საგნობრივ კათედრაზე წარდგენილი თემები

Sunday, March 15, 2015


                       ინტეგრირებული-სამოდელო                                          გაკვეთილი


 

        2014  წელი უკავშირდება შექსპირის 450 წლის იუბილეს. ამ ფაქტს გამოვეხმაურეთ ინტეგრირებული გაკვეთილით.



  ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა საზღვარგარეთის ლიტერატურასა და                                                                                  ინგლისურში



1



2




3


 გაკვეთილის თემა



ინტეგრირებული საგნები 



საფეხური და კლასი


ახალგაზრდა ადამიანის პრობლემა უილიამ შექსპირის "ჰამლეტის"მიხედვით
       

საზღვარგარეთის ლიტერატურა და ისტორია

მასწ.:ნინო ჩუტკერაშვილი, ლია ყაულაშვილი


მე-11(საშუალო)


შენიშვნა

4



მოსწავლეთა რაოდენობა
              
     20მოსწავლე



5
განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა
         

0


6

მოსწავლეთა ორგანიზება
მთელ კლასთან
  
და   ჯგუფებში



























7





















გაკვეთილის მიზნები

საგნების მიხედვით



         და 

ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები




    
        
                           ლიტერატურა
  •          ტექსტის წვდომა-გააზრების უნარის შემოწმება;
  •          ტექსტის ინტერპრეტაციის უნარის განვითარება;
  •          ტექსტში ავტორის სათქმელის გამოკვეთა;
  •          წერის უნარ-ჩვევის განვითარება.            

                        შედეგები
        
         ქართ.მე11.1.მოსწავლე წარმოადგენს საჯარო მოხსენებას კონკრეტული მიზნით კონკრეტული აუდიტორიის წინაშე.
  •       მკაფიოდ,ცხადად და გასაგებად აყალიბებს განსახილველი საკითხის არსს, პრობლემის განმსაზღვრელ ასპექტებს და საკუთარ მოსაზრებას.
ქართ.მე11.5.მოსწავლე კითხულობს და აანალიზ-
     ებს სხვადასხვა პერიოდის ტექსტებს მათში ასახული ინფორმაციის,თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით.
  •      მსჯელობს იმაზე, თუ როგორ განსაზღვრავს  კონკრეტული ეპოქა ლიტერატურულ თემებს, იდეებს, პრობლემატიკას და ინფორმაციის სპეციფიკურობას;
   ქართ.მე-11.9.მოსწავლე წერს მხატვრული ნაწარმოების ანალიზს.
  •         მსჯელობს ავტორის პოზიციისა და იმის შესახებ, როგორ გამოიხატება ეს პოზიცია ნაწარმოებში.
            

                         ინგლისური ენა

       უცხ.ს.8.6. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს ტექსტი სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით.
      უცხ.ს.8.15.მოსწავლე ფლობს და მეტყველებისას იყენებს ენობრივ-გრამატიკულ უნარ-ჩვევებს.
      უცხ.ს.8.14.მოსწავლეს შეუძლია საუბარი მისთვის  საინტერესო(სასურველ თემაზე(ფილმზე, საყვარელ გადაცემაზე, გმირზე და სხვა).


                    მიზანი მიღწეულია

  •         თუ მოსწავლე გამოყოფს წამყვან და შემაჯამებელ აბზაცებს, ამოიცნობს აზრობრივი გადაბმის ენობრივ-გრამატიკულ საშუალებებს;
  •       თუ მოსწავლე საკომუნიკაციო სიტუაციის შესაბამისად იყენებს ნასწავლ ენობრივ კონსტრუქციებს;
  •       თუ მოსწავლე აკონკრეტებს საუბრის თემას, აკეთებს მცირე რეზიუმეს ნანახის, მოსმენილის გარშემო.








8





თანმიმდევრობა





1. კლასის ორგანიზება -1წთ.

              A.ფაზა-გამოწვევა  
  • სასწავლო მიზნისა და მოლოდინის განსაზღვრა;
  • შინაარსთან დაკავშირებული წინარე ცოდნისა და გამოცდილების გააქტიურება;
  • წინარე ცოდნის არაფორმალური შეფასება;
  • პოზიტიური განწყობის შექმნა, ყურადღების კონცენტრირება. 
აქტივობა 1. სლაიდების ჩვენება, რაც ემსახურება მოტივაციის გაღვივებას.(48წმ)

          B.ფაზა-ახალი ცოდნის კონსტრუირება
  • ძირითადი საკითხებისა და ქვესაკითხების გამოკვეთა;
  • გაკვეთილისადმი პიროვნულიკავშირების გამოკვეთა;
  • შეკითხვების დასმა შინაარსთან დაკავშირებით;
  • მოლოდინების გადახედვა და რეალურ პროცესთან შედარება.
  აქტივობა 2. მინი ლექცია- მოსწავლეს გავაცნობთ ჰამლეტის სულის ტკივილს, ადამიანად ყოფნის სევდას-3წთ.

აქტივობა3.კითხვა-პასუხი
ა)მიშელ მონტენის სიტყვებიდან("ყველაზე სუსტი და უმწეო არსება ადამიანია და ამავე დროს ყველაზე გულზვიადი. იგი ხედავს და გრძნობს ,თუ როგორ ცხოვრობს ამ ქვეყნის ტალახსა და სიბინძურეში, მილურსმული და მიჯაჭვული სამყაროს ყველაზე უხეირო, ყველაზე უსიცოცხლო ნაწილზე, შენობის ყველაზე დაბალ საფეხურზე, ყველაზე შორს ზეცის თაღიდან და თავის თავს სამყაროს მეუფეს ეძახის, თუმცა კი ამ სამყაროს პატარა ნაწილის შეცნობაც არ შეუძლია...) გამომდინარე, ზეცისაგან შორს ყოფნას ჰამლეტიც ხომ არ დაუფიქრებია?
ბ)აჩრდილი ჰამლეტის დაძაბული გონების ნაყოფია. მისი გამოჩენა უფლისწულისა და მისი მეგობრების ფიქრებსა და ეჭვებს  გამოხატავს. ამიტომ არის, რომ სწორედ ჰამლეტი და მისი თანამოაზრეები ხედავენ მას. თქვენი აზრით, მამის აჩრდილის გამოჩენა ჰამლეტის სულში მომწიფებული უნდობლობის ჩვენებაა, თუ მისი არსებობა რეალურად შესაძლებელია?
გ)ცნობილი ფილოსოფოსი ელიოტი "ჰამლეტს" სუსტ ნაწარმოებად თვლიდა. ამის მიზეზად ასახელებდა ემოციის არასწორად წარმართვას-ჰამლეტს აღძრავს მრისხანება, რაც გამოწვეულია დედის საქციელით, არადა ნაწარმოებიდან ჰამლეტის მოსაზრება ცნობილია: ყველაფერი ღვთის ნებაა და ადამიანი უნდა დაემორჩილოს მას. როგორ ფიქრობთ დაამარცხებს ამ პრობლემასთან შეჭიდება ჰამლეტს? ან იზიარებთ ელიოტის მოსაზრებას?
დ)"ჰამლეტში" მთავარია შურისძიების ადათი. რამდენიც უნდა იფილოსოფოსოს ჰამლეტმა, ადათი უნდა შეასრულოს. არა მარტო იმიტომ უნდა იძიოს შური, რომ მამა მოუკლეს, არამედ იმიტომაც, რომ ტახტი წაართვეს.თქვენი აზრით, შურისძიების სურვილით ჰამლეტი ხომ არ უპირისპირდება უფლის კანონს: "შურისგება ჩემია და მე მივაგო თქვენ წილ". და ხომ არ არის ამის გამო დასაღუპად განწირული პერსონაჯი?
ე)შურისძიება მოკლავს ჰამლეტისა და ოფელიას სიყვარულს. ჰამლეტმა უნდა აირჩიოს: ან ოფელია და მისი სახით სიყვარული, ცოლი და მომავალი, ან აჩრდილი და მისი სახითფესვები, მამა, წარსული! რომელ არჩევანს მოუწონებდით ჰამლეტს და რატომ?
ვ)ჰამლეტი უნებურად კლავს პოლონიუსს და კიდევ უფრო მეტად შორდება საყვარელ არსებას, კლავს მეფესაც. იქნებ ეს ყველაფერი კანონზომიერია? ადათი შესრულდა! შურისგება მოხდა! ახლა საკითხავია, თქვენ როგორ შეხედავთ ამას თანამედროვე პოსტმოდერნისტული თვალსაზრისით?

აქტივობა4.დისკუსია                  (20წთ)
აქტივობა 5. ჯგუფური მუშაობა-კლასი დავყავი 3 ჯგუფად, დავურიგე მუშაობისათვის საჭირო მასალა და ინსტრუქცია.(10წთ)
 1-ლი ჯგუფი-ცნობილი ფილოსოფოსი კოლრიჯი აღფრთოვანებულია "ჰამლლეტით" და მიიჩნევს, რომ ნაწარმოებში რეალურსა და წარმოსახვით სამყაროებს შორის ბალანსი დარღვეულია. როგორ ახსნით ამ მოვლენას?
მე-2 ჯგუფი-ჰამლეტი იგივე განდეგილია თავისიანთა შორის რომელნიც მათი ცოდვილი ბუნების გამო გაუცხოვდნენ მისთვის. გაიხსენეთ ილია ჭავჭავაძის განდეგილი და იმსჯელეთ მათ მსგავსება- განსხვავებაზე.
 მე-3 ჯგუფი- შეძლებს თუ არა ჰამლეტი "სახსრებნაღრძობი დროის" გასწორებას?
C ფაზა-რეფლექსია
  • ძირითადი იდეების შეჯამება;
  • ჩამოყალიბებული შეხედულებების გაზიარება;
  • პიროვნული გამოხმაურება;
  • მიღებული ცოდნის მნიშვნელობისა და სარგებლიანობის განსაზღვრა;
  • სასწავლო პროცესში საკუთარი მონაწილეობის განსაზღვრა.
აქტივობა6.პრეზენტაცია(20წთ.)--- თითოეული ჯგუფი წარმოადგენს გაკვეთილზე შესრულებულ სამუშაოს.

 
შემდეგი 20წთ-ის განმავლობაში ინგლისურის მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს ფილმის ნაწყვეტებს და მიმდინარეობს მსჯელობა ამ ეპიზოდების ირგვლივ.
აქტივობა7-გაკვეთილის შეჯამება(3წთ)აქტივობა8.შეფასება წინასწარ გამზადებული სქემით(2წთ)აქტივობა9.საშინაო დავალება(1წთ)

7

                   შეფასება
მოსწავლეები შეფასდებიან პრეზენტაციითა და კითხვებზე პასუხის გაცემით.


8


 სასწავლო რესურსები
  • ცარცი, დაფა , მარკერები, მე-12 კლასის ისტორიისა და ლიტ-ის სახელმძღვანელოები,ილუსტრაციები, სქემები.



                                                რუბრიკები
                      ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა

9-10
მოსწავლე მზად არის მაქსიმალურად შეიტანოს საკუთარი წვლილი ჯგუფის მუშაობაში და მიაწოდოს მას რაც შეიძლება მეტი გამოსადეგი იდეა.მას ყოველთვის შეუძლია ჯგუფის სხვა წევრების წინადადებებს მოუსმინოს, გაითვალისწინოს და განავითაროს.
7-8
მოსწავლე მზად არის შეიტანოს საკუთარი წვლილი ჯგუფის მუშაობაში. მას უმეტესწილად შეუძლია ჯგუფის სხვა წევრების წინადადებებს მოუსმინოს, გაითვალისწინოს და განავითაროს.
5-6
მოსწავლე ნაწილობრივ არის მზად შეიტანოს საკუთარი წვლილი ჯგუფის მუშაობაში.იგი ხშირად უსმენს სხვა წევრების წინადადებებს,ითვალისწინებს და ცდილობს მათ განვითარებას.
3-4
მოსწავლეს იშვიათად შეაქვს საკუთარი წვლილი ჯგუფის მუშაობაში.იგი იშვიათად უსმენს ჯგუფის სხვა წევრების წინადადებებს, ნაკლებად ითვალისწინებს და თითქმის არ ცდილობს მათ განვითარებას.
1-2
მოსწავლეს თითქმის არ შეაქვს წვლილი ჯგუფის მუშაობაში. იგი არ უსმენს, არ ითვალისწინებს და არ ცდილობს ჯგუფის სხვა წევრების წინადადებების  განვითარებას.



          
                           ინდივიდუალური შეფასების სქემა
                                    

გვარი სახელი
დიქცია 2
რეგლამენტი 2
საინტერესო არგუმენტები3
დამაჯერებელი თხრობა 3
ქულა







                                              ფოტო და ვიდეომასალა















                                  


             ინტეგრირებული გაკვეთილის ანგარიში   



გაკვეთილის ჩატარების დღე: 27 თებერვალი

სკოლა: აგარის საჯარო სკოლა

კლასი-მე11

საგნები: საზღვარგარეთის ლიტ-რა და ინგლისური ენა

თემა: ახალგაზრდა ადამიანის პრობლემა შექსპირის "ჰამლეტის" მიხედვით




                                              მისაღწევი შედეგები

  • შეძლონ გარკვეული ეპოქის მხატვრული ტექსტის გაანალიზებისა და მასში ასახული ინფორმაციის, თემების,იდეებისა და პრობლემატიკის გააზრება;
  • კრიტიკული აზროვნებისა და მსჯელობის უნარის განვითარება.

                             საკვანძო მეთოდები/სტრატეგიები:
  • ტექსტზე მუშაობა;
  • ნაწარმოებში კონფლიქტის არსის განსაზღვრა;
  • პერსონაჯთა კონფლიქტთან დამოკიდებულების გაანალიზება;
  • წერილობით გადმოცემა ავტორის დამოკიდებულებისა ნაწარმოებში ასახულ ფასეულობებსა და შეხედულებებთან დაკავშირებით.
                 რამდენად მივაღწიეთ გაკვეთილის შედეგს:

 მოსწავლეებმა მიაღწიეს შედეგს, შეძლეს ახალგაზრდა ადამიანის პრობლემის გამოკვეთა.


                                  
             გაკვეთილის მსვლელობისას სამოქმედო გეგმა არ შეცვლილა!   


           რას შევცვლიდი ამ გაკვეთილის ხელახლა ჩატარების შემთხვევაში? 

ამ გაკვეთილის ხელახლა ჩატარების შემთხვევაში მოსწავლეებს პარალელებს გავავლებინებდი ჰემინგუეის,ფოლკნერის, გოლზუორთის ნაწარმოებებთან და გამოვაკვეთინებდი ახალგაზრდა გმირის პრობლემას.            





მასწავლებელი: ნინო ჩუტკერაშვილი




















No comments:

Post a Comment

შეიძლება მოგეწონოთ შემდეგი პოსტები: