ელექტრონული პორტფოლიო
ნინო ჩუტკერაშვილის ბლოგი
Wednesday, September 9, 2015
Thursday, August 27, 2015
Tuesday, March 17, 2015
ინტეგრირებული- სამოდელო გაკვეთილი ქართულ ლიტ-ში, ისტორიასა და მათემატიკაში
ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა
1
2
3
|
გაკვეთილის თემა
ინტეგრირებული საგნები
საფეხური და კლასი
|
"შინაპარტიკულარიზმი" კ. გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენაში"
ქართული ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია
მასწ.:ნინო ჩუტკერაშვილი, ლია ყაულაშვილი, მარინა ხარშილაძე
მე-12 (საშუალო)
|
შენიშვნა
|
4
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
27მოსწავლე
| |
5
|
განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა
|
0
| |
6
|
მოსწავლეთა ორგანიზება
|
მთელ კლასთან
და ჯგუფებში
| |
7
|
გაკვეთილის მიზნები
საგნების მიხედვით
და
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები
|
ლიტერატურა
მიზნები:
ა) ისტორიულ თემაზე შექმნილი ნაწარმოების ინტერპრეტაციის უნარის განვითარება;
ბ) უკვე შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების ახალთან დაკავშირება;
გ) შეძლოს მსჯელობა, რა მოვლენები უძღოდა შინაპარტიკულარისტულ დაპირისპირებებს გიორგი პირველის პერიოდში;
დ) შეძლოს გაანალიზება ნაწარმოების მხატვრული ელემენტებისა ავტორის პოზიციის გამოსაკვეთად.
ე) თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება გაკვეთილზე ამ კომპონენტების გასამთლიანებ- ლად.
შედეგები:
ქართ.5.12. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ეპოქის, ქვეყნისა და კულტურის ტექსტების გაანალიზება მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით.
ისტორია
მიზნები:
შედეგები:
მათემატიკა
მიზანი:
შედეგები:
| |
8
|
თანმიმდევრობა
| 1. კლასის ორგანიზება -1წთ. A.ფაზა-გამოწვევა
B.ფაზა-ახალი ცოდნის კონსტრუირება
მინილექცია-ისტორიული მიმოხილვა (საქართველოს საშინაო და საგარეო ვითარების შესახებ მე-10---მე-11 საუკ.) (3წთ.) აქტივობა3. კითხვა-პასუხი(5წთ.)
აქტივობა4.(ქართულის მასწავლებლის აქტივობა)(5წთ.) ისტორიულად მომზადდა საფუძველი კ. გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენაში" ასახული შინაპარტიკულარისტული დაპირისპირებების გამოსაკვეთად. მოსწავლეები პასუხობენ შემდეგ კითხვებს ფილმის ნაწყვეტებისა და ტექსტის მიხედვით:
აქტივობა5.(მათემათიკის მასწავლებლის აქტივობა)(5წთ)
მოსწავლეები სლაიდშოუს მეშვეობით წარმოადგენენ სვეტივხოვლის ზომებს, ადარებენ ბაზილიკური ტიპის ტაძარს, რომელიც მდებარეობს აგარის ტერიტორიაზე და მსჯელობენ გეომეტრიული ფიგურების სიმბოლურ დატვირთვაზე: სვეტიცხოველი ჯვრის გეგმაზეა აგებული. შესასვლელში გამოსახულია მართკუთხედი, რომელშიც ჩასმულია ჯვარი. მართკუთხედი ნიშნავდა ხელშეუხებლობასა და დამოუკიდებლობას, ტაძარზე გამოსახული წრე კი აღნიშნავდა თავისუფლებას.(ვიდეომასალა დართული აქვს გეგმას.)
აქტივობა 6. ჯგუფური მუშაობა(10წთ) (კლასი დაყოფილია ისტორიკოსების, ლიტერატორების და მატემათიკოსების ჯგუფებად, რომელთაც ურიგდებათ მუშაობისათვის საჭირო მასალა და ინსტრუქცია.) ისტორიკოსების ჯგუფი: რა თვისებებით უნდა ყოფილიყო დაჯილდოებული გიორგი მეფე ან როგორი საშინაო პოლიტიკა უნდა გაეტარებინა,რომ საქართველოს გაერთიანების საქმეში წარმატებისათვის მიეღწია? ლიტერატორების ჯგუფი: გიორგი პირველმა სვეტიცხოვლის აშენებით ხომ არ ჩაუყარა საფუძველი ღვთაების იდეის გამიწიერებას? თქვენი აზრით, შეკრავდა თუ არა ტაძარი ერთი სულითა და რწმენით ქართლოსის შთამომავალთ? მათემატიკოსების ჯგუფი: სვეტიცხოვლის ზომები რადგან ვიცით, გამოვიანგარიშოთ ფართობი და მოცულობა. შენიშვნა: ისტორიკოსების ჯგუფის მიერ წარმოდგენილი თემა დისკუსიაში გადაიზარდა. C ფაზა-რეფლექსია
აქტივობა 8. ლიტერატურის მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს საკითხით:ამრიგად, შინაპარტიკულარისტული ომები რომანში რელიგიური და პატრიოტული ნიღბის ქვეშ მიმდინარეობს. ქვეყნის მესვეურნი სხვადასხვა იარაღით იცავენ სახელმწიფო ერთიანობის იდეას: არსაკიძე ხელოვნებით ემსახურება ქვეყნის მთლიანობას, მელქისედეკ კათალიკოსი ჯვრის მეოხებით ცდილობს საქართველოს ერთიანობას რღვევა ააცილოს, მეფეთ მეფე გიორგი კი მახვილით ხელში დარაჯობს საქართველოს სახელმწიფოებრივ შეუვალობასა და მთლიანობას.(2წთ.) აქტივობა 9. მოსწავლეები ნახულობენ ფილმის ნაწყვეტს, რომელშიც ასახულია გიორგი მეფის სიკვდილი და ისტორიის მასწავლებელი მუშაობს დასკვნით ნაწილზე. ( ვიდეო დართული აქვს.(5წთ.) აქტივობა 10. მოსწავლეთა შეფასება(2წთ) აქტივობა 11. საშინაო დავალება(1წთ.) | |
7
|
შეფასება
|
მოსწავლეები შეფასდებიან პრეზენტაციითა და კითხვებზე პასუხის გაცემით.
| |
8
|
სასწავლო რესურსები
|
|
ვიდეომასალა
ინდივიდუალური შეფასების სქემა
გვარი სახელი
|
დიქცია 2
|
რეგლამენტი 2
|
საინტერესო არგუმენტები3
|
დამაჯერებელი თხრობა 3
|
ქულა
|
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
9-10
|
მოსწავლე მზად არის მაქსიმალურად შეიტანოს საკუთარი წვლილი ჯგუფის მუშაობაში და მიაწოდოს მას რაც შეიძლება მეტი გამოსადეგი იდეა.მას ყოველთვის შეუძლია ჯგუფის სხვა წევრების წინადადებებს მოუსმინოს, გაითვალისწინოს და განავითაროს.
|
7-8
|
მოსწავლე მზად არის შეიტანოს საკუთარი წვლილი ჯგუფის მუშაობაში. მას უმეტესწილად შეუძლია ჯგუფის სხვა წევრების წინადადებებს მოუსმინოს, გაითვალისწინოს და განავითაროს.
|
5-6
|
მოსწავლე ნაწილობრივ არის მზად შეიტანოს საკუთარი წვლილი ჯგუფის მუშაობაში.იგი ხშირად უსმენს სხვა წევრების წინადადებებს,ითვალისწინებს და ცდილობს მათ განვითარებას.
|
3-4
|
მოსწავლეს იშვიათად შეაქვს საკუთარი წვლილი ჯგუფის მუშაობაში.იგი იშვიათად უსმენს ჯგუფის სხვა წევრების წინადადებებს, ნაკლებად ითვალისწინებს და თითქმის არ ცდილობს მათ განვითარებას.
|
1-2
|
მოსწავლეს თითქმის არ შეაქვს წვლილი ჯგუფის მუშაობაში. იგი არ უსმენს, არ ითვალისწინებს და არ ცდილობს ჯგუფის სხვა წევრების წინადადებების განვითარებას.
|
ინტეგრირებული გაკვეთილის ანგარიში:
გაკვეთილის ჩატარების დღე: 6 მარტი
სკოლა: აგარის საჯარო სკოლა
კლასი: მე-12
საგნები: ლიტერატურა , ისტორია და მათემატიკა
თემა: "შინაპარტიკულარიზმი" კ. გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენაში"
მისაღწევი შედეგები:
- შეძლონ გარკვეული ეპოქის მხატვრული ტექსტის გაანალიზებისა და მასში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის გააზრება;
- კრიტიკული აზროვნებისა და მსჯელობის უნარის განვითარება;
- საკუთარი აზრის წერილობითი გამოთქმის უნარის განვითარება.
საკვანძო მეთოდები/სტრატეგიები
- ნაწარმოებში კონფლიქტის არსის განსაზღვრა;
- პერსონაჯთა კონფლიქტთან დამოკიდებულების გაანალიზება;
- წერილობით გადმოცემა ავტორის დამოკიდებულებისა ნაწარმოებში ასახულ ფასეულობებსა და შეხედულებებთან დაკავშირებით;
- მსჯელობა იმის შესახებ, თუ რა დამოკიდებულება აქვს ავტორს კონკრეტული ისტორიული ეპოქის კულტურული ფასეულობების მიმართ.
ძირითადი სასწავლო რესურსები:
ცარცი, დაფა, მარკერები, მე-12 კლასის ისტორიისა და ლიტ-რის სახელმძღვანელოები, ილუსტრაციები,სქემები, ფორმატის ფურცლები,პროექტორი, კომპიუტერი.
რამდენად მივაღწიეთ გაკვეთილის შედეგს:
მოსწავლეებმა მიაღწიეს შედეგს, შეძლეს ტექსტში ასახული ფასეულობებისა და შეხედულებების ერთმანეთთან შედარება, გააანალიზეს კულტურული, ისტორიული და სოციალური ფასეულობების გავლენა ტექსტსა და მის ინტერპრეტაციაზე, შეძლეს და ამოიცნეს ტექსტში იმ უნივერსალური სიმბოლოების მნიშვნელობა, რომლებიც დამახასიათებელია კონკრეტული ისტორიული ეპოქისათვის და გააანალიზეს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენა ქართული სახელმწიფოს განვითარებაზე.
გაკვეთილის მსვლელობისას სამოქმედო გეგმა თითქმის არ შეცვლილა.
რას შევცვლიდი ამ გაკვეთილის ხელახლა ჩატარების შეთხვევაში?
ამ გაკვეთილის ხელახლა ჩატარების შემთხვევაში გავაუმჯობესებდი მოსწავლეებში თეორიული ცოდნის გამოყენების ხარისხს ნაწარმოების ინტერპრეტაციის დროს და გამოვკვეთდი ისტორიულ თემაზე შექმნილი ნაწარმოების ინტერპრეტაციას თანამედროვე კონტექსტის გათვალისწინებით.
მასწავლებელი: ნინო ჩუტკერაშვილი
Sunday, March 15, 2015
ინტეგრირებული-სამოდელო გაკვეთილი
2014 წელი უკავშირდება შექსპირის 450 წლის იუბილეს. ამ ფაქტს გამოვეხმაურეთ ინტეგრირებული გაკვეთილით.
ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა საზღვარგარეთის ლიტერატურასა და ინგლისურში
1
2
3
|
გაკვეთილის თემა
ინტეგრირებული საგნები
საფეხური და კლასი
|
ახალგაზრდა ადამიანის პრობლემა უილიამ შექსპირის "ჰამლეტის"მიხედვით
საზღვარგარეთის ლიტერატურა და ისტორია
მასწ.:ნინო ჩუტკერაშვილი, ლია ყაულაშვილი
მე-11(საშუალო)
|
შენიშვნა
|
4
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
20მოსწავლე
| |
5
|
განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა
|
0
| |
6
|
მოსწავლეთა ორგანიზება
|
მთელ კლასთან
და ჯგუფებში
| |
7
|
გაკვეთილის მიზნები
საგნების მიხედვით
და
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები
|
ლიტერატურა
ქართ.მე11.1.მოსწავლე წარმოადგენს საჯარო მოხსენებას კონკრეტული მიზნით კონკრეტული აუდიტორიის წინაშე.
ებს სხვადასხვა პერიოდის ტექსტებს მათში ასახული ინფორმაციის,თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით.
ინგლისური ენა
უცხ.ს.8.6. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს ტექსტი სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით.
უცხ.ს.8.15.მოსწავლე ფლობს და მეტყველებისას იყენებს ენობრივ-გრამატიკულ უნარ-ჩვევებს.
უცხ.ს.8.14.მოსწავლეს შეუძლია საუბარი მისთვის საინტერესო(სასურველ თემაზე(ფილმზე, საყვარელ გადაცემაზე, გმირზე და სხვა).
მიზანი მიღწეულია
| |
8
|
თანმიმდევრობა
| 1. კლასის ორგანიზება -1წთ. A.ფაზა-გამოწვევა
B.ფაზა-ახალი ცოდნის კონსტრუირება
აქტივობა 2. მინი ლექცია- მოსწავლეს გავაცნობთ ჰამლეტის სულის ტკივილს, ადამიანად ყოფნის სევდას-3წთ.
აქტივობა3.კითხვა-პასუხი ა)მიშელ მონტენის სიტყვებიდან("ყველაზე სუსტი და უმწეო არსება ადამიანია და ამავე დროს ყველაზე გულზვიადი. იგი ხედავს და გრძნობს ,თუ როგორ ცხოვრობს ამ ქვეყნის ტალახსა და სიბინძურეში, მილურსმული და მიჯაჭვული სამყაროს ყველაზე უხეირო, ყველაზე უსიცოცხლო ნაწილზე, შენობის ყველაზე დაბალ საფეხურზე, ყველაზე შორს ზეცის თაღიდან და თავის თავს სამყაროს მეუფეს ეძახის, თუმცა კი ამ სამყაროს პატარა ნაწილის შეცნობაც არ შეუძლია...) გამომდინარე, ზეცისაგან შორს ყოფნას ჰამლეტიც ხომ არ დაუფიქრებია? ბ)აჩრდილი ჰამლეტის დაძაბული გონების ნაყოფია. მისი გამოჩენა უფლისწულისა და მისი მეგობრების ფიქრებსა და ეჭვებს გამოხატავს. ამიტომ არის, რომ სწორედ ჰამლეტი და მისი თანამოაზრეები ხედავენ მას. თქვენი აზრით, მამის აჩრდილის გამოჩენა ჰამლეტის სულში მომწიფებული უნდობლობის ჩვენებაა, თუ მისი არსებობა რეალურად შესაძლებელია? გ)ცნობილი ფილოსოფოსი ელიოტი "ჰამლეტს" სუსტ ნაწარმოებად თვლიდა. ამის მიზეზად ასახელებდა ემოციის არასწორად წარმართვას-ჰამლეტს აღძრავს მრისხანება, რაც გამოწვეულია დედის საქციელით, არადა ნაწარმოებიდან ჰამლეტის მოსაზრება ცნობილია: ყველაფერი ღვთის ნებაა და ადამიანი უნდა დაემორჩილოს მას. როგორ ფიქრობთ დაამარცხებს ამ პრობლემასთან შეჭიდება ჰამლეტს? ან იზიარებთ ელიოტის მოსაზრებას? დ)"ჰამლეტში" მთავარია შურისძიების ადათი. რამდენიც უნდა იფილოსოფოსოს ჰამლეტმა, ადათი უნდა შეასრულოს. არა მარტო იმიტომ უნდა იძიოს შური, რომ მამა მოუკლეს, არამედ იმიტომაც, რომ ტახტი წაართვეს.თქვენი აზრით, შურისძიების სურვილით ჰამლეტი ხომ არ უპირისპირდება უფლის კანონს: "შურისგება ჩემია და მე მივაგო თქვენ წილ". და ხომ არ არის ამის გამო დასაღუპად განწირული პერსონაჯი? ე)შურისძიება მოკლავს ჰამლეტისა და ოფელიას სიყვარულს. ჰამლეტმა უნდა აირჩიოს: ან ოფელია და მისი სახით სიყვარული, ცოლი და მომავალი, ან აჩრდილი და მისი სახითფესვები, მამა, წარსული! რომელ არჩევანს მოუწონებდით ჰამლეტს და რატომ? ვ)ჰამლეტი უნებურად კლავს პოლონიუსს და კიდევ უფრო მეტად შორდება საყვარელ არსებას, კლავს მეფესაც. იქნებ ეს ყველაფერი კანონზომიერია? ადათი შესრულდა! შურისგება მოხდა! ახლა საკითხავია, თქვენ როგორ შეხედავთ ამას თანამედროვე პოსტმოდერნისტული თვალსაზრისით? აქტივობა4.დისკუსია (20წთ) აქტივობა 5. ჯგუფური მუშაობა-კლასი დავყავი 3 ჯგუფად, დავურიგე მუშაობისათვის საჭირო მასალა და ინსტრუქცია.(10წთ) 1-ლი ჯგუფი-ცნობილი ფილოსოფოსი კოლრიჯი აღფრთოვანებულია "ჰამლლეტით" და მიიჩნევს, რომ ნაწარმოებში რეალურსა და წარმოსახვით სამყაროებს შორის ბალანსი დარღვეულია. როგორ ახსნით ამ მოვლენას? მე-2 ჯგუფი-ჰამლეტი იგივე განდეგილია თავისიანთა შორის რომელნიც მათი ცოდვილი ბუნების გამო გაუცხოვდნენ მისთვის. გაიხსენეთ ილია ჭავჭავაძის განდეგილი და იმსჯელეთ მათ მსგავსება- განსხვავებაზე. მე-3 ჯგუფი- შეძლებს თუ არა ჰამლეტი "სახსრებნაღრძობი დროის" გასწორებას? C ფაზა-რეფლექსია
შემდეგი 20წთ-ის განმავლობაში ინგლისურის მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს ფილმის ნაწყვეტებს და მიმდინარეობს მსჯელობა ამ ეპიზოდების ირგვლივ.აქტივობა7-გაკვეთილის შეჯამება(3წთ)აქტივობა8.შეფასება წინასწარ გამზადებული სქემით(2წთ)აქტივობა9.საშინაო დავალება(1წთ) | |
7
|
შეფასება
|
მოსწავლეები შეფასდებიან პრეზენტაციითა და კითხვებზე პასუხის გაცემით.
| |
8
|
სასწავლო რესურსები
|
|
რუბრიკები
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
9-10
|
მოსწავლე მზად არის მაქსიმალურად შეიტანოს საკუთარი წვლილი ჯგუფის მუშაობაში და მიაწოდოს მას რაც შეიძლება მეტი გამოსადეგი იდეა.მას ყოველთვის შეუძლია ჯგუფის სხვა წევრების წინადადებებს მოუსმინოს, გაითვალისწინოს და განავითაროს.
|
7-8
|
მოსწავლე მზად არის შეიტანოს საკუთარი წვლილი ჯგუფის მუშაობაში. მას უმეტესწილად შეუძლია ჯგუფის სხვა წევრების წინადადებებს მოუსმინოს, გაითვალისწინოს და განავითაროს.
|
5-6
|
მოსწავლე ნაწილობრივ არის მზად შეიტანოს საკუთარი წვლილი ჯგუფის მუშაობაში.იგი ხშირად უსმენს სხვა წევრების წინადადებებს,ითვალისწინებს და ცდილობს მათ განვითარებას.
|
3-4
|
მოსწავლეს იშვიათად შეაქვს საკუთარი წვლილი ჯგუფის მუშაობაში.იგი იშვიათად უსმენს ჯგუფის სხვა წევრების წინადადებებს, ნაკლებად ითვალისწინებს და თითქმის არ ცდილობს მათ განვითარებას.
|
1-2
|
მოსწავლეს თითქმის არ შეაქვს წვლილი ჯგუფის მუშაობაში. იგი არ უსმენს, არ ითვალისწინებს და არ ცდილობს ჯგუფის სხვა წევრების წინადადებების განვითარებას.
|
ინდივიდუალური შეფასების სქემა
გვარი სახელი
|
დიქცია 2
|
რეგლამენტი 2
|
საინტერესო არგუმენტები3
|
დამაჯერებელი თხრობა 3
|
ქულა
|
ფოტო და ვიდეომასალა
ინტეგრირებული გაკვეთილის ანგარიში
გაკვეთილის ჩატარების დღე: 27 თებერვალი
სკოლა: აგარის საჯარო სკოლა
კლასი-მე11
საგნები: საზღვარგარეთის ლიტ-რა და ინგლისური ენა
თემა: ახალგაზრდა ადამიანის პრობლემა შექსპირის "ჰამლეტის" მიხედვით
მისაღწევი შედეგები
- შეძლონ გარკვეული ეპოქის მხატვრული ტექსტის გაანალიზებისა და მასში ასახული ინფორმაციის, თემების,იდეებისა და პრობლემატიკის გააზრება;
- კრიტიკული აზროვნებისა და მსჯელობის უნარის განვითარება.
საკვანძო მეთოდები/სტრატეგიები:
- ტექსტზე მუშაობა;
- ნაწარმოებში კონფლიქტის არსის განსაზღვრა;
- პერსონაჯთა კონფლიქტთან დამოკიდებულების გაანალიზება;
- წერილობით გადმოცემა ავტორის დამოკიდებულებისა ნაწარმოებში ასახულ ფასეულობებსა და შეხედულებებთან დაკავშირებით.
რამდენად მივაღწიეთ გაკვეთილის შედეგს:
მოსწავლეებმა მიაღწიეს შედეგს, შეძლეს ახალგაზრდა ადამიანის პრობლემის გამოკვეთა.
გაკვეთილის მსვლელობისას სამოქმედო გეგმა არ შეცვლილა!
რას შევცვლიდი ამ გაკვეთილის ხელახლა ჩატარების შემთხვევაში?
ამ გაკვეთილის ხელახლა ჩატარების შემთხვევაში მოსწავლეებს პარალელებს გავავლებინებდი ჰემინგუეის,ფოლკნერის, გოლზუორთის ნაწარმოებებთან და გამოვაკვეთინებდი ახალგაზრდა გმირის პრობლემას.
მასწავლებელი: ნინო ჩუტკერაშვილი
Subscribe to:
Posts (Atom)