აგრესია არასრულწლოვანთა
დანაშაულის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. იმ ფაქტმა, რომ მოსწავლეები
ერთმანეთს ასახიჩრებენ ან კლავენ, საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია. ამ შემთხვევაში მიზეზი
სატელევიზიო გადაცემებში ნანახ ძალადობის ამსახველ ფილმებში ხომ არ
უნდა ვეძიოთ? ტელევიზია დღეს
კონტროლს აღარ ექვემდებარება, არადა ოჯახების 98% პროცენტი ამით სარგებლობს. საშუალო სკოლის დამთავრებისას კი მოზარდს რამდენიმე ათასი მკვლელობისა და ძალადობის ამსახველი კადრი აქვს ნანახი. იღებს თუ არა მოზარდი ქცევის მოდელს ტელევიზიით ნაჩვენები სიუჟეტებისაგან, ან იქნებ ამ კადრების ხილვა მას აგრესიული ენერგიისგან ათავისუფლებს და ამით აიხსნება მოზარდის ინტერესი ასეთი ფილმებისადმი? თუ ჩვენ ფროიდის ფსიქოლოგიურ თვალსაზრისს გავითვალისწინებთ „ არაცნობიერის“ შესახებ, რაც ქცევის ფსიქიკური მასტიმულირებელი, მამოძრავებელი, ანდა აღმძვრელი ფაქტორებით განიხილება, ჩვენ საინტერესო დასკვნამდე მივალთ: ინდივიდი წარმოადგენს გენეტიკური კონსტრუქციისა და გარემო პირობების ურთიერთქმედების პროდუქტს. მარტივად ამას აკაკი წერეთელი ასე აყალიბებს: „მაგრამ მარტო წვრთა რას იზამს, თუ ბუნებამც არ უშველა?“ შეგვიძლია თუ არა დავასკვნათ, რომ ოჯახი და სოციალური გარემო განაპირობებს ადამიანის ამა თუ იმ ქმედებას? რაც მეტი ძალადობაა გადაცემაში, მით უფრო აგრესიულია ბავშვი, ან იქნებ ასეთი ფილმებისაკენ სწრაფვა იმ მოზარდებს აქვთ, რომლებიც უკვე აგრესიულები არიან? საქმე ის არის, რომ ადამიანმა, რომელიც თავს მორალის საშუალებით მართავს და ხშირად რელიგიურ დოგმატებს უქვემდებარებს თავის ქცევას, ადგილი დაუთმო ფსიქოლოგიურ ადამიანს- უფრო რთულსა და ამოუცნობს.

ხშირად
საქმე გვაქვს მოზარდთან,
რომლის ფსიქიკა სრულიად
ამოუცნობია, აკვიატებული ქმედებები აქვს, ზოგჯერ სინდისის
ქენჯნის მტკივნეული გრძნობა
აწუხებს, ზოგჯერ კი მზადყოფნა, რომ დაისაჯოს. აქედან გამომდინარე, ნევროტული საქციელი
ძნელი ასახსნელია. მასწავლებელი ხშირად
უძლურია, მოაგვაროს პრობლემა ასეთ მოსწავლესთან.
ყოველი ცდა უშედეგოა
და მოზარდის „არაცნობიერის უფსკრულში“(ფროიდის ტერმინით) ჩაღწევა
თითქმის შეუძლებელი.
რატომ
ხდება არასრულწლოვანი აგრესიული? კითხვას პასუხი
გაეცემა, თუ გვეცოდინება, როგორია ის გარემო და
პირობები, რომელშიც მას უხდება ცხოვრება.
თუ მოზარდი ფსიქოლოგიურ
დისკომფორტს , დაძაბულობას
განიცდის, ეს მოითხოვს განტვირთვას, ფროიდის აზრით,
რაც მიიღწევა არასასურველი ინფორმაციის
იგნორირების გზით. მაგალითად, თუ მოსწავლე
გამოცდების მერე ხევს სასწავლო
წიგნს, ან რვეულს, ეს განასახიერებს იმ მასწავლებლის სიმბოლურ
„ მკვლელობას“, რომელსაც მთელი წელი სიტყვას ვერ უბრუნებდა(ფროიდი). წიგნი ამ შემთხვევაში
ჩანაცვლებული ობიექტია, რომელზეც დაიხარჯა
მასწავლებლისკენ მიმართული აგრესია. თუ
მასწავლებელი ეჩხუბება ბავშვს
იმიტომ, რომ ის არის ზარმაცი, უქნარა, უზრდელი... ბავშვში, რა
თქმა უნდა, აგრესია გროვდება. მომავალში თუ თვითონაც გახდა მასწავლებელი,
გაიმეორებს ქცევის იმავე მოდელს-აგრესიას ისიც დაცლის ბავშვებზე. ასე რომ, აგრესიის ფონს მრავალი ფაქტორი
ქმნის. პრობლემებს შორის მნიშვნელოვანია ყურადღების
დეფიციტი. მშობელთა ნერვული დაძაბულობა, კონფლიქტური
განწყობა, მუდმივად უკმაყოფილო
ტონი, ემოციური სიცივე და, რაც მთავარია,
შემწყნარებლობის, სიბრალულის, თამაგრძნობის უქონლობა
მოზარდში აგრესიას ბადებს. ასეთ
გარემოში გაზრდილი ბავშვი პატარაობიდანვე ნერვიულია
და მისწრაფება ძალადობის ამსახველი
ფილმებისადმი გამოწვეულია მისი გემოვნებისა და სურვილების დაკმაყოფილებისაკენ.
No comments:
Post a Comment