თქვენ მიერ წამოწყებული საქმე. ასეთ შემთხვევაში უბრალოდ ვერ შევძლებთ ცხოვრების რაღაც ეტაპზე გამარჯვებას, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება მომავლის მოწყობისა და პიროვნული გაზრდისთვის. შეეცადეთ, ყოველთვის იფიქროთ პოზიტიურად, პოზიტივი უფრო გაგიადვილებთ საქმეს და, რაც მთავარია, არ აჩქარდეთ.

    ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია მიიღოთ გადაწყვეტილებები, ამიტომ ისწავლეთ შეცდომებზე და გამოასწორეთ ყოველივე ნაკლი. დატკბით თითოეული წუთით, გახადეთ ცხოვრება მხიარული და საინტერესო.. იბრძოლეთ თქვენი მიზნისთვის და არასოდეს დანებდეთ. ასე ნელ-ნელა ჩამოყალიბდებით ძლიერ პიროვნებად და აქედან წარმატების მიღწევამდე სულ რაღაც ნახევარი ნაბიჯია. თუ თქვენ მართლა აღიჭურვებით ნებისყოფითა და საკუთარი სირთულეების გადალახვის სურვილით, გჯეროდეთ, წარმატება დიდხანს არ დააყოვნებს.


    Guja Kakhadze ·  Top Commenter · Tbilisi, Georgia
    უამრავი მეცნიერული კვლევა ჩატარებულა და ყველა ერთ მიზანს ემსახურება, როგორ გავიმარტივოთ ცხოვრება. აღმოჩნდა რომ ამისათვის საჭიროა: 1) რადგან უარყოფითი აზრები ჩვენს ორგანიზმს ანგრევს, ვეცადოთ ვიფიქროთ მხოლოდ პოზიტივზე; 2) კარიერის დასაგეგმად გავაცნობიეროთ როგორი სამუშაო მოგვანიჭებს სიამოვნებას. გადავწყვიტოთ ბევრი ფულის შოვნა გვინდა თუ ძალიან ბევრის; 3) მუდმივად ვიფიქროთ საკუთარ და გარშემომყოფთა ჯანმრთელობაზე. ვიყოთ ფიზიკურად აქტიური და ხშირად გავიღიმოთ; 4) ადამიანი არ არის მხოლოდ ფიზიკური არსება. ვიფიქროთ სულის სიჯანსაღეზე. ხშირად ვიკითხოთ ბიბლია და მივეჩვიოთ განუწყვეტელ ლოცვას; ეს არის მცირე ნაწილი ჩემი მეთოდიდან, რომელიც ბევრმა მშობელმა თავისი მოზარდი შვილის ხასიათის გამოსასწორებლად გამოიყენა. ჩემთან ბავშვები 5 წლიდან მოჰყავთ, რომელთაც ვასწავლი თუ როგორ გახდნენ ფიზიკურად, გონებრივად, ფსიქიურად და სულიერად ჯანმრთელები. თქვენც იგივეს გისურვებთ!

    • Chokolada Choka · Tbilisi, Georgia
      gamarjoba bato guja,dghes ert-ert statiashi gavecani mkurnalobis tqven metods ramac dzalian damaineresa,myavs disshvili romelsac daudgines cerembraluri damblis sawyisi nishnebi,bavshvi 5 wlisaa,gonebrivad saghia,uWirs gadaadgileba,mainteresebs tu shesadzlebelia tqveni metodit msgavsi problemis mogvareba,winaswar didi madloba.

    • Guja Kakhadze ·  Top Commenter · Tbilisi, Georgia
      Chokolada Choka შესაძლებელია და ძალიან ადვილად. დამიკავშირდით TEL: 591 287 212;

    • Marika Jakeli · DOP menejeri at Istoriuli Muzeumi
      როცა რეცეპტი მზადაა, რა უნდა მის შესრულებას? :)

    • Chokolada Choka · Tbilisi, Georgia
      dzalian didi madloba batono guja,aucileblad dagikavshirdebit:)

    • Marina Broladze · Aténi, Kikladhes, Greece
      გაიხარეთ

    • Manana Baratashvili · Georgian Technical University
      batono guja .ufalma gagadzlierot!madlobt ,rom arsebobt,cxovreba martlac mshvenieria.yvelas gisurvebt sulier silamazes!

  • Jondo Muradashvili · Goris universiteti
    თუ არ დაიჩაგრე როგორ უნდა გაძლიერდე ? ამ ბლოგის ნააზრევი ხატავს: სიკეთის დაძლევას სიკეთით რაც სრული სისულელეა. ბოროტებას თუ ვერ იგებ სიკეთე საიდან უნდა გაიგო და შეიგრძნო? ასეთი აზროვნება (როგორც სიკეთის დაზლევა სიკეთით) ქმნის ადამიანთა სრულ მორჩილებასა და მონობას . ამბლოგზე სულ სიკეთეზე , სილამაზეზე,სიყვარულზე საუბრობთ და ერთხელ იქნებ დაწეროთ თუ საიდან მოდის ყოველივე ეს ? მივექანებით მონობისკენ ყველანი ერთად.

    • Marina Gonashvili · Works at 122 School
      Sruli simartlea. Sakutari gamocdilebit vambob. Vcdilob ase vicxovro da martlac miadvildeba cxovreba. Cxovreba xom mshvenieriaaaaa!

    • Tem Log
      პოსტში იგულისხმება, რომ მიმტევებლობა საუკეთესო გამოსავალია ადამიანის ჩამოყალიბებისა და სულიერი წვრთნისთვის. აუცილებელია, ძველი წყენა უბრალოდ ვაპატიოთ მეგობარს, ნათესავს ან სხვა, ნებისმიერ პიროვნებას.

      შესაძლებელია რთულია, მაგრამ აუცილებელიც კია, რომ წყენა გულში არ დავიბუდოთ. პირადი ცხოვრებისა და კარიერის ღირსეულად წარმართვისთვის დიდი ინვესტიციის ჩადება გვმართებს საკუთარ თავში. ერთია, როცა ოცნებობ გახდე ახალი ბილ გეითსი და მეორე - რამდენად შემზადებული ხარ გაიარო ურთულესი გზა წარმატების მისაღწევად. 

      • Mari Gelovani Creation ·  Top Commenter · Tbilisi, Georgia
        პირადი ცხოვრებისა და კარიერის ღირსეულად წარმართვისთვის დიდი ინვესტიციის ჩადება გვმართებს საკუთარ თავში.

        • Mari Gelovani Creation ·  Top Commenter · Tbilisi, Georgia
          საკუთარი თავის სიბრალული, წყენა გაიძულებთ წრეზე იბრუნოთ და როდემდე:)).

          • Lali Boyoveli · Tbilisi State University
            კარგი რჯევაა,მაგრამ წარსულის დავიწყება არც ისე ადვილია.გმადლობტ!

            • Xatia Narmania ·  Top Commenter
              პატიება ყველაზე ძლიერ ადამიანს შეუძლია.

              • Beso Ketiladze ·  Top Commenter · Works at Megatechnica [მეგატექნიკა]
                ratom momwons es gverdi ase dzann? :( :D... mixaria rom qartul internetsivrceshi aris gansxvebuli gverdi romelic adamians martlac rom warmatebisken ubidzgebs. P.s tqven tu egre gaagrdzlet male tqveni gverdis mtavari redaqtori me gavxdebi :P :P :P

                • ინგა ქევხიშვილი ·  Top Commenter · უბრალო მოლარე at თბილისის ერთ-ერთი მაღაზია
                  rodesac cxovrebas gingreven, rogor ginda rom apatio?
                  ubralod dro yvelafris mkurnalia the sheidzleba tkivili odnav gaayuchos. aset shemtxvevashi patieba dznelia, dzalian dzneli.

                  • ნათია ათუაშვილი ·  Top Commenter
                    Good!! :)))

                    • Mari Gelovani Creation ·  Top Commenter · Tbilisi, Georgia
                      კარგია :)

                    No comments:

                    Post a Comment

                    შეიძლება მოგეწონოთ შემდეგი პოსტები: