ინტეგრირებული- სამოდელო გაკვეთილი ქართულ ლიტ-ში, ისტორიასა და მათემატიკაში
ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა
1
2
3
|
გაკვეთილის თემა
ინტეგრირებული საგნები
საფეხური და კლასი
|
"შინაპარტიკულარიზმი" კ. გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენაში"
ქართული ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია
მასწ.:ნინო ჩუტკერაშვილი, ლია ყაულაშვილი, მარინა ხარშილაძე
მე-12 (საშუალო)
|
შენიშვნა
|
4
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
27მოსწავლე
| |
5
|
განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა
|
0
| |
6
|
მოსწავლეთა ორგანიზება
|
მთელ კლასთან
და ჯგუფებში
| |
7
|
გაკვეთილის მიზნები
საგნების მიხედვით
და
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები
|
ლიტერატურა
მიზნები:
ა) ისტორიულ თემაზე შექმნილი ნაწარმოების ინტერპრეტაციის უნარის განვითარება;
ბ) უკვე შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების ახალთან დაკავშირება;
გ) შეძლოს მსჯელობა, რა მოვლენები უძღოდა შინაპარტიკულარისტულ დაპირისპირებებს გიორგი პირველის პერიოდში;
დ) შეძლოს გაანალიზება ნაწარმოების მხატვრული ელემენტებისა ავტორის პოზიციის გამოსაკვეთად.
ე) თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება გაკვეთილზე ამ კომპონენტების გასამთლიანებ- ლად.
შედეგები:
ქართ.5.12. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ეპოქის, ქვეყნისა და კულტურის ტექსტების გაანალიზება მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით.
ისტორია
მიზნები:
შედეგები:
მათემატიკა
მიზანი:
შედეგები:
| |
8
|
თანმიმდევრობა
| 1. კლასის ორგანიზება -1წთ. A.ფაზა-გამოწვევა
B.ფაზა-ახალი ცოდნის კონსტრუირება
მინილექცია-ისტორიული მიმოხილვა (საქართველოს საშინაო და საგარეო ვითარების შესახებ მე-10---მე-11 საუკ.) (3წთ.) აქტივობა3. კითხვა-პასუხი(5წთ.)
აქტივობა4.(ქართულის მასწავლებლის აქტივობა)(5წთ.) ისტორიულად მომზადდა საფუძველი კ. გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენაში" ასახული შინაპარტიკულარისტული დაპირისპირებების გამოსაკვეთად. მოსწავლეები პასუხობენ შემდეგ კითხვებს ფილმის ნაწყვეტებისა და ტექსტის მიხედვით:
აქტივობა5.(მათემათიკის მასწავლებლის აქტივობა)(5წთ)
მოსწავლეები სლაიდშოუს მეშვეობით წარმოადგენენ სვეტივხოვლის ზომებს, ადარებენ ბაზილიკური ტიპის ტაძარს, რომელიც მდებარეობს აგარის ტერიტორიაზე და მსჯელობენ გეომეტრიული ფიგურების სიმბოლურ დატვირთვაზე: სვეტიცხოველი ჯვრის გეგმაზეა აგებული. შესასვლელში გამოსახულია მართკუთხედი, რომელშიც ჩასმულია ჯვარი. მართკუთხედი ნიშნავდა ხელშეუხებლობასა და დამოუკიდებლობას, ტაძარზე გამოსახული წრე კი აღნიშნავდა თავისუფლებას.(ვიდეომასალა დართული აქვს გეგმას.)
აქტივობა 6. ჯგუფური მუშაობა(10წთ) (კლასი დაყოფილია ისტორიკოსების, ლიტერატორების და მატემათიკოსების ჯგუფებად, რომელთაც ურიგდებათ მუშაობისათვის საჭირო მასალა და ინსტრუქცია.) ისტორიკოსების ჯგუფი: რა თვისებებით უნდა ყოფილიყო დაჯილდოებული გიორგი მეფე ან როგორი საშინაო პოლიტიკა უნდა გაეტარებინა,რომ საქართველოს გაერთიანების საქმეში წარმატებისათვის მიეღწია? ლიტერატორების ჯგუფი: გიორგი პირველმა სვეტიცხოვლის აშენებით ხომ არ ჩაუყარა საფუძველი ღვთაების იდეის გამიწიერებას? თქვენი აზრით, შეკრავდა თუ არა ტაძარი ერთი სულითა და რწმენით ქართლოსის შთამომავალთ? მათემატიკოსების ჯგუფი: სვეტიცხოვლის ზომები რადგან ვიცით, გამოვიანგარიშოთ ფართობი და მოცულობა. შენიშვნა: ისტორიკოსების ჯგუფის მიერ წარმოდგენილი თემა დისკუსიაში გადაიზარდა. C ფაზა-რეფლექსია
აქტივობა 8. ლიტერატურის მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს საკითხით:ამრიგად, შინაპარტიკულარისტული ომები რომანში რელიგიური და პატრიოტული ნიღბის ქვეშ მიმდინარეობს. ქვეყნის მესვეურნი სხვადასხვა იარაღით იცავენ სახელმწიფო ერთიანობის იდეას: არსაკიძე ხელოვნებით ემსახურება ქვეყნის მთლიანობას, მელქისედეკ კათალიკოსი ჯვრის მეოხებით ცდილობს საქართველოს ერთიანობას რღვევა ააცილოს, მეფეთ მეფე გიორგი კი მახვილით ხელში დარაჯობს საქართველოს სახელმწიფოებრივ შეუვალობასა და მთლიანობას.(2წთ.) აქტივობა 9. მოსწავლეები ნახულობენ ფილმის ნაწყვეტს, რომელშიც ასახულია გიორგი მეფის სიკვდილი და ისტორიის მასწავლებელი მუშაობს დასკვნით ნაწილზე. ( ვიდეო დართული აქვს.(5წთ.) აქტივობა 10. მოსწავლეთა შეფასება(2წთ) აქტივობა 11. საშინაო დავალება(1წთ.) | |
7
|
შეფასება
|
მოსწავლეები შეფასდებიან პრეზენტაციითა და კითხვებზე პასუხის გაცემით.
| |
8
|
სასწავლო რესურსები
|
|
ვიდეომასალა
ინდივიდუალური შეფასების სქემა
გვარი სახელი
|
დიქცია 2
|
რეგლამენტი 2
|
საინტერესო არგუმენტები3
|
დამაჯერებელი თხრობა 3
|
ქულა
|
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
9-10
|
მოსწავლე მზად არის მაქსიმალურად შეიტანოს საკუთარი წვლილი ჯგუფის მუშაობაში და მიაწოდოს მას რაც შეიძლება მეტი გამოსადეგი იდეა.მას ყოველთვის შეუძლია ჯგუფის სხვა წევრების წინადადებებს მოუსმინოს, გაითვალისწინოს და განავითაროს.
|
7-8
|
მოსწავლე მზად არის შეიტანოს საკუთარი წვლილი ჯგუფის მუშაობაში. მას უმეტესწილად შეუძლია ჯგუფის სხვა წევრების წინადადებებს მოუსმინოს, გაითვალისწინოს და განავითაროს.
|
5-6
|
მოსწავლე ნაწილობრივ არის მზად შეიტანოს საკუთარი წვლილი ჯგუფის მუშაობაში.იგი ხშირად უსმენს სხვა წევრების წინადადებებს,ითვალისწინებს და ცდილობს მათ განვითარებას.
|
3-4
|
მოსწავლეს იშვიათად შეაქვს საკუთარი წვლილი ჯგუფის მუშაობაში.იგი იშვიათად უსმენს ჯგუფის სხვა წევრების წინადადებებს, ნაკლებად ითვალისწინებს და თითქმის არ ცდილობს მათ განვითარებას.
|
1-2
|
მოსწავლეს თითქმის არ შეაქვს წვლილი ჯგუფის მუშაობაში. იგი არ უსმენს, არ ითვალისწინებს და არ ცდილობს ჯგუფის სხვა წევრების წინადადებების განვითარებას.
|
ინტეგრირებული გაკვეთილის ანგარიში:
გაკვეთილის ჩატარების დღე: 6 მარტი
სკოლა: აგარის საჯარო სკოლა
კლასი: მე-12
საგნები: ლიტერატურა , ისტორია და მათემატიკა
თემა: "შინაპარტიკულარიზმი" კ. გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენაში"
მისაღწევი შედეგები:
- შეძლონ გარკვეული ეპოქის მხატვრული ტექსტის გაანალიზებისა და მასში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის გააზრება;
- კრიტიკული აზროვნებისა და მსჯელობის უნარის განვითარება;
- საკუთარი აზრის წერილობითი გამოთქმის უნარის განვითარება.
საკვანძო მეთოდები/სტრატეგიები
- ნაწარმოებში კონფლიქტის არსის განსაზღვრა;
- პერსონაჯთა კონფლიქტთან დამოკიდებულების გაანალიზება;
- წერილობით გადმოცემა ავტორის დამოკიდებულებისა ნაწარმოებში ასახულ ფასეულობებსა და შეხედულებებთან დაკავშირებით;
- მსჯელობა იმის შესახებ, თუ რა დამოკიდებულება აქვს ავტორს კონკრეტული ისტორიული ეპოქის კულტურული ფასეულობების მიმართ.
ძირითადი სასწავლო რესურსები:
ცარცი, დაფა, მარკერები, მე-12 კლასის ისტორიისა და ლიტ-რის სახელმძღვანელოები, ილუსტრაციები,სქემები, ფორმატის ფურცლები,პროექტორი, კომპიუტერი.
რამდენად მივაღწიეთ გაკვეთილის შედეგს:
მოსწავლეებმა მიაღწიეს შედეგს, შეძლეს ტექსტში ასახული ფასეულობებისა და შეხედულებების ერთმანეთთან შედარება, გააანალიზეს კულტურული, ისტორიული და სოციალური ფასეულობების გავლენა ტექსტსა და მის ინტერპრეტაციაზე, შეძლეს და ამოიცნეს ტექსტში იმ უნივერსალური სიმბოლოების მნიშვნელობა, რომლებიც დამახასიათებელია კონკრეტული ისტორიული ეპოქისათვის და გააანალიზეს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენა ქართული სახელმწიფოს განვითარებაზე.
გაკვეთილის მსვლელობისას სამოქმედო გეგმა თითქმის არ შეცვლილა.
რას შევცვლიდი ამ გაკვეთილის ხელახლა ჩატარების შეთხვევაში?
ამ გაკვეთილის ხელახლა ჩატარების შემთხვევაში გავაუმჯობესებდი მოსწავლეებში თეორიული ცოდნის გამოყენების ხარისხს ნაწარმოების ინტერპრეტაციის დროს და გამოვკვეთდი ისტორიულ თემაზე შექმნილი ნაწარმოების ინტერპრეტაციას თანამედროვე კონტექსტის გათვალისწინებით.
მასწავლებელი: ნინო ჩუტკერაშვილი
No comments:
Post a Comment