საგნობრივ კათედრაზე წარდგენილი თემები

Saturday, November 9, 2013

ანსამბლი თორდა: ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ხალხური ტრადიციები

საქართველოში არც თუ ისე ბევრი ფოლკლორული ჯგუფი გვყავს. ჩვენი ქვეყნის ხახლურ შემოქმედებას კი განსაკუთრებული ყურადღება, ფაქიზად მოპყრობა სჭირდება. რა სჯობს "მრავალჟამიერს", "ჩაკრულოს", "სამშობლოს'' მოსმენას... თითოეული სიმღერა ქვეყნის ძირძველ ტრადიციებს განავრცობს და პატრიოტიზმს გითესავს სულის სიღმეში.

რამოდენიმე ხნის წინ გავიგე ქართულ ფოლკლორულ ანსამბლ - "თორდას" შესახებ, რომელიც განსვავებულ ასკობრივ ჯგუფებს მოიცავს და საზოგადოებას ფოლკის ჟანრში ეცნობა. მათი უახლოესი გეგმებსა და ზოგადად ანსამბლის დაასრების თაობაზე გვესაუბრა "თორდას" აქტიური წევრი  თაკო გოგილაშვილი და ხელმძღვანელი თამარ ალადაშვილი.

ანსამბლ "თორდას" შემადგენლობა
- მოგესალმებით თაკო, რამდენი ხანია, რაც ანსაბლი "თორდა" არსებობს?

- ასნამბლი ჯერ მხოლოდ ერთი წელია, რაც დაარსდა. 

- მაინტერესებს, რა არის თქვენი მიზანი და რომელ ასკობრივ ჯგუფებს აერთიანებთ? 

- ასაკობრივი ჯგუფები ჩვენთან ბევრია, 12 წლამდე, 14-დან ზემოთ და მოსამზადებელი, შერეული ჯგუფები... მიზანი კი ის გახლავთ, რომ ვაკეთოთ ნამდვილი ქართული საქმე.  არ დავკარგოთ და გავაცოცხლოთ ჩვენი კულტურა და ტრადიციები, რომლებიც სიმღერებში მკვეთრად ისახება.

- თქვენს უახლოეს გეგმებზე მომიყევით, აპირებთ თუ არა ანსამბლის გაფართოებას? 

- გაფართოებას რაც შეეხება, ანსამბლის შემადგენლობა შეიძლება შეიცვალოს, თუმცა იმედი მაქვს, რომ ვინც ბოლომდე მოგვყვება, ის დარჩება ანსამბლის საბოლოო სახედ! 

- ზოგადად მაინტერესებს, დიდ როლს თამაშობს მუსიკალური საქმიანობა თქვენს ცხოვრებაში? 

- ჩემს ცხოვრებაში უკვე დიდი ადგილი უკავია ამ ყველაფერს და ვერც წარმომიდგენია არსებობა "თორდას" გარეშე.

- ყველაზე დამამახსოვრებელ მოვლენას ხომ ვერ გაიხსენედბით გუნდის საქმიანობის ისტორიის მანძილზე? 

- რა თქმა უნდა, გავიხენებ პირველ კონცერტს ბაკურიანში, შემდეგ ბათუმში გვქონდა ორ-დღიანი გასვლა საქველმოქმედო კონცერტზე, სადაც არაჩვეულებრივი მოგონებები და მეგობრები შევიძინეთ. ნელ-ნელა მრავლდება ჩვენი სამახსოვრო ფაქტები. ამავდროულად სიღნაღს შევევხები, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის ჩავატარეთ კონცერტი, საოცარი ემოციებით სავსე დღე გამოვიდა. ასევე ანსამბლის ხელმძღვენელის დისკის პრეზენტაციაზე ჩვენი გამოსვლა გახლდათ სასიამოვნო ფაქტი...

მეგობრები
- და ბოლოს, როგორ ფიქრობთ, რამდენად მუსიკალურია დღევანდელი ახალგაზრდობა? განსაკუთრებით ხალხური მუსიკის თვალსაზრისით. 

- რა თქმა უნდა, მუსიკალური ახლაგაზრდობა გვყავს (ხელმძღვანელი იღიმის) და მივესალმებით ამ ყველაფერს, მთავარია მუსიკალური გემოვნება ხალხურ შემოქმედებაში დაიხვეწოს და არა პირიქით. ხალხური სიმღერები არ უნდა იქცეს სარესტორნო მუსიკად. ამიტომ, რაც მეტს ვისწავლით და შევიძენთ ცოდნას მუსიკალური თვალსაზრისით, ეს ჩვენი თაობისთვის მხოლოდ სასიკეთო ამბავი იქნება.

- დიდი მადლობა და წარმატებებს გისურვებთ!

ინტერვიუს ბოლოს შეგიძლიათ, მოუსმინოთ "თორდას" შემოქმედებას!

ავტორი: თემურ იკოშვილი, წყარო: "თემლოგი"

No comments:

Post a Comment

შეიძლება მოგეწონოთ შემდეგი პოსტები: