სასწავლო პროექტი
პროექტის სახელწოდება:ზოროასტრიზმი
პროექტის მთავარი იდეა:მოსწავლეებმა მოიძიონ და შეისწავლონ მასალა მაზდეანობის შესახებ.
პროექტის აქტუალობა:მოსწავლეები შეისწავლიან მაზდეანობას, როგორც ერთ-ერთ უძველეს რელიგიას, რომლის სახელწოდება წინასწარმეტყველ ზარატუსტრას სახელს უკავშირდება. ასევე შეისწავლიანცეცხლთაყვანისმცემლობის წარმოშობის ისტორიას, მის რიტუალებს, ზოროასტრული სწავლების შემცველი ტექსტების კრებულის ნაწილებს, უზენაესი ღვთაების-აჰურა მაზდასადმი ადამიანის დამოკიდებულების მნიშვნელობას.

პროექტის მიზნები:მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევა-ძიებისა და ურთიერთთანამშრომლობის უნარი. მუშაობის პროცესში გამოიყენებენ თანამედროვე ისტ-ის საშუალებებს ინფორმაციის მოძიების, დამუშავების, შე- ნახვისა და გამოქვეყნებისათვის.
მოსწავლეთა ასაკი:14-15 წელი; ხანგრძლივობა:3 კვირა;
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ციფრული ფოტოაპარატი,ციფრული ვიდეოკამერა, კომ-პიუტერი, პროექტორი, აუდიო ჩამწერი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
- პროექტის იდეის, მიზნებისა და ვადების გაცნობა.
- ჯგუფებად დაყოფა და დავალებების გადანაწილება.
- კონკრეტული დავალების განსაზღვრულ ვადებში შესრულება და ანგარიშის წარმოდგენა.
- ჯგუფების ეტაპობრივად შემოწმება, შესრულებული დავალებების ანალიზი, დისკუსია და დამატებითი მითითებების, რჩევების მიცემა. საჭიროების შემთხვევაში ჩაუტარდებათ დამატებითი ინსტრუქტაჟი. (მაგ.ისტ-ის საშუალებების ეფექტურად გამოყენების მიზნით).
მოძიებული მასალის დახარისხება.
- საბოლოო შეჯერება და აუდიტორიისათვის წარდგენა. თითოეული ჯგუფი წარადგენს მოძიებულ მასალას აუდიტორიის წინაშე. მასწავლებლის დახმარებით მოსწავლეები შექმნიან ბლოგს, სადაც განათავსებენ მოძიებულ ფოტო, ვიდეო, აუდიო მასალებს.
- შეფასება მოხდება იმის მიხედვით, თუ როგორი იყო მუშაობის პროცესში ჩართულობა და წვლილი.
- საგნებთან~საგნობრივ ჯგუფებთან~ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქ.5.5 მოსწავლე იცნობს და იყენებს სადისკუსიო სტრატეგიებს. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
- ადგენს მარტივ გეგმას ამ მოსაზრებათა წარმოსადგენად.
- სადისკუსიო თემის ირგვლივ ქმნის ან მოიძიებს ვიზუალურ მასალას.
- შედეგი თვალსაჩინოა, თუ: მოსწავლე თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან, დაბის მცხოვრებლებთან; ისმენს და ჩაიწერს სხვის მონათხრობს და თავის წვლილს შეიტანს პროექტის განხორციელებაში.
პროექტის ხელმძღვანელი: ნინო ჩუტკერაშვილი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: n.chutkerashvili@gmail.com
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: n.chutkerashvili@gmail.com
No comments:
Post a Comment