არასრულფასოვნების კომპლექსი წარმოადგენს პიროვნების
ჩამოყალიბების სტრუქტურულ დეფექტს.
ეს შეიძლება იყოს, პიროვნების აზრით, გარშემომყოფთა უპირატესობა
მასთან მიმართებაში, გაუცნობიერებელი მოგონება ისეთი მომენტისა, რომელმაც ძლიერი ფსიქოლოგიური გავლენა
მოახდინა ადამიანზე. საბოლოო ჯამში, საქმე
გვაქვს შინაგან შეზღუდვასთან, რამაც შეიძლება შეაფერხოს მოსწავლის წინსვლა.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ
უმთავრესი ბავშვის გონებრივი განვითარების პროცესი და ცხოვრებისადმი
მისი დამოკიდებულებაა, მაგრამ ამის მიღწევა
შეუძლებელია არასრულფასოვნების კომპლექსის
დაძლევის გარეშე. არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, რომ ამ განცდით
ბევრი მოზარდი იტანჯება. ასეთი ბავშვები
სტრესებით შედიან საზოგადოებრივ ურთიერთობაში, უყალიბდებათ სულიერი
კრიზისი, ხშირად ვარდებიან დეპრესიაში,
ზოგჯერ ფიქრობენ თვითმკვლელობაზეც. ამ საკითხთან
დაკავშირებით საინტერესო მოსაზრება აქვს ალფრედ ადლერს-ინდივიდუალური ფსიქოლოგიის
ფუძემდებელს. მისი აზრით, ეს კომპლექსი ყალიბდება ბავშვობაში, როცა ადამიანი აბსოლუტურად
დაუცველია და გადასარჩენად
ეყრდნობა მშობლებს. ეს განცდა
ზოგჯერ ისე ძლიერია, რომ ბავშვს უყალიბდება
უსუსურობისა და სისუსტის
გაზვიადებული შეგრძნება. პიროვნების
ფორმირება კი წარმოუდგენელია ამ კომპლექსის დაძლევის
გარეშე. მართალია, დიდი მნიშვნელობა აქვს მემკვიდრეობითობისა და გარემო ფაქტორების
გავლენას პიროვნების ჩამოყალიბებაში, მაგრამ ინდივიდი
უფრო მეტია, ვიდრე ამ ორი გავლენის შედეგი. ადამიანებს აქვთ შემოქმედებითი ძალა, რომელიც გავლენას
ახდენს: აღქმაზე, მეხსიერებაზე, წარმოსახვაზე, ფანტაზიასა
და ოცნებებზე. მასწავლებელს
დიდი ძალისხმევა სჭირდება ამ ძალის აღმოჩენაში
დაეხმაროს ბავშვს.
სამყაროს იდუმალების
წვდომა, იმის გაცნობიერება, რომ ის სულ სხვაგვარია
და არა ისეთი,
როგორადაც გვესახება, რომ ადამიანებთან ურთიერთობა სიყვარულის
გამოვლინების საშუალებაა, რომ ჩვენი ყოველდღიურობა ის რეალობაა,
რომელიც გრძნობად ინტერპრეტაციათა უწყვეტი
ნაკადისაგან შედგება, შემოქმედებით ძალას აპოვნინებს ბავშვს
საკუთარ თავში და მისი საშუალებით
გაძლიერდება აღქმა, წარმოსახვა, ფანტაზია.
მაგალითად, მარტინ ბუბერი
წიგნში „რწმენის ორი ხატი“ წერს: „ვუყურებ ხეს. მე შემიძლია
იგი ერთგვარ ხატად აღვიქვა: სინათლის
ამრეკლავ ურყევ სვეტად,
ანდა მოვერცხლისფრო, მშვიდი ცის ფონზე მიმოფანტულ
მწვანე ფერის უთვალავ
შხეფად... შემიძლია ის ხეთა გარკვეულ სახეობას
მივაკუთვნო და, როგორც
ამ სახეობის ეგზემპლარი,
მისი აგებულებისა და
ცხოვრების ნირის მიხედვით
შევისწავლო.“ ეს მაგალითი
ცხადყოფს, რომ შინაგან შემოქმედებით
პროცესებთან ჩაღრმავება დაეხმარება
ბავშვს, განახორციელოს შემოქმედებითი
აქტი, რეაგირება მოახდინოს ახალ მოვლენებსა
და სიტუაციებზე. საკუთარი
თავისადმი და გარე სამყაროსადმი კრიტიკული
დამოკიდებულება გაუღრმავებს მოზარდს
აღქმის უნარს, შეაჩვევს
ხედვას და უფაქიზესი
გრძნობების გადმოცემას ასწავლის.
დამოუკიდებელი, კრიტიკული ხედვის
უნარი თანდათან გაღრმავდება, მეტ უშუალობას
გამოიჩენს ბავშვი ადამიანებთან
ურთიერთობაში და, რაც მთავარია,
ეცდება, გაერკვეს საკუთარ
გრძნობებში, დაძლიოს შიში, გათავისუფლდეს ეჭვებისა და
მერყეობისაგან, იპოვოს მტკიცე
საყრდენი.
ამ პრობლემის
მოგვარება ამ კუთხით მასწავლებელს
შეუძლია. ბავშვებს დაცულობის
შეგრძნება უნდა გავუღრმაოთ,
სითბო, თანაგრძნობა და სიყვარული შევთავაზოთ.
კითხვის, წერის , ანგარიშის, უცხო ენის და ა.შ. შესწავლა
მაშინ არის მნიშვნელოვანი, როცა ბავშვებს ეხმარება
გახდნენ უფრო ადამიანურები,
რაც სრულყოფისათვის სწრაფვისკენ
უბიძგებს მათ.
ნინო, ძალიან მომეწეონა ყველა მასალა განტავსებული შენს ბლოგზე. ყოჩაღ.
ReplyDelete