საგნობრივ კათედრაზე წარდგენილი თემები

Wednesday, February 18, 2015





                                        ჯგუფური   მუშაობა
           
                                                       
                                                                                        
                          





   
     ჯგუფური მუშაობის მეთოდს ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე, რომელიც ეფუძნება კონსტრუქტივიზმის პრინციპებს.  




გაკვეთილის თემა: აკაკი წერეთლის  "სულიკოს" პრობლემატიკა

                                            


                              გაკვეთილის მიზანი: 

  • მსჯელობის უნარის განვითარება;
  • მხატვრული ტექსტის ინტერპრეტაციის უნარის განვითარება;
  • თანამშრომლობისა და სოციალიზაციის უნარის განვითარება.

     
                          გაკვეთილის მსვლელობა:
  • ჯგუფები დავაკომპლექტე არაერთგვაროვნად- თითოეული ჯგუფი შევადგინე განსხვავებული აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებით;
  • ნათლად განვსაზღვრე ინსტრუქციები;
  • მოსწავლეებს წარვუდგინე შესასწავლი თემა.

                       ღვთისმეტყველების ჯგუფი







                               ისტორიკოსების ჯგუფი







                                ფილოლოგების ჯგუფი






                            მოსამზადებელი სამუშაოები:

  • რესურსების მომარაგება;
  • შესაბამისი წინაპირობის შექმნა;
  • მასწავლებელს მზად უნდა ჰქონდეს საჭირო რაოდენობის დავალებები, რომლებიც ისე იქნება შერჩეული, რომ ხელი შეუწყოს მოსწავლეთა თანამშრომლობის ჩამოყალიბებას.

        ჯგუფური მუშაობის დამთავრებისას მასწავლებელმა კლასს უნდა გააცნოს მუშაობის შედეგები და შეფასების მთელი პროცესი.

     


                                              შედეგები


         ამ მეთოდის გამოყენებით მოსწავლეები შეძლებენ:
  • წარმოადგინონ საჯარო მოხსენება კონკრეტული მიზნით კონკრეტული აუდიტორიის წინაშე;
  • წინასწარ განსაზღვრავს საჯარო გამოსვლის მიზანს;
  • მკაფიოდ, ცხადად და გასაგებად აყალიბებს განსახილველი საკითხის არსს, პრობლემის განმსაზღვრელ ასპექტებს და საკუთარ მოსაზრებას;
  • საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად იყენებს ციტატებს მხატვრული ნაწარმოებიდან, რითაც ხელს უწყობს მთავარი იდეის გამოკვეთას.

                       პრეზენტაციის ამსახველი ვიდეო მასალა





               ჯგუფური მუშაობის დადებითი მხარეები:


  • ხელს უწყობს თანამშრომლობისა და სოციალიზაციის უნარის განვითარებას;
  • ჯგუფური მუშაობისას მოსწავლეებს უფრო რთული ამოცანის გადაწყვეტა შეუძლიათ, რადგან ჯგუფში არსებული ცოდნა და უნარები აღემატება იმ ცოდნას, რომელიც შეიძლება ცალკეულ მოსწავლეს გააჩნდეს;
  • მოსწავლეებს უვითარდებათ ემპათიის გრძნობა;
  • მოსწავლე სწავლობს სხვისი აზრის გათვალისწინებას.


                                      უარყოფითი მხარეები:

  • ჯგუფური მუშაობა ხელს უშლის დამოუკიდებლად სწავლას;
  • ჯგუფში შეიძლება გაჩნდეს ლიდერი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მასზე დამოკიდებულებადა მისი აზრის უკრიტიკოდ მიღება;
  • ჯგუფური მუშაობის დროს რთულია თითოეული მოსწავლის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასება, ვიღაც შეიძლება სხვის ხარჯზე გავიდეს ფონს.

 გამოსავალი: ეფექტურია, თუ მასწავლებელი თვითონ გაუნაწილებს მოსწავლეებს დავალებებს, შემდეგ კი შეაფასებს მათ, როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად.

           
ფუნქციები ჯგუფში ასე შეიძლება განაწილდეს:

  • ერთი ან რამდენიმე მოსწავლე იქნება პრეზენტატორი;
  • მკვლევარი;
  • ტექნიკური დირექტორი(ამარაგებს რესურსებით ჯგუფს);
  • აღმწერი(ინიშნავს ჯგუფის მუშაობის საფეხურებს, ხარვეზებს და მიღწევებებს.)

                    ჯგუფური მუშაობის რუბრიკა


         


9-10
მოსწავლე მზად არის მაქსიმალურად შეიტანოს საკუთარი წვლილი ჯგუფის მუშაობაში და მიაწოდოს მას რაც შეიძლება მეტი გამოსადეგი იდეა.მას ყოველთვის შეუძლია ჯგუფის სხვა წევრების წინადადებებს მოუსმინოს, გაითვალისწინოს და განავითაროს.
7-8
მოსწავლე მზად არის შეიტანოს საკუთარი წვლილი ჯგუფის მუშაობაში. მას უმეტესწილად შეუძლია ჯგუფის სხვა წევრების წინადადებებს მოუსმინოს, გაითვალისწინოს და განავითაროს.
5-6
მოსწავლე ნაწილობრივ არის მზად შეიტანოს საკუთარი წვლილი ჯგუფის მუშაობაში.იგი ხშირად უსმენს სხვა წევრების წინადადებებს,ითვალისწინებს და ცდილობს მათ განვითარებას.
3-4
მოსწავლეს იშვიათად შეაქვს საკუთარი წვლილი ჯგუფის მუშაობაში.იგი იშვიათად უსმენს ჯგუფის სხვა წევრების წინადადებებს, ნაკლებად ითვალისწინებს და თითქმის არ ცდილობს მათ განვითარებას.
1-2
მოსწავლეს თითქმის არ შეაქვს წვლილი ჯგუფის მუშაობაში. იგი არ უსმენს, არ ითვალისწინებს და არ ცდილობს ჯგუფის სხვა წევრების წინადადებების  განვითარებას.






მასწავლებელი: ნინო ჩუტკერაშვილი











No comments:

Post a Comment

შეიძლება მოგეწონოთ შემდეგი პოსტები: