ადამიანები ხშირად არ ვაფასებთ იმ წყალობას, რომელიც ჩვენს თავზე ტრიალებს. ზოგჯერხელჩაქნეულები ვნებდებით სასოწარკვეთას და ვერ ვიაზრებთ, რომ უფალი ასეთ დროს ჩვენგვერდითაა, გვეხმარება, გვიცავს და სანაცვლოდ იმ მცირედს მოითხოვს, რასაც ფეხზეწამოდგომა და ცხოვრების გაგრძელება ჰქვია. მორწმუნე პიროვნება ყველაზე ბედნიერი მაშინაარის, როდესაც უფლის წყალობას ყოველ ფეხის ნაბიჯზე გრძნობს, უხარია და ღმერთსმადლობას წირავს თითოეული წამისთვის, რომელიც "დღეს" გაატარა. იგი უდიდესსიყვარულის ატარებს, როცა მართმადიდებლობის ხილულ სასწაულებს ეზიარება. ეს სასწაულები კი ახლა - ოცდამეერთე საუკუნეში ხდება. აი, რას მოგვითხრობს ჩვენი გმირი -მარიამ კვირჩილაძე საბერძნეთში, კეფალონიის სამონასტრო კომპლექსში ნანახსიწმინდეებზე, რომლებიც ყოველ მომლოცველს აღაფრთოვანებს და უფლისადმი გადებულხიდს ბევრად უფრო გაუმტკიცებს.
მარიამი:
- ყველაფერი იქიდან დაიწყო, როცა პირველად მოვხვდი საბერძნეთში. მაშინ ათენში სულრაღაც 3 დღით დავრჩი და ნანახით ისეთი აღფრთოვანებული ვიყავი, რომ კვლავგადავწყვიტე დაბრუნება. ასეც მოვიქეცი და 2 თვის შემდეგ კიდევ ერთხელ გადავკვეთე ამსახელმწიფოს საზღვარი. ვიცოდი, რომ საბერძნეთში უამრავი წმინდა და სასწაულმოქმედიტაძარი იყო, თუმცა სამი კვირის მანძილზე მათი მოლოცვის საშუალება არ მომეცა, ამიტომმხოლოდ ათენის ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა ადგილის ნახვით ვკმაყოფილდებოდიდა უნდა ვაღიარო, რომ მომწონდა კიდეც ხმაურიანი ქალაქის ქუჩებში სეირნობა. აქ ხომყოველ ნაბიჯზე ისტორიისა და მითოლოგიის ულამაზეს ლაბირინთებში ხვდები და კიდევუფრო ძალუმად შიეგრძნობ პატივისცემას იმ ყველაფრის მიმართ, რასაც დროთა დინებამვერაფერი დააკლო.
სწორედ მაშინ, როცა უკვე ვფიქრობდი, რომ საბერძნეთი ამოვწურე, შევხვდი ერთ ქართულოჯახს, რომელიც ორგანიზებას უკეთებს მოლოცვებს მთელი საბერძნეთის მასშტაბით.ყველაზე კარგი ის გახლავთ, რომ ეს მოლოცვები მხოლოდ ქართველებისთვის, ანუსაბერძნეთში მცხოვრები ჩვენი ემიგრანტებისთვის კეთდება. მათ დავუმეგობრდი და ერთ დღესაც შემომთავაზეს კეფალონიაში მოლოცვისთვის ერთად გამგზავრება, რაზეცსიამოვნებით დავთანხმდი. წიგნებიდან მქონდა გაგონილი იმ უდიდესი სასწაულებისშესახებ, რაც კეფალონიაში ხდება ყოველ მარიამობას.
14 აგვისტოს, გამთენიისას, ჩვენი ექსკურსიაც დაიწყო. ექსკურსიის ფარგლებში მოვილოცეთწმინდა ანდრია მოციქულის მარჯვენა ტერფის უხრწნელი ნაწილი, რომელიც მისივესახელობის მონასტერშია დაბრძანებული. შემდეგ წმინდა გერასიმეს მონასტერში ვიყავით,სადაც ვნახეთ წმინდანის გაუხრწნელი სხეული და მისი კელია, რომელიც მიწის ქვეშმდებარეობს. იქ შესასვლელად კი ადამიანმა ვიწრო ხვრელი უნდა გაიაროს. ამბობენ, რომ ამხვრელში გაძრომა არ არის დამოკიდებული წონაზე, იქ შესაძლოა ძალიან გამხდარ ადამიანსაცგაუჭირდეს გასვლა და ჭარბწონიანი უპრობლემოდ გავიდეს. ყველაფერი დამოკიდებულიაადამიანის სულის სიმძიმესა და მის რწმენაზე. ამაში თავადვე დავრწმუნდი, როცა ვნახეროგორ თავისუფლად გაიარა მასში რვა თვის ფეხმძიმე ქალბატონმა და როგორ დაბრუნდნენუკან ახალგაზრდა ყმაწვილები. იმ საღამოს მარიამობის წირვას დავესწარით გველების დედაღვთისმშობლის ეკლესიაში. აქ ყოველ მარიამობას უდიდესი სასწაული ხდება, გველებიწირვის დროს გამოდიან და ხატს ეხვევიან, ისინი უვნებლები არიან მორწმუნეთათვის დაუამრავ დაავადებას კურნავენ შეხებისთანავე.
ჩვენი ბოლო გაჩერება კი ფორჩხვის დედა ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი იყო, სადაცმარიამობა დღეს წირვის დროს ხატზე დაბრძანებული შროშანის გამხმარი ტოტებიყვავილდება და უამრავ სასწაულს ახდენს.
- მარიამ, რამდენად შემზადებული იყავი ბერძნული სიწმინდეების მოლოცვის წინ?წარმოიდგენდი, რომ ბოლოს ასეთი აღფრთოვანებული დარჩებოდი?
- როგორც ავღნიშნე, ამ სიწმინდეების შესახებ მხოლოდ წიგნებში მქონდა წაკითხული. როცამივდიოდი მეგონა, ყველაფერი ჩვეულებრივად იქნებოდა, ვნახავდით ეკლესიებს და ბოლოსდავბრუნდებოდით, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, იმაზე მეტი იყო ვიდრე უბრალოდ ექსკურსია.შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ ახლაც, მაგრამ ასეთ დიდ ემოციას სიტყვებში ვერ ჩაატევ და ვერცრეალურად იგრძნობ, მანამ, სანამ თვითონ არ მიეახლები ამ უდიდეს სიწმინდეებს დასაკუთარ თავზე არ გამოცდი საბერძნეთში არსებულ ხილულ სასწაულს.
- სავალი გზა შორი აღმოჩნდა კეფალონიისაკენ? როგორი განცდა გეუფლებოდამგზავრობის განმავლობაში?
- გზა, რა თქმა უნდა, გრძელი იყო და ამასთანავე დამღლელიც. ათენიდან პორტამდედაახლოებით 6-7 საათი ავტობუსით ვიარეთ, შემდეგ გემით გადავედით კუნძულკეფალონიაზე და პირველ მონასტრამდე ისევ ავტობუსით მივედით. ანდრიაპირველწოდებულის ესკლესიამდე 3-4 საათი დაგვჭირდა. ყოველი შემდეგი მონასტერიერთმანეთთან ძალიან ახლოს მდებარეობდა, მაგრამ, ფაქტია, დამღლელი მგზავრობა უმალგვავიწყდებოდა სასწაულის ხილვით განცვიფრებულ მომლოცველებს.
- ცოტა რამ წმინდა გველებზე მომიყევი... შენ მათ შეეხე, ალბათ ყველაზე ბედნიერიდა ამაღელვებელი წუთები მაშინ იყო დამდგარი, როცა მეუფემ ისინი თავზე დაგადო.
- გველების მთელი ცხოვრება მეშინოდა, თუმცა ვიცოდი, რომ ეს გველი კი არა წმინდანი იყოდა ამიტომ არ შემშინებია. სიტყვებით ვერ გადმოვცემ რა ვიგრძენი, როცა ხელით შევეხე. ესწარმოუდგენელი ემოცია გახლდათ... ვიგრძენი როგორ მომეკიდა ცეცხლი თითებზე დამეგონა, რომ მთლიანად ვიწვოდი. მართალს ვამბობ, ის თითები ახლაც კი მიხურს - ორი დღისშემდეგ. როცა მეუფემ გველი თავზე დამასვა, თვალები დავხუჭე და ღმერთს მადლობაშევწირე, რომ ღირსი გამხადა ამ სასწაულის განცდისა.
- შენი აზრით, ყოველივე ამის შემდეგ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანმაგააცნობიეროს უფლის წყალობის მნიშვნელობა? მითუმეტეს ასეთ დროს ხომყველაზე მეტად გრძნობ მართმადიდებლობის ძალას.
- უდიდესი სიწმინდე სუფევს ამ მონასტრებში. ვფიქრობ, რომ ყველა ქართველს უნდაჰქონდეს იმის საშუალება, ერთხელ მაინც მოვიდეს საბერძნეთში და თავად განიცადოს ისსიამოვნება, რაც მე განვიცადე. აუცილებლად ღრმა რწმენით უნდა მიეახლო უდიდესსასწაულებს, რადგან რწმენის გარეშე ამ ყველაფერს ვერ განიცდი და უბრალოდ მორიგიექსკურსია იქნება, სხვა არაფერი. ასეთ ადგილას, როცა ხარ, შეუძლებელია არ გწამდეს, რომღმერთისთვის არაფერია შეუძლებელი.
- რას ამბობდნენ შენი ქართველი მეგზურები? საბოლოოდ როგორი ემოციებითდატოვეთ კეფალონია?
- ემოციები ძალიან ბევრი დაგვიგროვდა ყველას, თითოეულს საუბარს არ ვაცდიდით დავცილობდით ერთმენთისთვის გაგვეზიარებინა ჩვენი შთაბეჭდილებები. უზომოდკმაყოფილები ვიყავით ნანახითა და განცდილით. მონასტრებში უამრავი ავადმყოფი იყომოსული განკურნების იმედითა და რწმენით. ჩვენ ჩვენი თვალით ვნახეთ სასწაული,რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე გვემახსოვრება და დაგვეხმარება, რათა უფროგავძლიერდეთ სარწმუნოებაში. ეს ხომ ერთადერთი გზაა ადამიანის სულის საცხონებლად.
უფალმა გააძლიეროს სრულიად საქართველო! ყოველ წუთს ვევედროთ ღმერთს, რომ ცოდვილ ადამიანებს ტვირთი შეგვიმსუბუქოს, სწორი გზა დაგვანახოს და მომავალი გაგვინათოს. უფალმა შეგვიწყალოს და ყველაზე კარგად ვიქნებით!
ავტორი:თემურ იკოშვილი, წყარო: www.temlog.com
No comments:
Post a Comment