მე ვფიქრობ (იმედია ამ სტატიის მკითხველთა უმეტესობაც), რომ მართლაც მოსაბეზრებელი გახდა ქართული "fეისბუკომანია". - რას ემსახურება ამდენი ახალი გვერდი? - პასუხი ერთია, "ლაიქებს"... ვერ ვთვლი დღეში რამდენი "მესიჯი" მომდის, ეს დამილაიქე, ეს გამიაზიარე და ა.შ. დარწმუნებული ვარ თქვენც. მეგობრებს და ნაცნობებს დავულაიქებ ფოტოს, ნაწარმებს ან სხვა სახის თემატიკის "გზავნილს", რომელსაც სოც. ქსელში დებს და გადამწყვეტი შეიძლება გახდეს მისთვის ერთი like, თუმცა უცხოები, რომ გთხოვენ მისი სურათის ან ვიდეოს მოწონებას, საოცარი ზუსტად ეგ არის.
ამას წინაც ერთი ადამიანი დავიმატე facebook - ზე, რადგან მისი სახელი მეცნო, თუმცა რად გინდა? - წამებში "ასი" ლინკი ერთად გამოუშვა "ლაიქების" მოსამატებლად და არც დაუმალავას, რომ ამ მიზნით დამიმატა მეგობრებში. გარდა ამისა, ზოგს იმის თავხედობაც ყოფნის, რომ სოც. ქსელის პაროლი მომთხოვოს, რადგან თვითონ გაუგზავნოს ჩემ მეგობრებს "დალაიქებისთვის" ლინკი. თავისთავად დასაფიქრებელია...
ზოგადად სოციალური ქსელის საჭირბოროტოებაზე საუბარი ძალიან შორს წამიყვანს და ამ თემას ჩემზე ბევრად კვალიფიციური ადამიანებიც მშვენივრად აშუქებენ, თუმცა ახლა უბრალოდ პირადი გადმოსახედიდან მოგითხრობთ საკუთარ facebook timeline - ს ერთ დღეს.
თავის დროზე, როცა სხვადასხვა გვერდს ვალაიქებდი, უბრალოდ ვერთობოდი მათი სულელური პოსტებით, რომელსაც აქვეყნებდნენ: "მარცხნივ, გაიხედე და რასაც დაინახავ, გამოუშვი", "თავი კლავიატურას დაადე და ნახე რა მოხდება", "თუ მოგწონს, like, თუ არა და share", "გადადი ლინკზე და გაიგე რამდენი წამი ცოცხლობ" - მოკლედ მსგავსი ფრაზებს რა გამოლევს? - არაფერი. პირიქით მგონი დღეში ათმაგდება admin - ფანტაზია, რომლებიც "მეათე ან მეთერთმეტე კომენტარის ავტორს ქავერის ფოტოს უდებენ" ან თავის ნომრებს პირდებიან. სიმართლე გითხრათ, facebook - გვერდების დადებულ ლინკებზე არასდროს გადავდივარ. (ესეც მორიგი ფანდია "ლაიქებისთვის" და არა სიმართლის გასაგებად. (მაგალითად, რა "საოცრება" ჩაიდინა (!) ია ფარულავამ "ცეკვავენ ვარსკვლავების" ერთ-ერთ ტურში)...
ამ ყველაფერს კარგი, ყურადღებას არ მივაქცევ. თავქარიანი "ადმინების" უწყინარ ხუმრობად ჩავთვლი, მაგრამ გაუმართლებელია, როცა ერთი რომელიმე გვერდის პატრონი თავის გასართობად თვლის რომელიმე მოძღვრის სურათის დადებას ან თუნდაც უწმინდესის სახელით მანიპულირების უფლებას აძლევს საკუთარ თავს. უბრალოდ სამწუხაროა, რომ ერთი უწყინარი გართობით აქამდე მივდივართ და ცრუ ინფორმაციით ან სასულიერო პირების ფოტოების საშუალებით "ლაიქების" მომატებას ვცდილობთ. სინამდვილეში კი ხალხს არასწორ გზაზე ვაყენებთ და იმის მაგივრად, რომ გააუქმონ მოწონება (unlike), პირიქით ზედმეტ "ლაიქებს" უმატებენ მსგავს გვერდებს. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი საქართველოში არ უნდა ხდებოდეს. არსებობს საეკლესიო საიტების facebook - გვერდები, რომლებიც პოსტებსა და სხვადასხვა მათმადიდებლურ სურათებს აქვეყნებენ, მაგრამ ეს რეალურ ფაქტებს შეესაბამება. სხვა სოციალური ქსელის მესვეურებმა კი სჯობს მეტი დრო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას დაუთმონ და საკუთარი წამოწყებული არასწორი პიარი გვერდზე სამუდამოდ გადადონ!
მოკლედ, ერთი რამ შემიძლია დაზუსტებით ვთქვა, სოციალური მედია საზოგადოებაზე ზემოქმედების უდიდესი ძალაა. ზოგჯერ დადებითი, ხოლო უმეტეს შემთხვევაში უარყოფითი მხრივ.
P.S: ამ სტატიის მიზანი არ ყოფილა "ფეისბუქ - ადმინისტრატორების" განსჯა.
www.temlog.com, ავტორი:თემო იკოშვილი
No comments:
Post a Comment