გაკვეთილის თემა
|
ნიკო ლორთქიფანიძის ,,შელოცვა რადიოთი“ –შემაჯამებელი გაკვეთილი
|
სწავლების საფეხური
|
XII კლასი, საშუალო საფეხური
|
ინტეგრირებული საგნები, მასწავლებლების სახელი, გვარი
|
ქართული ლიტერატურა–ნინო ჩუტკერაშვილი
ისტორია– ლია ყაულაშვილი
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
22
|
განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა
და პროფილი
|
0
|
გაკვეთილის მიზნები
(საგნების მიხედვით)
|
ქართული
ლიტერატურა
მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ მხატვრული ტექსტის ინტერპრეტაციას და მის
დაკავშირებას ისტორიულ–ლიტერატურულ კონტექსტთან.
ისტორია
მიზანი: 1. XIX-
XX მიჯნაზე საქართველოში შექმნილი მპოლიტიკური დაჯგუფებებისა
და მათი იდეების ერთმანეთისგან გამიჯვნა;
2. კვლევის დამოუკიდებელი წარმართვის უნარის განმტკიცება;
3. ანალიტიკური უნარის ჩამოყალიბება
|
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი
ინდიკატორები
|
ქართული
ლიტერატურა
შედეგი: მოსწავლე აანალიზებს კულტურული , სოციალური და ისტორიული ფასეულობების
გავლენას ტექსტსა და მის ინტერპრეტაციაზე; იზიარებს ან არ იზიარებს ნაწარმოების პერსონაჟის
შეხედულებებს, გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას და სათანადო არგუმენტაციით იცავს მას.
ისტორია
შედეგი: მოსწავლეებმა მოახდინეს
სხვადსხვა პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების გამოკვეთა I მსოფლიო ომის ფონზე. მოახდინეს
ქართველი ინტელიგენციის პროდასავლური და
პრორუსული ორიენტაციის ერთმანეთთან შედარება. გამოკვეთეს ორივე მხარის საბოლოო მიზანი მსოფლიო ომის ფონზე.
|
თანმიმდევრობა
(აქტივობა და დრო)
|
·
გაკვეთილის
მსვლელობა:
·
საორგანიზაციო მომენტი– 2წთ
გაკვეთილი ტარდება საკლასო
ოთახში, სადაც წინასწარ მომზადებულია ჯგუფური
მუშაობისთვის მაგიდები.
·
დასაწყისში კლასი ისმენს ნაწყვეტს ფილმიდან ,,ფესვები“
. ლიტერარურის მასწავლებელი ამის შემდეგ აყალიბებს გაკვეთილის თემას და მიზანს და მოსწავლეებს უსვამს კითხვებს:
1) რა პრობლემის წინაშე დგას ქართველი ხალხი
ელის სახით XX საუკუნის 20–იან წლებში, როცა ცალკეული ქვეყნების ინტერესები ასე გამოიყურება:
საქართველო იბრძვის გადარჩენისთვის , ამერიკისთვის უმთავრესია ფული, დოვლათი, დოლარი და ევროპა გატაცებულია პოლიტიკით, კულტურით
, მეცნიერებით?
2.)მოგწონთ ელი გორდელიანი,
რომელიც ცხოვრების დინებას თავდახრილი მიჰყვება და სრულიად არ ცდილობს გახდეს თავისი
ცხოვრების პატრონი და რეალიზდეს , როგორც დამოუკიდებელი პიროვნება.
3.) როგორ ფიქრობთ, ელის ცხოვრება
ისტორიის ქარტეხილში რომ არ მოხვედრილიყო, იქნებოდა თუ არა მშვიდი და ტრადიციულ
– ქართული?
4) მოთხრობა იმპრესიონისტულია.
ეს მიმდინარეობა კი შთაბეჭდილების ხელოვნებაა. თქვენი აზრით , რა ჭარბობს მოთხრობაში
– ცხოვრებისეული სიტუაციების ღრმა ანალიზი თუ ამ სიტუაციებით მიღებული შთაბეჭდილებების გადმოცემა.
5) ელი ბარათაშვილის მსგავსად შეებრძოლა ბედისწერას და უცხოეთში დაიღუპა მარტოსული და მიუსაფარი. როგორ ფიქრობთ, მან დაიმსახურა
, რომ მისი ფერფლი ბარათაშვილის ძეგლის ახლოს მიმოებნიათ? (10 წთ)
|
თანმიმდევრობა
(აქტივობა და დრო)
|
·
გაკვეთილს განაგრძობს ისტორიის მასწავლებელი და საუბრობს
თემაზე: ახალი პოლიტიკური იდეები და იდეოლოგიური ბრძოლა საქართველოში, შემდეგ კი
კითხვა პასუხით ამოწურავს საკითხს. ( 10 წთ)
·
ჯგუფში მუშაობა– 10 წთ.
·
კლასი გაყოფილია ოთხ ჯგუფად, რომელთაგან ორ ჯგუფს
ლიტერატურის მასწავლებელი აძლევს დავალებას . მათ უნდა მიმოიხილონ კულტურული ორიენტაციის საკითხი XX საუკუნის 20– იან წლებში.
1)ქართულ კულტურას აზია ან ევროპა გადაარჩენს.
2)ხსნა
აზიისა და ევროპის სინთეზშია საძიებელი. დანარჩენ ორ ჯგუფს კი ისტორიის მასწავლებელი აძლევს დავალებას შესასრულებლად.
·
ორივე პედაგოგი აკვირდება და ეხმარება მოსწავლეებს
ჯგუფში მუშაობისას.
·
პრეზენტაცია – 10 წთ.
თითოეული ჯგუფი პრეზენტაციის დროს წარმოადგენს წერილობით
შესრულებულ დავალებას.
·
მოსწავლეები გაკვეთილის ბოლოს ფასდებიან ჩართულობის
, დავალების შესრულების ხარისხს, პრეზენტაციის უნარის მიხედვით. ( 3წთ.)
|
ინდივიდუალური
შეფასების სქემა
გვარი სახელი
|
დიქცია 2
|
რეგლამენტი 2
|
საინტერესო არგუმენტები3
|
დამაჯერებელი თხრობა 3
|
ქულა
|
ჯგუფური შეფასების სქემა
მე–12 კლასი
|
დიქცია2
|
რეგლამენტი2
|
შემოქმედებითი უნარი3
|
დამაჯერებელი თხრობა 3
|
ქულა
|
I ჯგუფი
|
|||||
II ჯგუფი
|
|||||
III ჯგუფი
|
|||||
IV ჯგუფი
|
საკლასო მენეჯმენტი–საგანმანათლებლო რესურსები
|
კომპიუტერი, დაფა, ცარცი, თაბახის ფურცლები, ფლომასტერები
|
მე–12 კლასის სახელმძღვანელო( ქართული ლიტერატურა, ისტორია)
|
No comments:
Post a Comment