სასწავლო პროექტი
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:
პროექტი ითვალისწინებს ინფორმაციის მოპოვებას მაჰმადიანური სარწმუნოების შესახებ.
პროექტის მიზნები: პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს მოსწავლეებს ისტ-ის დახმარებით მონაცემთა შეგროვებასა და პრეზენტაციაში. მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ, თუ როგორ გაინაწილონ ჯგუფში ფუნქციები, როგორ გაითვალისწინონ ერთმანეთის აზრი, როგორ შეაჯერონ მოპოვებული ინფირმაცია ისე, რომ კვლევის საბოლოო პროდუქტი სრულყოფილი გამოვიდეს.
მონაწილეთა ასაკი: 14- 15 წელი;
ვადები~ხანგრძლივობა: 2 კვირა;
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები ისწავლიან
ისტ-ის დახმარებით როგორ მოიპოვონ და წარმოაჩინონ ინფორმაცია, გააკეთონ პრეზენტაცია მოპოვებულ მასალაზე დაყრდნობით და გაეცნონ დაბაში მცხოვრები მაჰმადიანი მოსახლეობის ცხოვრების წესებს, მათ ტრადიციებს, შეხედულებებს.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
სახელმძღვანელო, ინტერნეტიდან ამოღებული მასალა, კომპიუტერი, პროექტორი.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი ატივობები):
კლასის ჯგუფებად დაყოფა, ლიდერის არჩევა და დავალებების გადანაწილება.
სამუშაოს დასრულების შემდეგ ჯგუფები წარმოადგენენ ელექტრონულ პრეზენტაციებს.
საგნებთან| საგნობრივ ჯგუფებთან|ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
ქ.7.4. მოსწავლე მონაწილეობს საკლასო და სასკოლო დისკუსიებში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ჯგუფებთან ერთად ამზადებს სადისკუსიო გამოსვლას:
დამოუკიდებლად დაამუშავებს საკითხს, მოიძიებს ინფორმაციას, შეიმუშავებს თვალსაზრისს, რომელსაც გააცნობს და შეუთანხმებს ჯგუფის წევრებს;
გამოდის წყვილის, ჯგუფისა თუ კლასის მომხსენებლის როლში, ითვალისწინებს და გამოხატავს მათ საერთო აზრს;
საუბრისას შემოიფარგლება კონკრეტული თემით.
პროექტის ხელმძღვანელი: ნინო ჩუტკერაშვილი
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:n.chutkerashvili@gmail.com
No comments:
Post a Comment