საგნობრივ კათედრაზე წარდგენილი თემები

Monday, April 21, 2014

სასწავლო პროექტი, პროექტის სახელწოდება:ქრისტიანობა

სასწავლო პროექტი

პროექტის  სახელწოდება: ქრისტიანობა

პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებმა მოიძიონ და შეისწავლონ მასალა ქრისტიანობის შესახებ.

პროექტის აქტუალობა:მოსწავლეები შეისწავლიან ქრისტიანობის წარმოშობის ისტორიას, მის  რიტუალებს, ბიბლიის ნაწილების-ძველი და ახალი აღთქმის მნიშვნელობას.



პროექტის მიზნები:მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევა-ძიებისა და ურთიერთთანამშრომლობის უნარი. მუშაობის პროცესში გამოიყენებენ  თანამედროვე ისტ-ის საშუალებებს ინფორმაციის მოძიების,შენახვისა და  გამოქვეყნებისათვის.

მოსწავლეთა ასაკი:14-15 წელი;

ხანგრძლივობა:3 კვირა;

პროექტისათვის საჭირო რესურსები: ციფრული ფოტოაპარატი, ციფრული ვიდეოკამერა, კომპიუტერი, პროექტორი, აუდიო ჩამწერი.

პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):

კლასის ჯგუფებად დაყოფა, ლიდერის არჩევა და დავალებების გადანაწილება.
სამუშაოს დასრულების შემდეგ ჯგუფები წარმოადგენენ ელექტრონულ პრეზენტაციებს.

საგნებთან|საგნობრივ ჯგუფებთან|ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი


ქ.7.4.მოსწავლე მონაწილეობს საკლასო და სასკოლო დისკუსიებში.


შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

ჯგუფთან ერთად ამზადებს სადისკუსიო გამოსვლას:
დამოუკიდებლად დაამუშავებს საკითხს,მოიძიებს ინფორმაციას, შეიმუშავებს თვალსაზრისს,რომელსაც გააცნობს და შეუთანხმებს ჯგუფის წევრებს;
გამოდის წყვილის, ჯგუფისა თუ კლასის მომხსენებლის როლში, ითვალისწინებს და გამოხატავს მათ საერთო აზრს;
საუბრისას შემოიფარგლება კონკრეტული თემით.


პროექტის ხელმძღვანელი:ნინო ჩუტკერაშვილი

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:n.chutkerashvili@gmail.com













No comments:

Post a Comment

შეიძლება მოგეწონოთ შემდეგი პოსტები: